ბღავილის ყოველდღიური სეანსის მაგიერ…
ზეგ გაზაფხულია ოფიციალურად, არაოფიციალურად კიდევ ჩემთვის დღესაც გაზაფხული იყო, მაგრად თბილოდა, ფეხით ვსეირნობდით და ვიღაც სამმა ბავშვმა პეკინზე გაჩერებაზე ჩემს დანახვაზე – ვააჰ ძუძუო თქვეს.
კარგა ხანია უბრალოდ პოსტი არ დამიწერია ბლოგზე, აი არაფერი ისეთი რომ არ უნდა დაწერო და მაინც გეწერინება, მასეთი, რომ ბოდიალობ ყვლაფერზე ერთად და კონკრეტულად არაფერზე.
დღეს პირველი საღამოა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, როდესაც ერთ დათქმულ დროს არ ვიწყებ ბღავილს. გარდა ფაზლისა (რომელიც აწყობილ მდგომარეობაში მაგრად მომბეზრდა და აღარ მომეწონა, იმიტომ რომ მართლა ზემელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილ ნახატს ჰგავდა და საბოლოოდ ავშალე), კომედიური სერიალისა (!), და რამდენიმე გაუგებარი მიზეზისა, ჩემი ბოლოდროინდელი “გასართობი საბღავლო თემა” არის გლობალური კრიზისი, თავისუფლება და ყველაფერი დადის ფრაზამდე: “რად გვინდოდა ბავშვი, რატომ ვაჩენთ, რას ვერჩით, რა იქნება მერეეე ე ე ე ეეეე”.
წყვილში ერთი სულ ფრიკავს და მეორე სულ ინარჩუნებს საღ გონებას, ასე რომ მე როდესაც ღაპაღუპით მომდის ცრემლები და ვცდილობ გავიხსენო, რატომ მინდოდა ბავშვის ყოლა მანამ, სანამ დავფეხმძიმდებოდი [რაც არაფრით გამომდის], კიბორგა მიმტკიცებს, რა კარგია ბავშვი. და როცა კიბორგა იწყებს ნერვიულობას და გაფრიკვას, რომ მუცელში რაღაც მირტყამს, მე ვაწყნარებ.
თუმცა ამ ბოლო დროს თვითონ უფრო ხშირად მაწყნარებს, ვიდრე პირიქით. მოკლედ, ფაქტიურად პოსტ პარტუმ დეპრესია მაქვს ნაადრევად რა, დღეში ასე თითო საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ, როგორც წესი, ბავშვი აქტიურად იწყებს ბრაგუნს და “მაფხიზლებს”.
აუ ბევრი რამის გაკეთება მინდა…
- ვლოგი
ძალიან დიდი ხნის წინ იუთუბიზე ვნახე ერთი ტიპის ვიდეობლოგი, ანუ ვლოგი და მეც მომინდა გაკეთება, მაგრამ არ გავაკეთე, მთავარი მიზეზები – საკმარისი გამბედაობის არქონა და სიზარმაცე. ამ ორიდან რომელი იყო დომინანტი, არ ვიცი ოღონდ.
ახლა ყვავამ დაიწყო ვლოგის კეთება, მერე თიკო და შო შეუერთდნენ, ჰოდა მერე ნატოშას ბლოგზე რომ შევედი და მისი ჩანაწერიც ვნახე, გადავწყვიტე – მეც უნდა გავბედო. ნუ აი რა უჭირს, რომ გავბედო. ბოლოს და ბოლოს კარგი ექსპერიმენტია საკუთარ თავზე. მერე რა, რომ ლაპარაკი უფრო მიჭირს, ვიდრე წერა – იქნებ მომეწონოს, იქნებ მერე თვეში თითო ვლოგ-პოსტიც გავაკეთო ხოლმე. ან იქნებ ვლოგინგია ის, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა და არ ვიცოდი? ა? ა? ა?
- შორთები
მეორე, რისი გაკეთებაც მინდა ისევ კამერის არსებობასთან არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ ერმონიას ბლოგზე ვნახე მისი გაკეთებული შორთი – Loneliness – Eat the past. და მეც მომინდა შორთის შექმნა – ან ერთის ცდა მაინც (აქაც იგივე ტექსტი, რაც ვლოგის შემთხვევაში – იქნებ ისე მომეწონოს, რომ მერე სულ ვაკეთო და ვაკეთო..).
ვებკამერა მაქვს. ჩვეულებრივი კამერაც მაქვს დაჟე, ბანძია, მაგრამ კი გამოდგება. თავი მაქვს. დრო მაქვს. შავი მუშაც მყავს კიბორგას სახით, რომელსაც, თუ საჭირო გახდა, განათებას ან კამერას დააჭერინებ. და მაინც აააა აი ასე, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გავაკეთებ ყველაფერს და არ ვაკეთებ.
ბარემ რადგან შემოქმედებით ტალღაზე ვართ – დღეს შევედი და აივერსონთან ვნახე მის გაკეთებული მულტფილმი – Green men - და აი მე ხომ ზარმაცი ვარ, მაგრამ აივერსონიც არ ჩამომრჩება ხოლმე სიზარმაცესა და მერე თვითგვემაში ამ სიზარმაცის გამო, მაგრამ მანაც კი, მანაც კი მოახერხა რაღაც დაეგეგმა და გაეკეთებინა.
და მე კიდევ ვზივარ და წელიწადია თუ წელიწადნახევარია თუ ორი წელია ვფიქრობ ვლოგის გაკეთებას და ჯერ არ მიცდია… და დაახლოებით ამდენივე ხანია ერთი სამი ბლოგის იდეა მაქვს და არ ვაკეთებ იმასაც.
ამ ბლოგზეც ისე შევიზღუდე თავი, ნერვები მეშლება. ჩემი ბლოგია რა, რასაც მინდა იმას დავწერ, თუ მინდა ყოველ დღე ჩემი მუცლის ახალ-ახალ ფოტოებს დავპოსტავ, ვაჰ. თან ყველას უყვარს ჩემთვის ჭკუის სწავლება, თუ რას უნდა ვაკეთებდე ჩემს ბლოგზე, რაზე უნდა ვწერდე და რაზე არ უნდა ვწერდე და რამდენად ხშირად უნდა ვწერდე. თან ყველას თავისი შეხედულება აქვს, რა თქმა უნდა. და მე რატომღაც ყველას ვუსმენ და ყველაფერზე ვფიქრობ მერე (ძირითადად ორი ბანაკია, ლინგვისტუსა & Co, რომელიც ვერ იტანს ჩემს “პირადებს” და სვითი & Co, რომელსაც უკვირს, როგორ შეიძლება ფეხმძიმედ ვიყო და ამაზე უფრო მეტს არ ვწერდე :D ).
ნუ ალბათ ნაკლებს უნდა ვფიქრობდე იმაზე, რას უნდა ვწერდე – და მეტს უნდა ვწერდე. ყველაფერზე.
აჰ, აი კამათში დაიბადა ჭეშმარიტება!




კი კი კი – მხარს ვუჭერ ყველა პროექტს რომლებიც:
1. გადამარჩენენ სერიალებისგან (არ ვიცი დაამუღამე თუ არა მარა უკვე 6-მდე სერიალს უყურებ “ონლაინ რეჟიმში” – ანუ ყველა გასული სეზონები რო ნახე და ყოველ კვირას ახალს რო ელოდები):
ჰაუსი, ლაი-თუ-მი, გრეი, ბეტი, საიქი და რაღაცა მავიწყდება…
2. რომლებიც ისე დაგღლიან რო ლოგინში არ იწვები და კომპზე არ აწკაპუნებ ღამის 4 საათზე.
3. რომლებიც ისე დაგღლიან რო 12-ზე რო დაწვები გაითიშები მკვდარივით. (ეტა ვ ბუდუშემ, ბავშვის ყოლის მთავარი მიზეზი ეგ არი :დ )
და ზოგადად – კი – ყველა სკილი შეძენადია, ხატვაც შეიძლება ისწავლო ადამიანმა, დაკვრაც, რაგბიც, მარჯვნივ ხტომაც – მარა ერთადერთი “ზე” სკილი – არი ნებისყოფა. ა ივო კაჩაუტ იმენნა ვ პასლედნუიუ ოჩერეძ, რატო??… ყველას ურჩევნია სამსახურმა დააზალოს, მშობლებმა, ვალდებულებებმა…
ტოკა არ დარჩნენ საკუთარი სიზარმაცის პირისპირ და საკუთარი ინიციატივის ამარა.
ბლოგზე რა დადო და რა არაში გეთანხმები.
მარა ისევ და ისევ – after that we have right to decide do we still like you or not – როგორც ყველაფერში რა, შეგიძლია გააკეთო რაც გინდა – ტოკა ჩვენც მერე მივიღებთ იმას რაც შენ გააკეთე როგორც გინდოდა – ისე როგორც ჩვენ გვინდა და მოვიქცევით როგროც გვენდომება.
მარტივად – ბავშვს რო გააჩენ რო დაიწყო ბავშვის სურატების ალბომებით სირბილი – ბავშვს წაგართმევ :დ – თორე აკრძალვით არავინ გიკრძალავს კაცო.
ანუ რაც არ უნდა იძახო ვიზამ რასაც მინდაო – სინამდვილეში კაიფი არის არა რადიკალიზმობანაში არამედ ბალანსირობანაში, როგორ გააბრუო ლინგვისტუსა ისე რო შენ მაინც დადო 99% იმისა რაც გინდა შენ ბლოგზე მარა ლინგვისტუსი არ გაგექცეს ბლოგიდან.
ვოტ ვჩომ წეხნიკა.
ია? – ია ეტა ნი უმეიუ. მე ჩემი კაიფები მაქ მაგ სტილში სტრაიკზე, ყველას რო თავისი უნდა, ყველა რო თავისას ატრაკებს, ყველა რო თავისკენ ექაჩება და ყველას რო კოჭი უნდა უგორო ისე რო კიდე თვითონ მიიღო სიამოვნება და ისე რო ვერც იმას ვერ მიხვდნენ რო 180 გრადუსით განსხვავებულ კოჭებს აგორავებ დროის ერთი და იგივე შუალედში და კიდე რო არაცერთს არაფერ კოჭს არ უგორებ და მაინც ისე იზამ როგორც შენ თვლი რო სწორია.
ანუ გგონია ლინგვისტუსს არ უნდა ნახოს შენი ბავშვის ექო? – რო არ უნდოდეს შენ ბლოგზე ვაფშე არ შემოვიდოდა – რახან შემოდის – აინტერესებ, რახან აინტერესებ – შენი ბავშვის მარაზმატიკული ექსოკოპიის სურათი ალბათ უღირს მის აღქმაზე დახარჯულ წამის მესადებად, მარა! – ის ამას არც იტყვის, არც თავის თავთან აღიარებს – იმიტო რო არ ჭირდა, მაგდენად ნაღდად არ აინტერესებს რო ეხლა აანალიზოს პროცენტულობა და გაყოს დასახარჯ დროზე და ა.შ.
სტრაიკზე – გგონია ვინმეს უნდა 2 დღიანზე 10კმ-ის შაგაობა? – აუ რო კითხო ვენებს გადაიხსნიან – არ გვინდაო. მარა მერე რო წაიყვან, ტალახში, წვიმაში, უბედურებაში, უმთვარო ღამეში რო დაილეწავენ ცხვირ პირს და ისე დაიღლებიან რო ენას ვერ ატრიალებენ – მერე მთელი წელი ყვებიან ყველაზე მაგარი თამაში იყოო.
მოკლედ ხალხმა არ იცის რა უნდა, ან იცის მარა მიზეზები აქვთ რატო არ თქვან ან თქვან საწინააღმდეგო, იხ ნი ნადა სლუშაწ ვ პრიამომ სმისლე სლოვა, იხ ნადა… ჩიტაწ მეჟდუ სტროკ + რისკავაწ + დადუმივაწ + კოჭი უგორო + ეს ყველაფერი იმის ფარგლებში რაც შენ გინდა თვითონ.
good luck :D
lol :P
ვიდეო ბლოგს არა, მაგრამ ახალ ფორმატს ვაპირებ მალე ფაზანდაზე :) სტატიებთან ერთად შიგა და შიგ დაიდება ხოლმე :)
ნუ თეოფილეს უნდა მივბაძო და სკაიპით ჩავწერო ინტერვიუები, რამდენად გამოვა არ ვიცი, მაგრამ ვცდი :)
დოდ სანამ მოგიწერია დაგასწრებ :) ნუ მაინც გაუგებრობა, რომ არ იყოს და ტყუილად არ დამასხა :D ახალ ბლოგს არ ვაპირებ, არსებულ ბლოგზე დაიდება ხოლმე ამ ფორმატის აუდიო ჩანაწერები :D
პირველმა რესპოდენტმა უარი მომახალ ამ წამს :( არადა დაგეგმილი მქონდა მასთან საუბარი.
დოდ სორი გიფლუდავ :უსერ:
ოოო
აივერსონის სიარმაცეზე ლეგენდები დადის უკვე, შენ მაგასთან შედარებიტ წიპა ”მკვირცხლი გოგო” ხარ. აივერსონ, მაპატიე ))
ხო, კიდებ ბავშვის თანდასწრებით ნუ გაქვს ეგეთი განწყობები, თორემ გაუტყდება ბავშვს
აი დედაჩემს ეგეთი განწყობები რომ ქონდა ორსულობისას იმიტომაც გავუმწარე მერე ცხოვრება არ გიყვარვარ და არ გინდივარ-ს ძახილით. თურმე მისი განწყობა გადმომეცა და ჩამრჩა (ეთ ლისთ ეგრე აუხსნეს მაგას ჩემი ქცევა)
ხოდა ახლა თუ ეგრე ხარ, მშობიარობის მერე წარმომიდგენია რა დღეში გექნება ნერვები ))))
კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა მგონი და მეტი არ მახსოვს
dura baba.
ox es qalebi, orsuli qalebi
kib mesamed shemtkiva shenze guli.
რამდენიმე ვლოგ პოსტი ვნახე და არ აღვფრთოვანებულვარ
სადღაც ყველა იპრანჭება ))
ხოდა მე სწეეტ ანდ ცო-ს წარმომადგენელი ვარ და უფრო მეტ პირადულ პოსტს ველი :))
გაიხარე!
Recruiting more Members
in
Sweet & Co.
:bis:
აუჰ შენ არ იცი რა კარგია ჯასთ ე პოსტი :დ ეგრე რა ვაჰ :უსერ:
ვლოგებზე მინდოდა მეთქვა რაღაც.. ყვავას ვეუბნები სულ, რომ ეხლა ეგ კარგი საშუალება იშოვნე, ზარმაცული და აღარ დაწერ აღარაფერსთქო :დ არადა კარგი რამეა ვლოგები, მომწონს, მაგრამ მგონია, რომ აი მე რომ დავიწყო იგივე, შენ თუნდაც, მერე წერა დაგ(ვ)ეზარება და სულ ვიდეო პოსტებით გავტენით ბლოგებს :დ
ისე რომ გამოგიტყდე ბოლო დროინდელ პოსტებში ეს უკანაკსნელი ყველაზე ასე ვთქვათ დიდი ინტერესით წავიკითე… :))
+1
:D
მეც მაქვს კამერის პრობლემა, რომელიც ვერაფრით გადავჭერი და არც გადაიჭრება, სანამ საკუთარი არ მექნება. სხვა თუ არაფერი საკუთარ კამერას როგორც გინდა ისე დაატუნინგებ :)
ბიგჩროწ: ამას ორი კამერა აქ და თუ საჭირო იქნა – მესამე ნახევრად პროფესიონალურსაც მოვუტან, და თუ მაინც არ ეყოფა – ლევან17-ს გამოვართმევ თავის შტატივიანა, კი დამიჯდება ხვეწნა მუდარა მარა…
პროსტო ეზარება თორე, ან იქნებ პრინციპულად არ უნდა (ნამიოკ…)
დოოდ, აი ამაზე გითხარი http://tnt-tv.ru/programs/ComedyClub/video/194/video06.flv
:დ
ამ ბოლო დროს მეც ცოტა ვღელავსავით ბავშვის თაობაზე
მე და დიმას თითქოს ორივეს ნორმალური ხელფასები გვაქვს და აქმდე გვყოფნიდა
მაგრამ ბავშვი მგონია რომ იმდენად მფლანგავი სიამოვნებაა რო ხანდახან ვფიქრობ რა მეშველება მეთქი
არადა ახალი მანქანის ყოდვაც მინდოდა, ახალი ტანსაცმელები :), ონლაინ შოპპინგები და რავი 1000 რამე
მაგრამ ყველა მაწყნარებს რომ გეყოლება მერე მიხვდები რომ ყველაფერი მარტო მაგისთვის გენდომებაო
და სხვა რამეებში ფულების ფლანგვის სურვილი გაგიქრებაო :)
რავი ვნახოთ აბა