დღეს ემოციურად და ფიზიკურად დამღლელი დღე მქონდა ![]()
ესე იგი, 13.00 უნდა მენახა ჩემი კაცი, მანამდე უნდა გამევლო მასთან სახლში და წამომეღო მისთის პირადობის მოწმობა.
12:05 მაღვიძებს დედაჩემის ხმა, რომელიც ელაპარაკება ჩემს კაცს ტელეფონზე და ახარებს, რომ მძინავს.
12.10 ჩემს კაცს ვემესიჯები, ვარკვევ რომ ცოტა ხანი კიდევ მაქვს დრო და “ათი წუთით ვხუჭავ თვალებს”.
ათი წუთი რაღაც სასწაულით გადაიქცევა ერთ საათად.
13.05 – მირეკავს ჩ.კ. და კითხვაზე, თუ სად ვარ, ვპასუხობ – “სახლში”. ბრაზდება.
13.10 – უკვე გამზადებული მივდივარ მისი სამსახურისკენ, წერეთელზე. გზაში მახსენებს, რომ შევპირდი პირადობის მიტანას.
ტაქსისტს ვაცვლევინებ მარშუტს, მივდივარ მასთან სახლში, საბჭოს მოედანზე. კარი ჩაკეტილი მხვდება..
მივრბივარ წერეთელზე
ვრეკავ…
(ჩ.კ. ბრაზ mode-შია)
წასულა სახლში, რომ აიღოს საბუთი.
ვუმესიჯებ, მოვდივართქო, ვიჭერ ტაქსის და მივდივარ საბჭოზე.
მისვლისთანავე ვურეკავ – უკვე სამსახურში ბრუნდება.
და არ უნდა ჩემი ნახვა ![]()
ვემუქრები სამსხურში ასვლით. რასაც შედეგი აქვს – მეუბნება, რომ შემხვდება იქვე, წერეთელზე.
მორიგი ტაქსი – დესთინეიშნ – წერეთელი.
ბოლოს ვხედავ ჩემს კაცს, რომელიც ზის ბორდიულზე და მიბღვერს, და საშინლად მინდა, რომ ჩავეხუტო, თუმცა გაბრაზებულია, ამ შემთხვევაში კი პროტოკოლი ითხოვს ჩემგან ცრემლის ღვრას, მისგან “მკიდია”-ს ძახილს, მერე ორმხრივ ახსნა-განმარტებებს და ბოლოს ჩახუტებას…
აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე მერე ვიყავი ინგლისურზე და საკაიფოდ ვიარსებე გაკვეთილზე.
Aint I hero?





- რასაც შედეგი აქვს – მეუბნება
მაგისი შედეგი იქნებოდა ის პასუხი რაც გითხარი – “გაბედავ!”
მიიღებდი ხალხში ცემას :D
– პროტოკოლი ითხოვს ჩემგან ცრემლის ღვრას
:LOL: That’s Why I do not Care!
მაგიტომაც მკიდია ქალის ცრემლები და უბრალოდ აღვეგზნები :D
რაა საყვარლეები ხააართ :))) :2kiss:
რაა დეებილეები ხააართ :))) :2kiss: