და აი ისიც – სრულიად ახალი, მიუკერძოებელი საინფორმაციო სააგენტოს ხშირად განახლებადი ბლოგი - Ni2 News!!!
ჯერჯერობით სააგენტოს მხოლოდ ორი ავტორი ჰყავს. გვაქვს გაფართოების დიდი იმედი. ჩვენ ახალ სიტყვას ვიტყვით ქართულ ცრუმედიაში! ჩვენგან სტატიებს გადაბეჭდავენ “ასავალ-დასავალი” და “ალია”! გლდანის რაიონში ყველაზე პოპულარული ჟურნალი, “პადრუგა” – იოცნებებს ჩვენთან თანამშრომლობაზე!
ავტორებს ველით გაშლილი ხელით.
იკითხეთ ნი2 – თქვენი საინფორმაციო პარტნი2!
ნი2 ნიუსი არის ამერიკაში ფრიად ცნობილი ონიონ ნიუსის ჯერჯერობით უსუსური მიბაძვის მცდელობა. ჩემი ძველი პოსტი ონიონით აღფრთოვანების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.





ხო, მეც ვნახე დღეს ეგ ბლოგი და მომეწონა.
მეც ვნახე ამ დილით და ძალიან მომეწონა! საზერლენდზე სტატიით განსაკუთრებულად ვისიამოვნე :D კარგები ხართ!
კარგი წამომწყებაა და სიამოვნებით შემოგიერთდებით თუ შესაძლებელია. პლიუს როგორც ჟურნალისტი ორმაგად ვარ დაინტერესებული.
აააა!
ძაან მაგარია
მაგრად ვიხალისე :D ყოჩაღ,კარგები ხართ (ჯერჯერობით მხოლოდ) შენ და საბა ,იმედია აიტაცებენ :) აბა,ჰე,აბა,ჰო :) :) :)
პარალელურად შეგიძლიათ აქეთაც გადმობეჭდოთ ალიას და ასავალ-დასავალის სტატიები _ ავტორები არ აღიარებენ, თორემ ჟანრი კი იგივეა.
WoW! ძალიან მაგარია ))) ^^
სახალისოა, მაგრამ მხოლოდ ოპოზე თუ არ იქნება, უფრო მაგარი გახდება…
იასნია მარტო ოპო არ იქნება :) გუშინ 8 სტატია დაიწერა მხოლოდ აქედან 6 ეხებოდა ოპოს. ნიკა ავალიანზე სტატია მაგალითად ნაცების ზომბ ფანებს ეკაიფებოდა, დოდკას აშშ-ში სპეცნასზე იყო ღრმა და ინტელექტუალური ღადაობა :) ასევე იყო საია-ზე :)
სულ 10 საათის წინ დავიწყეთ და დავიხვეწებით.
თან ავტორები თუ შემოგვიერთდებიან კარგი იქნება. მასე უფრო მივიღებთ მრავალფეროვან ნიუსებს.
onion news პონტია? :)
მე შევუერთდი უკვე… შენ?
მარა მე არ მაქვს გრეჩიხების ნერვები, კულტურაზე, საზოგადოებაზე და სპორტზე გაგანათლებთ ხოლმე :)
ოჰო, ნიორი, ნიორი..
ახალი ნიორი მიყვარს :)
კარგი იყო, სახალისო :)
Pingback: Lucky 5 000 « Dream is Destiny