დღის ორი დადებითი ფაქტი, რომლებიც მოხდა მარჯანიშვილზე, “ელეფანტში”:
- ოფიციანტმა ბიჭმა ვერ შეამჩნია ჩემი 8 თვის მუცელი.
- ვიჯექით არამწეველთა ნაწილში და პირველად ცხოვრებაში კაფედან გამოსვლის შემდეგ სიგარეტის ბუღის აურა არ დამდევდა.
ვინც არ იცის – პირველი მაისიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა რესტორანს და კაფე-ბარს უნდა ჰქონდეს გამოყოფილი ცალკე ტერიტორია მწეველთათვის და არამწეველთათვის (სასურველია ტერიტორია იყოფოდეს 50/50-ზე).
ჩემთვის ჯერ ჩაუწვდომელი მიზეზების გამო ფორუმზე ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია და “ბარემ-სუნთქვაც-აგვიკრძალეთ” კომენტარები დაიწერა. ცოტა გაუგებარი იყო ისე – სულ ხომ არ აუქმებენ, არა? 50% გამოყავითო, ითხოვენ.
დღემდე მაკდონალდსი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ბავშვის წაღება სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლებოდა, აწი უკვე სხვა შესაძლებლობებიც ჩნდება!
[ეჭვები მღრღნის, რომ ბავშვის გაჩენა არ კურნავს გარეთ ჭამის სიყვარულს. ეჭვები მღრღნის, რომ ბავშვის გაჩენა საერთოდ არაფერს არ კურნავს, უბრალოდ ზოგ, ისედაც არსებულ სინდრომს ამძაფრებს.]




ისადა
დოდ, ელეფანტში ხო გააფუჭეს ერთი პერიოდი და ისევ ისე გაფუჭებულია თუ რამე გამოასწორეს?
და ბანანის შეიკი ხომ არ გაგისინჯავს? ისევ ვარგა? ადრე რომ ავიღე (გაფუჭების მერე) წყლის გემო ქონდა )))
გამიხარდა ახალი კანონი, გაბუღული ბავშვობა გამახსენდა ;)
ვააა, რა კარგია ….
საერთოდ უნდა აკრძალონ წესით და კანონით.
ისე, მე სულ მწეველებში ვჯდები, ნაკლები ბავშვები და ცოტა ხალხი არიან :D ჰა, ჰა 2 კაცი იჯდეს და მოწიოს :D :D
მაგ კანონი ჩემ სამსახურში დიდ ხანია მოქმედება, მარა ეხლა რომ საერთოდ დაწესდა მისაღებია ნამდვილად.
მე მარტო ერთი რამ მანაღვლებს, ბავშვს რა ვუყო, არამწეველებში დავჯდე და მწეველებში ვირბინო? :D
” * ოფიციანტმა ბიჭმა ვერ შეამჩნია ჩემი 8 თვის მუცელი”
მაგარი იყო, აქ მოწევა არ შეიძლებაო დიდი ამბით რომ განაცხადა :D
უწიპუწი შოთიკო :D
ეხლა მივხვდი მაკდონალდსში რა ‘მაკლდა’ ყოველთვის – სიგარეტის სუნი :)) აქამდე არ დავფიქრებულვარ ამაზე :P
ყველანაირად ვემხრობი ამ კანონს, ადრე ტვ–შიც მოვისმინე ანონსი და გამიხარდა ძალიან :)
საზოგადეობრივ თავშეყრის ადგილებში საერთოდ უნდა იყოს აკრძალული მოწევა, ვისაც მოწევა უნდა გარეთ გავიდეს ;)
პ.ს. ამ გაყოფას საერთოდ არ ექნება აზრი, თუკი ძლიერ გამწოვებს არ დაამონტაჟებენ
ძალიან კარგი.
სულ არ მსიანოვნებს მე მწეველებში ჯდომა.
სხვა თუ არაფერი, თვალები მეწვება ხოლმე.
და მეორეც, ჯასთ არ მევასება.
ხოდააა სადაა ეგ ელეFანთი???
“ჩემთვის ჯერ ჩაუწვდომელი მიზეზების გამო ფორუმზე ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია და “ბარემ-სუნთქვაც-აგვიკრძალეთ” კომენტარები დაიწერა. ცოტა გაუგებარი იყო ისე – სულ ხომ არ აუქმებენ, არა? 50% გამოყავითო, ითხოვენ.”
აი შენ ზუსტად იმიტომ მევასები და მიყვარხარ, რომ შენი აზრისგან და შეხედულებისგან განსხვავებულ აზრებსა და შეხედულებებს პატივს რომ სცემ და შედიხარ იმ ადამიანის მდგომარეობაში.
აი მაგალითად აგერ.
ან თუნდაც.
ხარ ათეისტი, მაგრამ რომ ლანძღავენ ღმერთს, მაგასაც ვერ “წვდები”.
კაროჩე, მიყვარხარ და მევასები რა.