რამდენიმე ხნის წინ რომ წავიწუწუნე, პოლიტიკოსები ინტერნეტს ყურადღებას არ აქცევენ-მეთქი – მთლად მართალი არ ვყოფილვარ. ამ ბოლო დღეებში ფეისბუქზე გახსნილ ვანო მერაბიშვილის “ფანკლუბს” (უფრო სწორად კი – მხარდაჭერის გვერდს) საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. [პოსტი ამ ფანკლუბის შესახებ იხილეთ აქ: Politics on Facebook.]
ყველაფერი დაიწყო გამყრელიძის გამოსვლით “პოზიციაში”, ვანო მერაბიშვილის ფან-კლუბი რომ არსებობს ფეისბუქზე, სირცხვილია, თან ჟურნალისტები არიან იქ გაწევრიანებულებიო. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამის მერე კი ვინმე ანა გიორგაძემ გაზეთიდან “ყველა სიახლე” ‘გამოძიება’ ჩაატარა, თუ კონკრეტულად რომელი ჟურნალისტები თუ საზოგადო მოღვაწეები არიან ვანოს “პაკლონიკები” [სტატია].
ონლაინ საზოგადოებამაც არ დაიშურა სტატიები და ჯერ ლიშტოტამ გამოაცხო: “მერაბიშვილის ფანები”.
შემდეგ დავით პაიჭაძემ (რომლის პოზიციასაც თითქმის ყოველთვის სრულიად ვიზიარებ. პაიჭაძეც ბლოგერია, ოღონდ ჯერ არ იცის – მხოლოდ ფეისბუქის ჩანაწერებით შემოიფარგლება :D ): რა უფრო მეტი სირცხვილია? განმარტებები ვანო მერაბიშვილის ფანობისათვის.
ამ ამბავს საბუნიამაც მიუძღვნა პოსტი ბლოგზე: ვანოს ფანკლუბი და ინტერნეტ კულტურა საქართველოში.
გავრცელდა ხმა, რომ გამყრელიძის განცხადების შემდეგ რამდენიმე ‘სახემ’ დატოვა ‘ფანკლუბი’. ჩემ მიერ გახსნილი მხარდამჭერთა გვერდის სტატისტიკის მიხედვით (The Spine) გამყრელიძის განცხადების შემდეგ სულ 3 ადამიანი გავიდა “ფანკლუბიდან” (სამწუხაროდ, კონკრეტულად ვინ, ამის ნახვა არ შემიძლია).
და ბოლოს, მირჩევნია წარმატებული მინისტრის მხარდამჭერი ვიყო, ვიდრე ლუზერი “ექიმი, მეწარმე, ლიდერისა”.










