მას შემდეგ, რაც დილიდან მესამე ადამიანმა მიხსენა ჯადოსნური სიტყვა “ასკურავა” – თბილისში თურმე ძალიან ცნობილი ექიმბაშის გვარი – გადაწყდა, რომ ამოვიყვანდით და ვანახებდით ფეხს.
“ექიმბაშზე” ლოლ-ებს არ ვართ, ხალხური მედიცინის დიდ ტრფიალს ვერ დავიჩემებ, უფრო პირიქით, კოლბებიან-წამლებიან-საოპერაციოებიანი ექიმები უფრო მესიმპატიურებიან, მაგრამ ახლა ფაქტიურად სხვა გზა არ არის, ოპერაციას ვერ გამიკეთებენ [ვინტის მიხრახვნა არის საჭიროო, ცოტათი მეც კიბორგი გავხდებოდი], ამიტომ დაე, ვცადოთ ასკურავას მალამოები, არაფერს ვკარგავ, გავერთობი ცოტას.
დედაჩემმა შესთავაზა, მანქანით გაგიკვანთო, მაგრამ ასკურავამ განუცხადა, მე ახალგაზრდა სიმპატიურ ქალებს ვერ ვენდობიო და მოვა თავისი ფეხით.
სანამ მე ფეხს ვიტეხავდი, დუსს ბავშვი გაუჩენია, ტვიტერში ვნახე. ჰეჰეჰ!
/კიკლიკო – ეგ ასო გამიფუჭდა რატომღაც, კიბორგას ახალი საჯუჯღუნო მიზეზი ექნება, რომ მოვა, მის ლეპტოპს გავუფუჭე.]
ესეც ფოტო განწკობისათვის [პაროდია ჩემს 'ცნობილ' ღიპიან სურათზე]






olala!
congrats!
i’m a dadddy already )))
ისაა მიხარია რომ განწყობა და ხასიათი რომ გაქვს შენარჩუნებული :)
ჰა ჰა ჰა …. პაროდია მომეწონა … ეს ცნობილი სურათი გამახსენდა :D
სურათში : კელვინ კლაინი , კირა ნაითლი და სკარლეტი
ეს კი პაროდია სურათის
:))) lovely:)
მოგიკვტი მე შენ :(
დღეს გავიგე.
მაგრამ, საინტერესო experience-ია ალბათ :D
(@God: definitely not interesting enough. don’t even think about it!)