ორიოდე დღის წინ დევიშნიკისავით გვქონდა რამდენიმე მეგობარს ყაზბეგის ტერემოკში (რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს).
იმის გამო, რომ სამყარო გადავიდა ზაფხულის დროზე თუ პირიქით, გადმოვიდა იქიდან – ნორმალურზე და ჩემი კომპიუტერიც სამყაროს დროზე მუშაობს, იმიტომ, რომ სადღაც რაღაც წიჩკა არ მაქვს მოხსნილი, ერთი საათით ადრე ვცხოვრობდი რამდენიმე დღე და ამ დევიშნიკისთვის ჩემი ჭკუით 7-ზე, სინამდვილეში – 6-ზე მომიწია გარეთ გასვლა.
გზის ნაწილი რომ გავიარე და მივხვდი – ეგრევე პანიკაში ჩავვარდი ["ეს ერთი საათი რა ვაკეთო"], სახლში ასვლაც დამეზარა და გადავურეკე ჰანის, ნუ ის ნახევარი საათი მაინც ვერ მოვიდოდა და წავედი რისკიან ნაბიჯზე – ყაზბეგის პოპულში შევედი, აი, ჩემი მკერდის პოპულში რა. საჭმელი და კოკა-კოლა ავიღე და დავჯექი იქვე. მარტო! იმდენი ხალხი ირგვლივ!
ჩახედე შიშს თვალებშიო და მოკლედ, ჩემი ეს სოციოფობიური გამოვლინებები უცებ სადღაც გაქრა, აბსოლუტურად მოვდუნდი და ერთი გრამი დაძაბულობის გარეშე შევსანსლე ჩემი ბადრიჯნები, ვიტრინიდანაც ვუყურე ქუჩაში მიმავალ ხალხს და პოპულში მოსიარულეებისათვისაც არ ამირიდებია თვალი.
ამ ამბით გაოცებული გავბლატავდი და ძევიშნიკის მერე კიდევ, ახლა უკვე ღამე – მარტო წამოვედი ფეხით სახლში, აუჩქარებლად, მშვიდად.
ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა დედამიწაზე.
მერე გამახსენდა, ოდესღაც იყო დრო, როცა სულ არ ვიყავი ასე, რამდენიმე წლის წინ რატომღაც პირიქით, მაგრად მიყვარდა კაფეებში და მსგავს ადგილებში მარტო სიარული, თითქმის სულ მარტო დავდიოდი სპეციალურად, რაღაცეებს ვწერდი ჩემთვის. მერე რაღაც მომენტში, სადღაც ოდესღაც – ყველასი და ყველაფრის შემეშინდა და დავიძაბე. აი, აპრილის პოსტებიც ვიპოვე, როცა უბრალოდ სასეირნოდ გასვლაც კი კაი დიდი თვითთერაპიის და საკუთარი თავის ნამუსზე აგდების შედეგად მოვახერხე.
ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ერთი აუღელვებელი მარტოობა სიმარტოვის შიშს ვერ გააქრობსო, მარა… იქნებ მორჩა სოციოფობიის ერა ჩემს ცხოვრებაში :ბის:
ესეც ისე, შავჰუმორული განწყობისთვის :D






ო მიხარია
ის დოდი არ მიყვარდა…
=)) ო და, ია წიბია პანიმაიუ) მეც ვცდილობ ბრეიქ ზი ნაჭუჭ სძელაწ)
ნუ მე ვაბშე ატჩაინნი ვარ :D არც არასდროს ვყოფილვარ უნაჭუჭო ))
ლიოლ
რა მაგარიიი
ჰუმორიააააააა : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))
me exla var mase ro marto siaruli naushnikebit da xalxis tvaliereba bevrad mirchevnia xolme vidree xalxmravlobashii :user:
kikito
u don’t understand anything – ნაუშნიკები, სიგარეტი, სადმე თავჩახრილი ჯდომა და წერა(ან გაზეთის კითხვა… ან წიგნის) – ხალხში is the all mighty NACHUCH ხოდა მთელი აღმოჩენა დოდისი არის ის რო არც ნაუშნიკები გაუკეთებია, არც სიგარეტი მოუწევია, არც თავი ჩაურგვია სადმე – იჯდა, უყურებდა ხალხს, იღიმოდა და არავისი და არაფრისი არ ეშინოდა და არ ანერვიულებდა, ნერვებს არ უშლიდა, ლუკმა კისერში არ ეჩხირებოდა და ა.შ.
ნუ მე იმდენი ნაჭუჭური გამოვლინებები მქონდა თავის დროზე… მაგალითად მთავარი ქუჩებით არ დავდიოდი – დავდიოდი მთავარის პარალელური, ბევრად უფრო ცარიელი ქუჩებით, ტამ რესტორანში აუცილებლად დარბაზისკენ ზურგით მდებარე სკამზე ვჯდებოდი და ყოველთვის ვცდილობდი ამერჩია მაგიდა სადმე კედელთან ამისათვის. და ა.შ.
მერე რაღაც მომენტში აქედან გამოდიხარ მგონი მარტო იმიტო რო ხვდები რო იესწ ვეში პა სტრაშნეე და ამაზე ნერვების მოშლა და ყურადღების მიქცევა უჟე პო ხუი :D
დოდიიი, ჩაქუჩი მათხოვე რაა:)) აი რითიც გატეხე ნაჭუჭი:)
@ Cyborg – ცარიელი პატარა ქუჩებით სიარულიიი:)) მეგონა მარტო მე მჭირდა:))
რას ამბობთ, ცარიელ ქუჩაზე ფეხს ვერ შევადგამ მარტო :D
anegdotma daglija
მაგარია მარტო სეირობა, მთელი ჩემი ცხოვრება ეგრე ვსეირნობდი მარტო, ეხლაც ჩავდივარ ხოლმე, ჩემი მუცელი ჩამყავს სასეირნოდ, ამოვიჩრი სემიჩკას, გავიტხრი ყურებში მუსიკას და დავტასაობ :))))
დოდი, წერდი?? :)
მე სულ ცარიელ ქუჩაში ვარ დარჩენილი:(
ანუ ნებისმიერ ქუჩაზე და ხშირ შემთხვევებში – შეხვედრებზეც…
ქეთქეთასგან მე ვითხოვებ ჩაქუჩს :)
შენი მკერდის პოპული რომ არ გეთქვა, თოფაძის ყაზბეგის პოპული მეგონა და ტერემოკიც და იმაზე ვფიქრობდი, როდიდან თქო…
ვაიმე რა პრიკოლია ბოლოში
ლოოოოოოოოოოოოოოოოოლ