ერთი კვირის წინ შევქმენი გამოკითხვა ბლოგის მკითხველებისათვის [იხ. პოსტი].
გამოკითხვა იყო ზოგადი და არა კონკრეტულად ჩემი ბლოგის, ამიტომ პასუხები საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება ყველა ბლოგერისთვის. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში გავიმეოროთ და შევადაროთ შედეგები.
[სკრინების ცუდი ხარისხისთვის და ზედ უნიკოდის კუბიკებისთვის პარდონ, ვცადე, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა, თუმცა პასუხები გარჩევადია, ამიტომ მაინც დავდე გრაფიკულად.]
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 157-მა მკითხველმა
ბლოგების მკითხველთა ასაკი:

სქესი

დასაქმებულობა:

ინტერნეტში გატარებული დრო (უმეტესობა კომპის ჭიები ვართ :D )

გაქვთ თუ არა საკუთარი ბლოგი:


აქტიურობა კომენტარებში:

პოდკასტები არც ისე პოპულარულია, როგორც ველოდი (პრინციპში უცხოურ შედეგებშიც მაღალ პროცენტს ვერასდროს აგროვებს).
RSS-ის კულტურა კი ნამდვილად უნდა დავნერგოთ:

თემატიკა, რომელიც აინტერესებს ქართველ მკითხველს:

და ბოლოს, 5 ყველაზე ცნობადი ბლოგი/ბლოგერი
კითხვა იყო – “დაასახელეთ თქვენთვის ცნობილი 5 ქართველი ბლოგერი”. დასახელებულებს თითო ხმაზე თითო ქულა ჩამოვუწერე. ყველაზე მეტი ქულები დააგროვეს, ანუ დღესდღეობით ქართულ ვებსივრცეში ყველაზე ცნობადი ბლოგერები არიან:
1. ყვავა
2. სვითი
3. თინი
4. ლინგვისტუსი
5. პიკო
ხუთეულს ფეხდაფეხ მიჰყვებიან სოფი, Dv0rsky, თაზო და ფაზანდა.
უამრავი ბლოგი იქნა დასახელებული, ზოგი ჩემთვის უცნობიც კი, ყველას ჰყავს მოკლედ თავისი მკითხველი.
ამ გამოკითხვაში ყველაზე ბევრი ქულა მე მქონდა, რაც ლოგიკურია, რადგან გამოკითხვა მე გავაკეთე და მონაწილეთა უმეტესობამ აქედან შეავსო. ამის გამო საკუთარი თავი ცნობადების სიაში საერთოდ არ შევიყვანე.
დამწყებო (და არამხოლოდ) ბლოგერებო, აგერ თქვენ მკითხველთა სტატისტიკა, მათთვის საინტერესო თემატიკა, ბურთი და მოედანი!
გამოკითხვაში მონაწილეებს დიდი მადლობა, შემდეგი გამოკითხვისთვის იქ მოწერილ შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ.




გაიხარე დოდ, კაი გამოკითხვა იყო და შედეგებიც საინტერესოა.
უნიკოდმა გატეხა :)
ახლა მაგრად მეზარება, თან განწყობაც არ მაქვს [პარკებზე ვცხოვრობ, გუშინ გადმოვედით ბინაში და :დ ].
მე რომ კარგი გოგო ვიყო, გადავაპასტებდი ზემოდან ნორმალურად ქართულს, მაგრამ ა…
ჰეჰე, ხუთეულში მოვხვდი, არადა არც მიცდია :D
კარგია <3
კარგი პოსტია,
ველით მომავალ გამოკითვებსაც :)
კარგი გამოკითხვა არის. შედეგებიც საინტერესო.
RSS და podcast ძირიდათად არაა რიგით მომხმარებლებში გავრცელებული ასე რომ არც არის შედეგი გასაკვირი.
უცხოურ ბლიგებზე რომ იყო კითხვა, იმის შედეგები არ იქნება? ანუ მაგალითად ტოპ 5, როგორც ქართული ბლოგერებისა?
ერთი შენიშვნა-სურვილივით არის ის რომ sample იყო ძალიან სფეციფიური. მომავალში სხვაგანსაც შეიძლება ასეთი გამოკითხვების სინქრონულად განთავსება, იგივე ფორუმზე, ერთდროულად სხვადასხვა ბლოგებზე და ა.შ.
ფორუმებზე და ფეისბუქზე განთავსდა, ბლოგერებს ვთხოვე დაედოთ ლინკები თავისთანაც და რამდენიმეგან იდო, დანარჩენებს დაეზარათ, დაავიწყდათ ან ეკიდათ :დ ასე რომ ეგ შენიშვნა-სურვილი უკვე გათვალისწინებული იყო : )
უყურე შენ…
:ბოლი:
მადლობ დოდ… განსაკუთრებით თემატიკის გამოკითხვისთვის =] ყველაზე პოპულარული ჩემი თემატიკაა მარა ალბათ უფრო ხშირად უნდა ვპოსტო =]
აჰა, რაღაც მოვჩმახე, თემატიკის ჩარტი – ცოტა უკეთესად ჩანს, რა უფრო აინტერესებთ.
http://albums.face.ge/0/9/b/09bf33856.jpg
Dodi
Zalian saintereso Sedegebia. didi malodba
gut!
friad saintereso iyvo
hm, gasatvaliscinebeli statistikaa, dod didi madloba :)
ძალიან საინტერესოა, მე თავიდანვე მომეწონა შენი გამოკითხვა. პრინციპში, ზუსტად ასეთ შედეგებს ველოდი. Thanks!!!
გუშინ დავიძინე და დღეს რომ გავიღვიძე, უკვე ცნობადი ბლოგერი ვიყავი… რას არ მოესწრება ადამიანი?! ეხლა არ გინდა გაუძლო ამ პასუხისმგებლობას :)
ძალიან კარგია.
გილოცავთ მათ, ვინც მოწინავე პოზიციებზეა.
და გამხნევებთ მათ, ვინც აწი აპირებს ბლოგერობას.
ხოდა, მერე რომ გექნება ახალი გამოკითხვა, მაგიც მომაწოდე და მივიღებ მონაწილეობას.
linguistuss
Emenem -ი ხარ ბეზ პიწი მინუტ :D
p.s. შენ ჯეოსელში ხარ?
როგორ შეიძლება ადამიანი RSS-ს არ იყენებდეს…
ყოჩაღ, დოდ, ძაან მაგარი საქმე გააეთე
მე ვარ სპამი:
შეგახსენებთ, რომ ”არტ-იდეას”-ს მიმდინარე თემისთვის ”მეცხრე ტალღა” განკუთვნილი დრო იწურება ორშაბათს, 15 ივნისს, დილის 9:00-ზე, ასე რომ იჩქარეთ და დატოვეთ თქვენი კრეატიული ნაშრომები – http://artidea.wordpress.com .
Be Creative :)
ე.ი. თუკი დვორსკის ჩარტს დავუჯერებთ, ყველაზე პოპულარულია მუსიკალური იუმორისტული ფილმების ორიგინალი (წიგნიერი) ვერსიების დიზაინი, მის შემდეგ ადგილს იკავებს საგანმანათლებლო სტატიები პოლიტიკური სექსის ფსიქოლოგიაში და სამხედრო-რელიგიური ცნობილი მოღვაწეების სპორტის ამსახველი ონლაინ თამაშები…
:ბოლ:
:)))
1. BRAVISSIMO, ZALIAN KARGAD GIMUSHAVIA DA EFEQTURAD.
2. SAERTOD AR VICI RA ARIS PODKASTEBI
3. RAC AR UNDA PIRVEL ADGILZE IKOS POLITIKA DA CNOBILI ADAMIANEBI- VERASODES VER DAVCER MATZE. ME AR MEINTERESEBIAN :)
[...] გამოკითხვის შედეგები [...]
[...] დოდკას მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აღმოჩნდა, რომ 157 გამოკითხულიდან (რომლებიც ბლოგერები, ან ბლოგების მკითხველები არიან) მხოლოდ 13% იყენებს RSS reader-ს. მიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება იარსებო რიდერის გარეშე? [...]
დოდ, ხუთშაბათს გამოვდივარ ასტანაში კონფერენციაზე – თემაა “ბლოგები და ახალი მედია საქართველოში”
ხოდა, დაგესესხები სტატისტიკას, კაი? :)
წყაროს მითითებით, რა თქმა უნდა.
პა ხოდუ, პრეზენტაციას რო გავაკეთებ, მერე გამოვამზეურებ კიდეც :)
რა კითხვა უნდა მაგას, არ გადამრიო! : )