ასკურავამ თაბაშირი მომხსნა და თავისი რაღაცეებით გამიხვია ფეხი. ძალიან ბედნიერი ვარ, ისე მაწუხებდა, ყველგან მაწვებოდა თაბაშირის სიმძიმე და მოსახერხებელი პოზა არ არსებობდა – ახლა ცოტა მეტხანს მძინავს და პირველად მომშივდა და ვჭამე ნორმალურად ამ პერიოდის მანძილზე.
ფეხის მოტეხვის დადებითი მხარეები:
- რამდენიმე დღეა ახალ ბინაში გადმოვედით და ჯერ ისევ პარკებში ეყარა ჩვენი ბარახლო, დღეში 3-4 პარკს ვხსნიდი ხოლმე და ნელ-ნელა ვალაგებდი. კიბორგას, რა თქმა უნდა, არ აწუხებდა მწვანე და ლურჯი ცელოფნების ფონზე ცხოვრება და ამ პერიოდის მანძილზე არ მომხმარებია.
დღეს თავისით დაალაგა!
- სარეცხის მანქანის ჩართვა ისწავლა.
მსოფლიო ფინანსური კრიზისის დადებითი მხარე:
- მეგობრების დიდ უმრავლესობას სცალია და დახმარებას მთავაზობს. :ლავ:
_ _ _ _ _ _ _ _
ახალი მასალა მომეცა გუგლის საჩიჩქნად – ფეხმოტეხილთა საიტს გადავაწყდი – http://www.mybrokenleg.com/. დღიურებია, ჩეთი, სხვადასხვა საკითხების განხილვა და სასარგებლო რჩევები – მაგალითად, რა საჭმელია კარგი ძვლების რეგენერაციისათვის და რა – არა [ცოტა გამიკვირდა, 'ცუდი' საჭმლის სიაში წითელი ხორცი და რძე რომ ვნახე. თურმე წითელი ხორცი კალციუმის წვას უწყობს ხელს. დაიმახსოვრეთო, რომ მთავარი ბევრი კალციუმის მიღება კი არა, ბევრის ათვისებააო].





:D
lol :D
krizisma daglija :D :D :d
ეგრეა, ნეტ ხუდა ბეზ დაბრა :)! აბა შენ იცი, მალე გამოკეთდი (ბლინ, არადა ვერ ვიტან როცა ამას მე მეუბნებიან;))!
რაც ფეხი მოიტეხე ინეტი გამეთიშა და ვნერვიულობდი როგორაა-მეთქი.
შენი პოზიტიური პოსტები რომ წავიკითხე გამეხარდა :)))
იმ ღამეს მე, გვანცა და ქეთი ერთხმად სვანს ვეცით, შენი ბრალია, შენი თვალიაო, გადაირია ბავშვი :D არადა რა შუაშია ის ბიჭი… :p
ყველაფერს აქვს რაღაც პოზიტივი :ლოვე:
დოდ, ექიმისთვის ხომ არ გიკითხავს, ეგრე შეძლებ გაჩენას? ანუ თუ საკეისროა საჭირო ხო უკვე უნდა მიხედო…
უფეხო დოდკა :)
siShaveze gamaxsenda da gamogexmaure.
http://fiqro.blogspot.com/2009/06/blog-post_30.html