ადგა უჩა და წავიდა იმ ჯანდაბაში. გორი შმორი. გავსკდი ჯღნავილით, თან იმასაც ვფიქრობ, რომ ასე სჯობს – აქ ნერვულად ჯდომას და ფორუმის დარეფრეშებას – წავიდეს და ნახოს, თუ რაც უნდა, იმამაკაცოს მოკლედ.
და თუ მოკვდა, ნუ, შეიძლება ქუჩაში გავიდეს და მანქანამ დაარტყას და ისე მოკვდეს, მაგას კი სჯობს ტყვიით თუ რაც არის, მაგით სიკვდილი. მაგრამ მაინც ვჯღნავივარ.
მე მაპატიეთ აზრების დაულაგებლობის გამო, ყველაფერს ისიც ემატება, რომ მესამე დღეა მაღალი სიცხეები მაქვს, საჭმელს ვერ ვჭამ და თვალები ლამის ამომცვივდეს, ისე მაწვება. საერთოდ, ყველაფერი მტკივა. მემგონი რაღაც ვირუსი შემეყარა. წეღან დამირეკა ლიკამ, უჩას დედამ – ხვალ ალბათ მასთან წავალ, იმიტომ რომ ელზა და ბარბი თურქეთში არიან დასასვენებლად, უჩა წავიდა და მე კიდევ ადეკვატურად ვერ ვაზროვნებ ამ სიცხეების გამო, ასე ვთქვათ – “მომხედავი არავინ მყავს” :D
წავედი ახლა რუსეთის საელჩოსთან რეაქციაზე. ვაბშე მკიდია ეს რეაქციები, პროტესტები და პოზიციის დაფიქსირებები, უბრალოდ ხალხს ვნახავ და ცოტა გულს გადავაყოლებ. და ნერვებს მოვიშლი კიდევ.





:((((((((((
:(
be strong!
auF :(
ლამისაა გული გამისკდეს, ხალხო, ესენი ვინ არიან, ეს ძონძები!!
ნუ გეშინია, დოდ, არაფერი ცუდი არ მოხდება. წადი იმ რეაქციაზე და ხმამაღლა იგინე თუ გინდა.
რა დღეში ვართ:(
dod vso ok!!!
მამაჩემიც იქ არის
მადლობა დიდი, ბავშვებო (
ვიყავი იქ, ერთი-ორი ძველი მეგობარი ვნახე, გულს მალამოდ რომ დაედო, ისეთები. ხასიათი ცოტა გამომიკეთდა მოკლედ.
ახლა დაიშალნენ, 8-ზე იკრიბებიან კიდევ, მე ბოლოს უკვე ძალიან ამიწია სიცხემ, თუ დავიგდე, წავალ – სახლში მარტო ვაშე კედლებზე გავდივარ.
@სვითი – კოწიკა რასშვებ?
დოდ, держись. თან მდგომარეობა უკიდურესად თუ არ გართულდა(რაც ღმერთმა ქნას არ მოხდება) იმას საომრად არ გაუშვებენ.. ყველაფერი კარგად იქნება.
აუ, რა საშინენელება ხდება რა…
ახლა მარნეული დაბომბეს და რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა…
@cheshire_cat ლოლ გაშვებით რომ არ გაუშვებენ, ვიცი. ეს თუარ შეძვრა სადმე. მოკლედ, დდი იმედი მაქვს, რომ მაგდენი ბლაგორაზუმიე ეყოფა.
წამო საელჩოსთან, რა.
@ქეით – ხო,ე რთ ფორუმელს დეიდაშვილი მოუკვდა (
არც კი ვიცი რა ვთქვა
ძალიან ვნერვიულობ..
დოდ!! ყველაფერი კარგად იქნება!!!
მტავარია ხელი არ ჩაიქნიო.
ბევრ გაწვრთნილ ჯარისკაცს ჯობია შენი ქმარი i’m sure :D
ხიზ გონა ბი ოკეი :2kiss:
(((((( tavs gauprtxildii
Pingback: სამი 8 აგვისტო « Dream is Destiny