ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემის განხილვა მინდა რამდენი ხანია და ახლა მენანება დაპოსტვა, ბევრი ისეთი ადამიანია დასასვენებლად წასული, რომლის აზრსაც სიამოვნებით მოვისმენდი და რომ ჩამოვლენ, ორი კვირის წინანდელ, ჩაძირულ და მეორე გვერდზე გადასულ პოსტებს ვინ წაიკითხავს და დააკომენტებს. აგვისტო მაგარი მუდო თვეა ქართული ინტერნეტისთვის.
გუშინწინ ღამე facebook-ზე ამ ბლოგი
ს გვერდი გავაკეთე. მაგრად მერიდებოდა ხალხის მოწვევა. იყო შემთხვევა, როცა ერთმა ადამიანმა 8-ჯერ თუ 9-ჯერ მიმიწვია თავის გვერდზე და ბოლოს მარტო იმიტომ გავწევრიანდი, რომ თავი დაენებებინა და ყოველ შესვლაზე მისი request არ დამხვედროდა. მერე შემაგულიანეს და მაინც გავბედე, თითოჯერ დავგზავნე მოსაწვევი. ალლაჰს ვფიცავ, მეტს აღარ ვიზამ.
შეამჩნევდით, რომ ამ ბოლო დროს თვითშემოქმედებას მივყე ხელი. ხატვის აზრზე არ ვარ, ამიტომ პატიოსნად, ხუთი წლის ბავშვის დონეზე ვხსნი ფეინთს და ვიწყებ ჯღაბნას. გადავწყვიტე, რომ დაგუგლული სურათების რაოდენობა მინიმუმამდე შევამცირო ბლოგზე.





აუ, დოდ, ძაან მომწონს შენი დაფეინთილები ))) ანუ თვითონ ეგ სტილი, რომ ყოველი პოსტის ბოლოს შენი ნახატები რომ არის
ნეტა არ მეზარებოდეს მე… ამ ბოლო დროს დაგუგლვაც კი მეზარება :(
ხოდა ისა… ა, მოწვევაზე უნდა მეთქვა. ხო, ზოგმა მართლა შეტიკინება იცის და ყოველ დღე ახალ ახალი რიქუესთები მხვდება, მარა მგონი ერთხელ გაგზავნა თამამად შეიძლება.
ვისაც უნდა დააექსეფთებს და ვსო
ვაივაი:) მე ვარ შენი ბლოგის ფანი ფეისბუქზე თამამად :ბის:
ძალიან მომწონს შენი დაფინთებულები და კიბორგა უკანრო დგას და ტვინს ბურღავს რამაგარია :)
ამ ნახატებით გაცილებით მეტს გადმოსცემ, ვიდრე სიტყვებით…
ემოციებს ვგულისხმობ. კარგია, დოდ :)
ჰო, კიდევ, ხელით ნაწერი უფრო ეფექტურია, ვიდრე მიბეჭდილი შეიძლება იყოს :) რა ვიცი, ასე ვფიქრობ…
arc pikasom icoda xatva shech mara agiares :D
ლოლ მაგარია ნახატები :) მე მაგრად ვკაიფობ, წინა პოსტებზე საკაიფოდ დააჯდა.
რაც შეეხება რექუესტებს, მე ნაგლად ვაგზავნი ნი2-ის რექუესტებს ხოლმე :D ყოველ გაგზავნაზე 2-3 ახალი კაი მაინც ემატება :D
’მაგრად მერიდებოდა ხალხის მოწვევა’ -რას ამბობ, უნდა მიდგე-მოდგე, შეაწუხო ხალხი (c) ’ცისფერი მთები’
ხო ნუ ეს ნახატი უნდა შეივსოს იმით რო სახლში მოვდიოდით წეღან და დოდიმ პოსტი დავდე ბლოგზეო და მათ შორის კიდევ ერთი ნახატიო და მე ვუთხარი “ისევ პეინტში დახატე?” თქო :დ
ნუ ასევე დღეს ჯიმეილზე გაიჩითა ქე რო გოთემ ნაითსის ტრენერი ჯეფი, ხოდა ტობი(ქე რო აწ უკვე 44 წლის ბრიტანელი მორაგბე) – ნიუ-იორკის შტატის რაგბის კავშირის პრეზიდენტი გამხდარა!
პიდარასტი ეძახეთ თქვენ და ქე გაქაჩა :დ
მე მოვითხოვ ამ ნახატებს მიეცეს კომიქსების სახე და რეგულურალად დაიდოს!
martla komiksebiviiit gamovaa :D:D:D:
ჰეჰეჰე
შენი ბლოგის ფანობის მოწვევა რომ მივიღე, “შენც? :/” დამემართა, როგორც შენ ჩემს იმდღევანდელ “გოლფზე” ;)
me9e mocveva rom davaignore imis mere ar mouceria :D
მაგარი ნახატებია ;) დაგუგლულ სურათებზე უკეთ აჯდება პოსტებს
Zalian momcons sheni paint shedevrebi
მგონი ახალი ნიჭი აღმოაჩინე თავში.ძალიან ზუსტად გამოხატავ ემოციებს.თან პოსტებიც გახალისდა.მაგრამ ვთვლი რომ არაობიექტური ხარ-კიბორგა არ არის “ბურღი”. :))))
liz
ნუ გააჩნია საიდან შევხედავთ… :wik: :დ
შენი თავი კოპიო გყავს დოდ დახატული, სანამ რამე ნაწერს წავიკითხავდი ” ვა დოდი!” უკვე ასეთი რეაქცია მქონდა ნახატზე