Heaven is oooon myyyy miiiiiind…
31 ოქტომბრის საჰელოუინო ბლოგერული კარნავალის წინასაარჩ… საორგანიზაციო შეხვედრიდან დავბრუნდი ახლა და ჩემს თვალში ჩემზე დიდი გმირი არ არსებობს, ამ საღამოს ყოველ შემთხვევაში.
ნუ 3 თუ 4 თვე იდეას ვამუშავებდი, მერე გემო არ მომწონდა, მერე ძილის წინ არ ვეწეოდი, მერე ოთახში არ ვეწეოდი, მერე აივანზე გასვლა მეზარებოდა, მერე კვირაში ერთხელ სადმე გასვლისას მოვწიე, მხოლოდ ხალხში და აი, დადგა მომენტი, როდესაც უკვე ოფიციალურად აღარ ვეწევი! – როცა ხალხშიც აღარ მოვწიე, თან უკვე ორჯერ!
სულ მეშინოდა თქმა “დავანებე”-სი მთელი ეს პერიოდი, მეგონა, რომ ვერ გავუძლებდი ცდუნებას და მოვწევდი, და სინდისის ქენჯნას ვირიდებდი თავიდან. აი უკვე მეორე “გასვლა” – ერთი – ჩაის სახლში, სიგარეტს ეწეოდა დანარჩენი სამი, და მეორე კიდევ დღეს – უფრო ბევრი ხალხით, უფრო მეტი სიგარეტით, უფრო მეტი თავდაცვის ქვეცნობიერი სურვილით – დავძლიე საკუთარი თავი და არ მოვწიე!
ნუ, კარგი სტიმული [კარგი კი არა - ქვას რომ გახეთქავს, ისეთი] გავიკეთე თავის დასანებებლად, ჩიტერობაა ფაქტიურად, მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას :D





ეს ერთი და სხვა მრავალი? არა,ეგ აქ არ გამოდგება.. მოსალოცი ამბავია, მოსალოცი.. :D
რა სტიმული? :)))
magaroooooo :)))))))
:D kaia
გერმანიიდან ჩამოვიტანე საუკეთესო სიგარეტები DAVIDOFF-ის სულ ახალი სიგარეტი
მეც მიფიქრია დანებებაზე მაგრამ ახლა გამიჭირდება 2 ყუთი მაქვს :)
GUT
შენ რაღაც ძალიან რთულად გიჩალიჩია….
სტიმული – ბავშვია? :D
მე მაგ მიზეზს ვერ გავჩითავ და რა ვქნა?
dodziii she magarooo ..
gilocav :*
რა კარგია, დოდკა!!!
ასე გააგრძელე!
ჩემს გარშემო ყოველთვის ეწეოდნენ, ცდუნება თითქოს დიდი იყო, თუმცა საკუთარი სურვილები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი :)
ვგულისხმობ – რაც არ მსიამოვნებს, არ გავაკეთო იმისთვის, რომ მიღებულია ასე, ან რაიმე მსგავსი.
და მითუმეტეს, როცა არსებობს მიზანი…
მოკლედ, ძალიან მახარებს:)
და მიყვარს ძლიერი ნებისყოფის ადამიანები.
მეც მნდა დანებება
მარა ფეხი
აი დღესაც კაკ რაზ იმნიტო რის გამოც შენ ეწეოდი ლაბათ ერთი კოლოფი მინიმუმ შემომეწევა : )))))
ხოდა
რა მინდოდა მეთქვა
შენს ჰედერს გავხარ
ან
ის გგავს შენ
:უსერ:
me maqvs magari stimuli, 11$ girs erTi pachka bliad, mara mainc ver vanebeb :D
sagol shen dodka, mara mar tvenivit ar mogivides :D
სულ იმას გავიძახი, რა ბედნიერი ვარ, რომ არასოდეს მომიწევიამეთქი!!!!
ბედნიეროოოოოოოო!… :|
პროცესი იმდენად მომწონს მოწევის, რომ მიფიქრია, ხომ არ დავიწყო_თქო? მარა აი არ მინდა, ვერ მინდა : ) და ერთხელ როცა მოვწიე, კინაღამ მეექვსე სართულის აივნიდან გადავფრინდი, ისე დამახვია თავბრუ : ))
kuda
თუ არ ეწევი, მითუმეტეს – არ დაიწყო! :)
ვიზუალურად ზოგს უხდება კიდეც, მაგრამ ჩემთვის საკმარისი მიზეზი ვერ აღმოჩნდა რომ დამეწყო :)
წარმოიდგინე საშინელი სუნი თითებზე, ტუჩებზე და თმებზე. ჰო, თმებში განსაკუთრებით რჩება :)
სხვა რამეების გამოდაც…
:ანტინიკოტინის კამპანია:
მე აწი ვიწყებ :D
არადა 9 თვე დანებებული მქონდა ბლა!
მინდება უკვე :უსერ:
wow, ძალიან მაგარი ხარ :)
სულ მიკვირს რატომ ეწევა ხალხი :)
:2kiss:
Pingback: სიგარეტი - დასკვნები After « Dream is Destiny