პირველ რიგში, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ, კლიკეთ აქ ბლოგ-სემინარის დროის, თემებისა და დეტალების სანახავად, ცალკე გვერდად გავიტანე.
* * *
მაშ ასე, 5 000-ე კომენტარი ამ ბლოგზე ეკუთვნოდა თინის!
კომენტარი გაკეთდა ნი2 ნიუსის წარსადგენ პოსტში. [ლინკი ამბობს, რომ ხუთი ათას სამას მერაღაცე კომენტიაო, მაგრამ ეგ სპამს და წაშლილებსაც ითვლის, ამის გამო - ზუსტი არ არის.]

რადგან იგი სულ ახლახანს გადავიდა .გე დომენზე, გადავწყვიტე, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი Tiny.ge-ს “გარევა” იქნებოდა საქმეში.

ლილიანის დახმარებით შევადგინე ჭიქაზე დასაბეჭდი სურათები, მერე ორი დღე ვეძიე ადგილი, სადაც ერთ ცალ ჭიქას გამიკეთებდნენ და ბოლოს ვიპოვე რუსთაველზე ფოსტის წინ რაღაც ადგილი [რომელსაც, პრინციპში, არ გირჩევთ, იმიტომ, რომ საკმაოდ უხარისხო გამოვიდა, სურათებზე ალბათ ფლეშის გამო არ ჩანს, მაგრამ..].
ხო, საჩუქრის ეფექტის გასაძლიერებლად გადავწყვიტე მასთან სახლში ასვლა – ჯამში კორპუსის ძიებაში რამდენიმე კვარტალი ვიარე ფეხით. მე-9 თვეში, სრულიად უცხო უბნის ჯურღმულებში – კიბორგას ხუჭუჭა თმები გაუსწორდა შეძრწუნებისგან, სახლში რომ მოვედი და ჩემი დღის შესახებ მოვუყევი.
[ამ ყველაფრის შესახებ თინიმაც დაწერა და ჩემი დაღლილი და სახეაღრეული სურათებიც დადო.]
ჰო, უკვე მოფიქრებული მაქვს, რა საჩუქარს მიიღებს ჩემი მე-10 000 კომენტატორი!
* * *
ამწამს კიბორგა თამაშობს თავის საყვარელ ილ-2-ს (ფრენის სიმულაცია რომაა), თან მაგარი გათიშულია, რადგან ღამის პირველი ხდება და ამ დროს მისი ტვინი უკვე საერთოდ აღარ ფუნქციონირებს, ავტოპილოტზეა.
ერთ-ერთი გუნდელი, რომელიც სკაიპში უზის და ერთმანეთს ესაუბრებიან, რატომღაც ეკითხება, რა ჰქვია შენს ცოლსო.
კიბორგა პასუხობს: “Её зовут Доди. Как жену Кеннеди… Я почти Кеннеди!”
…You can call me Jacqueline…





1. თუ მე სყლეროწიკი არ ვარ – დოძის ეძახდნენ ქბნ. ჟაკლინს
2. რა პრობლემაა, რაღა დოდი რაღა ჟაკლინი…
:დ
შენ “სამეფო” ოჯახები აგერია. დოდი ერქვა არა კენედის ცოლს, არამედ პრინცესა დაიანას ქმარს :В
ააა ხო დოდი ქმარს ერქვა!!!
ხო
მერე რა პრობლემაა? – ჩვენში ქმარი რომელია?
:D ჟაკლინს– ჯეკის ეძახდნენ xD
ასე რომ, კიბორგ, შენ თითქმის დიანა ხარ. xD
lol :D :D :D :D
კიბორგ “დიანა” კენედი :დ
ნუ აი რა განსხვავებაა
კიბორგ “უჩა” მაკლდაუსა და მაგას შორის?
პრინციპიალურს ვერაფერს ვხედავ.
ჭიქაზე შენ გითხარი თუ არა, არ მახსოვს, მარა თინის ნამდვილად დავუკომენტე რომ საუკეთესო სიურპრიზია რაც კი შეიძლება ვინმემ გაუკეთოს ადამიანს )))
ყოჩაღ დოდზი ;)
@Cyborg Mcloud – ხო, კიბ კიბორგ დიანა კენედი და კიბორგ უჩა მაკლაუდს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ მე ვაფშე
შენადა, შემდეგში რომ მოვალ დიანა დაგიძახო თუ დიკო?
“Её зовут Доди. Как жену Кеннеди… Я почти Кеннеди!”
:D :D :D :D :D
iumors ar uchivis xo :)
Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny