ვუყურებ:

Grey’s Anatomy. მეგონა House M.D. ერთადერთი სამედიცინო სერიალი იყო, რომელიც შემიყვარდებოდა, მაგრამ ვცდებოდი. თან პირველივე სერიიდან მომეწონა, რაც იშვიათად ხდება, 3-4 სერია მაინც მჭირდება ხოლმე, რომ გარკვევით ვთქვა, მომწონს თუ არა რაიმე.
ვჭამ (და ვსვამ კიდეც):

ატმის კომპოტი, პოპულში ნაყიდი არც ისე იაფად (6 გელა მგონი). მაგრამ ნამდვილი ატმის კომპოტის გემო აქვს, აი თითქმის ისეთის, დედაჩემი რომ აკეთებდა ხოლმე, სანამ პატარები ვიყავით და სიცხე თუ მქონდა, ზამთრის დადგომამდეც მიხსნიდა (ამიტომ ტემპერატურის აწევა პატარა დღესასწაული იყო ჩემთვის).
ვკითხულობ:

რუსული კოსმო. რამდენი ხანია არ მიყიდია. ყველაფერი იდება ონლაინ, მაგრამ hardware წიგნის ან ჟურნალის გემრიელად გადაფურცვლას მაინც არაფერი სჯობს.
ვუსმენ:

უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ვცდილობთ გავიგოთ ბავშვის გულისცემა სტეტოსკოპით (თუ ფონენდოსკოპით?), ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც, ვერთობით. მითუმეტეს, რომ უკვე გაინძრა (2 დღე არ ვიყავი დარწმუნებული და აწი უკვე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მის მოძრაობას ვგრძნობ და არა ჩემს მოუსვენარ შიგნეულობას).




ნუ ალბათ სპეციალურად მე დამიტოვა დასამატებლად რო ბავშვს მუცელში ესმის ხმები გარედან, ძირითადად დაბალი ტონები მარა ესმის…
და ცნობილია რო მაგალითად მამის ხმა თუ ესმის მუცელში – დაბადების შემდეგ მისი ხმა ამშვიდებს და აწყნარებს…
ასევე მერე ვიღაცას იასნია დაებადა იდეა და დაამტკიცეს რო თუ მუსიკას უსმენს, სადაც ბევრი დაბალი ხმებია – მერე ცხოვრებაშიც ის მუსიკა ამშვიდებს და აწყნარებს (იმ პონტში რო შეგრზნებებით ისევ დედის მუცელში ბრუნდება)
ხოდა დღეს ბავშვს ჩავურთეთ… Metallica – Nothing Else Matters :D – ბასებია საკმარისად, რაც მთავარია მოჭრილად და გარჩევადად, დაბალი რიტმია (ანუ მომავალში იავნანადაც გამოდგება) და აშკარა პადიომები და სპადები აქ, ანუ ბავშვისთვის ადვილად გარჩევადი ხმები უნდა იყოს რა.
ხოდა გაინძრა, თან არა ერთხელ, ანუ ჩაურთეთ კიდევ (ნაუშნიკები, ბოლო ხმაზე, მუცელზე მიდებული, ყურება ნაუშნიკები რა იასნია, არა ნიჟარები) – და კიდე გაინძრა, ერთი სამჯერ დაატრიალა დოდიმ და მერე მოდი რამე უფრო მეტალიო, მგონიო ჯჟჟჟჟ -მომენტი ყველაზე მეტად მოსწონსო, მერე აღარ გაინძრა…
კაროჩე რო გაიზრდება სრული უფლება ექნება თქვას რო მუცლიდან მეტალისტი იყო :დ
ჩაქრი შენა :D
Supper Family!
სუპერ დედა, სუპერ მამა და სუპერ ბალღი!
უხუ, მთავარია მუცელზე დიდი S -ი არ ეწეროს რო დაიბადება :დ
juze:fade_to_black:
:D
“და ცნობილია რო მაგალითად მამის ხმა თუ ესმის მუცელში – დაბადების შემდეგ მისი ხმა ამშვიდებს და აწყნარებს…”
მე ეს შევიგრძენი :)
ბავშვის გულისცემას უსმინე მარა მეტალიკას ნუ ასმენინებთ :)))
აი რას ერჩით თუ ძმა ხართ მეტალიკას??
ამანაც “მოდი ბახი მოვასმენიოთ…”
ბახი არა სრაზუ შესტაკოვიჩი… ან იშო ლუდშე რახმანინოვი…
სლიპკნოტი!
:დ
ან ვაშე სამამულო პროდუქტი რამე, გოშას “ვერ გიტან ნათია” ან ტამ შოს და ოთორის არ დასრულებული პროექტი “ამ თვეში – გამჟიმე მე ბე-ებ-ვეში”
ტოჟე მნე რა გურმანები.
ია სკაზალ მეტალიკა – ბუეტ მეტალიკა
ია სკაჟუ რაგბი – ბუეტ რაგბი
სკაჟუ – პრიგნეტ ვ პროპასწ.
ე!
არ გამიტრაკეს…
დიმუბორგირის ნელები…
ჰმ.. შემდეგ ექოსკოპიაზე რო კაზა გააკეთოს ბავშვმა და თავი ზემოთქვემოთ იქნიოს რას შვებით?
atmis kampoti minda dzalian.
მმმმ
გული ამიჩუყდა ბალღზე )))
ხო, გრეის ნატომია მეც მაგრა მევასებდა, სანამ გადიოდა და ჰაუსი კიდევ უფრო მომწონს
მაგრამ ჩემი მინუსია თუ პლიუსი არ ვიცი, მაგრამ არის, რომ მირჩევნია ტელევიზორში ვუყურო
ქაჩვა მეზარება :S
exla shemtxvevit “grexis anatomia” shemomekitxa…
გრეის ანატომია არი რაღაც გადასარევი, გა.
:)
sad gadavrchi… tqveni shvili ro ar var…. :D:D ise, saintereso xalxi xart. tu nebas damrtavt shemovivli xolme tqvens blogze
ჩვენც კი ვფიქრობთ რო ხო არ ჯობია ბავშვი რო დაიბადება, იმავე დღეს გამოვუყოთ ოთახი, ცალკე შემოსასვლელი სახლში, ცალკე ვანა-ტვალეტი და პატარა ფორტოჩი ამოვჭრათ კედელში – საიდანაც საჭმელს მივაწვდით ხოლმე. აბა ცოდოა ბალღი ჩვენ ხელში და… იქნებ ჯობია თავის თავი თვითონ გაზარდოს პირველივე დღიდან… :დ
jobia, jobia :D:D