დღეს ვორდპრესში ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქცია აღმოვაჩინე და სასწრაფოდ უნდა გაგიზიაროთ.
ჩემთვის ბლოგებში ერთ-ერთი პრობლემა ის არის ხოლმე, რომ ბლოგროლში ჩამოთვლილ რაიმე საიტს რომ ვკლიკავ, გადადის პირდაპირ იქ, “საწყის” ბლოგს “ვკარგავ”. ანუ ლინკები ცალკე ფანჯარაში არ იხსნება, რაც ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა – იმიტომ, რომ ხშირად ბლოგის თვალიერება დამთავრებული არ მაქვს ხოლმე, მერე უკან გადმოვდივარ და ა.შ. მოკლედ, სანამ ჩემი ჭკუა მოიფიქრებს, რომ შიფტს დავაჟირო და ისე დავკლიკო ლინკს (open page in new window), ასე ვწვალობ ხოლმე.
დღეს ვორდპრესში ნინიკოს ბლოგის დამატებისას სრულიად შემთხვევით დავკლიკე Advanced options – targets. და ჰოი საოცრებავ, რას მეუბნება! თუო აირჩევ აქო ამასო: _blank, მაშინ ამ ლინკს ცალკე ფანჯარაში გახსნის დაკლიკვისასო.
ბედნიერად შევხტი სკამზე, დავუარე ყველა ლინკს, რაც კი მაქვს ბლოგროლში, და გადავიყვანე მაგ _ბლანკ-ზე. ახლა ვტკბები, რომ დაგაინტერესებთ სხვა ბლოგებზე წასვლა, აქედან არ დაიკარგებით თან, ისინი ცალკე ფანჯრებში გაიხსნება : )
რჩევა ყველას, ვინც ვორდპრესის ძრავაზე მუშაობს: ყურად იღეთ ეს აღმოჩენა.
რჩევა ყველას, ვინც ბლოგერზე ან სხვა ძრავაზეა: მოძებნეთ, აუცილებლად იქნება რამე მსგავსი თქვენთანაც.
sweet baby girl- იქნებ გაუზიარო ხალხს შენი ბლოგსპოტისეული გამოცდილება ამ ამბავში ბლოგერებს : )
Updated: ახლა ვეძებ ფუნქციას, რომელიც პოსტში მითითებულ ლინკებსაც ცალკე გახსნის. ვინმემ თუ იცით, გამიზიარეთ რა.






ahahhaha mokled es mecnieruli winsvlebi ggg :D
ეე, დოდ, სადა ბანაობ :-)
პ.ს. პოსტში მითითებული ლინკების ცალკე გახსნაც ადვილია – target=”_blank” უნდა ჩაამატო a href=”…” -ის მერე, ფრჩხილის დახურვამდე…
ვაი ვაი…
აქამდე არ იცოდი ეგენი? :)
ო ყვავა, რაოდენი მადლობა რომ იცოდე…
ისა ჩემსას ეგრე აქვს :)
და შენ ის გააკეთე კიდე არ გინდა? კომენტარები ცალკე პატარა ფანჯარაში რომ იხსნებოდეს :)
კომენტარები მაინც ტრაკში იხსნება :(
შენს ბლოგზე აი მინ.