ეს პოსტი არის ქართული ბლოგების შესახებ სამსერიანი პოსტის მეორე ნაწილი.
ძველი გემრიელი ტრადიციის მიხედვით, ვწერ ჩემ მიერ ახალაღმოჩენილ, ჩემი აზრით – საინტერესო, სახალისო და პერსპექტიულ ბლოგებს.
პირველ რიგში, ჩემი აღფრთოვანება და მუხლის მოდრეკა 7th Guest-ს, იგივე რეზო კაიშაურს.
რამდენი ხანია ამ ადამიანს ვიცნობ და აზრზე არ ვიყავი, რომ ასეთი მაგარი მხატვარი ყოფილა!
მათთვის, ვისაც უყვარს სურეალიზმი და უნამუსობამდე ნიჭიერი ადამიანები – დაათვალიერეთ მისი ბლოგი, სადაც დადებული აქვს ნახატები და ჰყვება, თუ როგორ იქმნებოდა ესა თუ ის ნაშრომი – ზოგჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების ამსახველი სურათებითურთ…
[ბლოგი ინგლისურ ენაზეა]
სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე “კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები”. ძალიან მომეწონა წერის სტილიც და ავტორის მიერ ნაფოტოშოპარი სურათებიც. სასწრაფო წესით გამოწერილ იქნა ჩემს ახალ გუგლ რიდერში.
გუგულში ასევე გადაინაცვლა “ეგოისტურმა ბლოგმა”.
გიზიარებთ ასევე ახალ ქართულ ბლოგებს სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურაზე:
სერიის მესამე და ჯერჯერობით ბოლო პოსტი დაიპოსტება ხვალ და იქნება ქართული ბლოგოსფეროს ზოგადი მიმოხილვა-ლაყბობა, ასევე – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ბლოგერებს.





ხო, რეზოს ბლოგი მართლა კარგია
მარა უკეთესი იქნებოდა, რომ ნამუსობდეს და წერდეს უფრო ხშირად )))
როგორც ხატავს, ისე წერს :)
ვა რევაზა მართლა მაგრად ხატავს :)
უი!! გმადლობაჲ დიდი! :D
დიდი მადლობა ჩემი ბლოგის ხსენებისთვის. არც ისე ახალია, მალე ერთი წლის გახდება :)
dodka, ucxour blogebzec dacere ra. adre gecera da Dooce-is blogi vnaxe, zalian momecona, axlac xshirad vnaxulob.
კაი იდეა მომაწოდე ახლა შენ : ) ამ დღეებში დავწერ პოსტს უცხოურ ბლოგებზე, რომლებსაც ვკითხულობ.
ჰაა! დასხმა და დაჯმა დაიდოს :)
აუ დოდკა, ესეთი მიმოხილვა რომ გაქვს ბლოგების, მაგარია ძაან.
ბევრი ბლოგი აღმოვაჩინე ესე :)
შაბათს გაგიცნოოობ :jump: :jump: :jump:
dodka
დიდი მადლობა, დოდ! :2kiss:
piccolina
მე მხატვარი ვარ, მწერალი კი არა… არ შემიძლია ამაზე ხშირად წერა, თითები მებლუკება. :givi:
მდაა რეზოზე ია კანეშნა ვ ახუიე…
ვკითხულობ და ვათვარიელებ ყველაფერს პადრიად… იესწ ლუძი რა ნა სვეწე… იცნობ, იცნობ – გგონია აბიკნავენნი გეიმერ რა, ჩიო ტუტ დუმაწ – ტრისწი ნადა… ი ტუტ ტაკოე… ნმდა…
Pingback: Georgian Bloggers III « Dream is Destiny
რა თქმა უნდა თავად გადაწყვეტთ სიის შედგენას მაგრამ ნამდვილად მქონდა იმედი რომ ჩემი ბლოგი ახალი “საინტერესო” ბლოგების სიაში რაიმე პატარა ადგილს მაინც დაიკავებდა ნუ ვწუხვარ და ამავდროულად ვამაყობ რომ ქართველებზე მეტად კარგად უცხოელები ხედავენ ჩემს ბლოგის სიკარგეს თუ სიცუდეს მიუხედავად იმისა რომ ყოველ პოსტს ვწერ ქართულად
მადლობთ ყურადღებისთვის
ეუჰ, რაც ამ ბლოგზე შენი ბლოგია ნაქები, რაღა ახალია : )
აგერ ჯერ კიდევ იანვრის პოსტი: http://dodka.wordpress.com/2009/01/28/new-blogs/
dodka
ისინი რაც ახსენე ახლებია? კაროჩე გავიბუტე რა )))
Pingback: Blogs I Follow « Dream is Destiny