მესამე კვირა გადის, რაც ფეხი მაქვს მოტეხილი.
ვოცნებობ ფეხზე გავლაზე. გუშინ მთელი დღე ვფანტაზიორობდი, როგორ გავასეირნებ ბავშვს გარეთ, ავიდგამ თუ არა ფეხს – თუნდაც ცალი ყავარჯნით (თუ ტროსტი ჰქვია მაგას) რომ შემეძლება სიარული – კალიასკას ჩამატანინებს კიბორგა, მე გავასეირნებ “ბლიადსკი პარკში”, რომელიც აქვეა გზის გადაღმა, მერე გამოვასეირნებ უკან, დავურეკავ და ამატანინებს ისევ.
თან მთელ დეტალებში ვოცნებობ, როგორ ვიღებ ჩანთას, ვდებ შიგნით ჩაის ბოთლს, ვიცმევ, ბავშვს ვაცმევ და ა.შ.
კიდევ ვოცნებობ ერთი ოთახიდან მეორეში წყლის ჭიქის გატანაზე.
მიღწევები მაქვს – აბაზანაში დამოუკიდებლად შევდივარ-გამოვდივარ, ყავარჯნებით საკმაოდ კარგად გადავადგილდები, ბავშვის ტანსაცმელებიც კი დავალაგე ორიოდე დღის წინ თავისი ლოგინის უჯრებში.
ტკივილით საერთოდ აღარ მტკივა არც საკეისროს ნაკერები, არც ფეხი. ახლა სიარული დამრჩა და ნელ-ნელა ისევ ადამიანი ვიქნები და არა მხოლოდ რძის კომბინატი.
დააფასეთ ფეხები!
_ _ _ _ _
აქვე, თემის ერთგვარი გაგრძელება: ალბათ ყველას გახსოვთ, “ვარსკვლავების აკადემიის” შენობა რომ ჩამოინგრა. ნანგრევებში ერთ-ერთი ბლოგერი მოჰყვა, თებზი, იგივე iron fish. ცოტა ხნის წინ შევედი მის ბლოგზე – გადაუწყვეტია მომხდარი აღეწერა:
როგორ გამოვტოვე მაისი
როგორ გამოვტოვე მაისი II
როგორ გამოვტოვე მაისი III
დიდი იმედი მაქვს, რომ გააგრძელებს წერას, survivor-ის მონაყოლი ყოველთვის ძალიან საინტერესოა.





doziiii :* qali yabayi xar :D
საშინელება იქნება ადგომა რომ არ შეგიძლია, ნუ ვ სმისლე სიარული, მაგრამ არაუშავს, გამხნევდი და ყველაფერი კარგად იქნება ;), მალე გამოკეთდები.
ხო ეგ მინდოდა მეთქვა, ნააა დოოოოლგაა დააფასებ სიარულის საოცრებას…
დოდ, იქნება და სიარულის სიყვარულის გამო მაინც შეეშვა ასკურავას და ექიმთან მიხვიდე ა?
ოღმერთოჩემო
როდის მოვაღწევ შენამდე :(((
ოდესმე წარმოიდგენდი რომ ამ ყველაფერზე იოცნებებდი? :D დავაფასოთ ჩვენი ფეხები :)
ვაიმე, რა ასკურავა :დრუგ:
ბარემ ყავარჯნები აკურთხებინე :)))
სურვაივორის დღიურები კიდევ ოო, გუტ გუტ…
ვდებ შიგნით ჩაის ბოთლს
dood chais daleva ascavlee? rogor ascavle? chemi ar svams :(