ამ კვირის მანძილზე part time job მაქვს, ფლაერებს ვარიგებ მომხმარებელთა უფლებებზე და უკანონო ემულგატორებზე და მსგავს ბელიბერდაზე, რაზეც სხვადასხვა ფონდები იღებენ გრანტებს, ა ლია “სამოქალაქო ცნობიერების აწევისათვის”.
მომიწია სამგორის მეტროსთან დგომა. მაგარია. არაა მაგარი იმ მხრივ, რომ რუსთაველზე, დელისზე, მარჯანიშვილზე – ყველა რაღაცას არიგებს და ხალხმა იცის, რა არის ფლაერი, აი სამგორში… ოოო.
ყოველ დილით ვცდილობ, რომ კარგად არ გამოვიყურებოდე და ვიყო მაქსიმალურად ნაცრისფერი – უკან ვიკრავ თმებს, ვიკეთებ სათვალეებს, ვიცვამ ჯინსს და ბალახონ t-shirt-ს იმ ორგანიზაციის ლოგოთი, ვინც დაბეჭდა ეს ბედნიერებები, რომლებიც მძიმე სათრევია.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ზედმეტად არ ავიკიდო სამგორის სწრაფად აკიდებადი საზოგადოება. [კონკრეტულად სამგორის არა, ზოგადად, გარეუბნების სენი უფროა ეს].
პრინციპში, წარმატებით – 3 დღის მანძილზე არავინ ამკიდებია, გარდა ერთი ტიპისა, რომელსაც სახელის თქმის შემდეგ – ქმარი მყავს შენდა სამწუხაროდ-თქო მივახალე, ტიპი ცოტა დაიბნა, მაგრამ надо отдать должное – არ დაიხია უკან და მაინც შემომთავაზა დახმარება :D
საქმე ადვილია და დამღლელი, ადვილია იმიტომ,რომ მალე რიგდება, დამღლელია იმიტომ, რომ იდიოტივით 32კბილგადმოგდებული უნდა იდგე და კიდევ 5-დან ერთს უნდა უხსნა, “ეს რაია”.
თითქმის სულ ისმის – “ამის დარიგებას ფულები დაგვირიგონ!”
ერთი რა მაინტერესებს, ამ ხალხს მართლა სჯერა, რომ ოდესმე ვინმე ფულს დაურიგებს?
[მე ისევ იდიოტივით გაღიმებული ვპასუხობ, რომ დიდი სიამოვნებით დავარიგებდი ამ ბროშურების მაგივრად ფულს, მაგრამ სადაა! :D ]
პ.ს: დიეტაზე ვარ. ნუ ისეთზე რა, ლაითზე, პურეულის გარეშე. ხოდა დედაჩემი, რომელიც მუდამ მიმტკიცებს, რომ მსუქანი ვარ და უნდა გავხდე, სამჯერ ეცადა დავეპატიჟე თავისთან “გემრიელ ტორტზე”. ოოოოჰ :D
Updated: დამავიწყდა დამეწერა. სასჯელი მეწვია. მეზღვება ყველაფრისთვის – ყველა ცუდი ფიქრისთვის, ყველა ცუდი საქციელისთვის, ყველა ნათქვამი უზრდელური სიტყვისთვის, ყველა ქორწინებამდე მიღწეული ორგაზმისთვის. სასჯელის სახე: კბილები მტკივა ორი დღეა. ყველა! საჭმელს ენით ვღეჭავ oO





wow kruta! :))
mmm kbils is ayuCebs ra qvia.. ketanovi :/
Good Luck!!! :2kiss:
hate to say this but…
TOLD YA!!!
:D:D:D
eem kruta v smisle nu eqsperiensis pontSi :mo:
nu axla ar aris kruta mara mere iqneba :user:
არადა ძალიან მომწონდა მე ეგ 1 კვირა :D ყოველ პერერივზე ბედნიერება მქონდა ცოტა ტვინის გადართვის :D
ჰაააააა….
რა მაგარი პოსტი დამხვდაა!!!!
ძალიან მაგარი რაღაც იყო…
ბევრი ვიცინე ძალიან…
AU MEC EGETI SASJELI MELIS NETA?
კეტანოლია მაგი :D
საღოლ, ქის, წერის ნიჯი გაქვს. მაგრად ვხალისობ ხოლმე. ცუდია, არტიდეა–ში რომ არ წერ :)