ჩვენი შვილები ჩვენი მშობლების შურისძიებაა.
(c) არ მახსოვს სად წავიკითხე.
მხოლოდ მაშინ იწყებ მშობლის გაგებას და მისი ამა თუ იმ საქციელის ობიექტურად გამართლება/გამტყუნებას, როდესაც თავად გიჩნდება შვილი.
ყველაზე რთული ალბათ მაშინ იქნება, როდესაც გვეცოდინება (ან გვეგონება), რომ ვილი შეცდომას უშვებს. თეორიულად ამაზე ფიქრისასაც კი მაგარი ძნელია, არ დაუშალო, გადგე გვერდზე და უყურო, როგორ იმტვრევს ცხვირს. არადა ცხვირის მოუმტვრევლად და საკუთარი ათასშვიდასი შეცდომის დაუშვებლად ვერასდროს შედგება პიროვნებად.
და როგორი ასატანია, როდესაც შვილი შენს შეცდომას იმეორებს? ან შენი შეხედულებებისგან აბსოლუტურად განსხვავებული, საპირისპირო მოსაზრება აქვს? და მაინც რომ უნდა მოკეტო? იააი…
/ერთი წლის წინ – იგივე თემაზე: “მშობლები & ჩვენ”/







“მშობლები & ჩვენ” – სუპერ პოსტია. ქართული ბლოგსფეროს პულიცერის პრემიის ღირსი : D ორჯერ წავიკითხე ცვეტში. ძალიან ადამიანური ნაწერია, ზედმეტი პათოსისა და “მე მკითხველებს ვიზიდავ ძუძუებით” გარეშე.
კიბორგას ამ ნახატშიც ისევ ის ზედა აცვია : ))
ეხლა როცა შვილი არ მყავს და ნაკლებს ვფიქრობ მასზე, მგონია რომ “სწორად” გავზრდი და არ დამიპირსიპირდება ხოლმე თითქმის არაფერში, მაგრამ რომ ვუფიქრდები ამას ვხვდები, ძალიან დიდი უაზრობაა და თავადაც არ მჯერა მერე. ყოველთვის ისე ხდება, რაც არ უნდა გააკეთო მაინც რაღაც უკმაყოფილოა შენი პირმშო.
ისევ ის ზედა კი არა, ისევ ის კობორგაა :( :)
vaime, sul ufro da ufro momcons sheni paintebis idea ) great one ) postic magaria. esec da is, zvelic ) nikasi ar iyos, mec tavidan gadaviktxe da.. ) magaria ra )
უჩას არამგონია მასეთი რეაქცია ქონდეს :))) “თავში ქვა გიხლია” ასეთ რამეს ეტყვის და მშვიდად გააგრძელებს ფრენას ან გრძელი პოსტის წერას :D
კაი პოსტია :)
წინა პოსტში კი ჩემი კომენატრაი ვნახე და როგორ შეცვლილა თურმე ყველაფერი,აზრებიც შეიცვალა, ოჯახიც დაინგრა და რა ძნელი მეჩვენებოდა და რა ადვილი აღმოჩნდა, რა კაიაა ისე ეს ბლოგი, ასე გადახედო შეგიძლია შენ წარსულის ბოდვეებს :)))
მე ვაპროტესტებ:
რატოა ვილი ჩემზე დაბალი მასინ როცა უკვე ვიღაცეები მოსწონს და ეს უკვე კატასტროფაა? – ვილი ჩემზე მაღალი უნდა იყოს! (2-ჯერ სასურველია…)
რაც შეეხება “აააა”-ს, აააა იქნება ცოლად უნდა მოვიყვანოზე რო მივა – მანამდე არა უშავს კაცო, გაერთოს ბიჭი… :დ
აცადეთ ბაღანას გაზრდა, წინდაწინ ნერვიულობას :)))
შვილი გაზარდე მტრად, –
გამოგადგება მოყვრად!
ღირს მყოობადი ხვნად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!
ეს შეგონება უთქვამთ
ჩვენსას, ჩვენამდე, ძველებს –
მათ, ვინც ეკიდნენ გუთანს
და ვინც ჰკვერავდნენ ცელებს.
მადლობის გრძნობა მახრჩობს,
მადლობის გრძნობა მშხამავს:
მე მამაჩემი მახსოვს,
თვალდათვალ ვხედავ მამას,
არცა ალერსით ჭარბით,
არცა მტლაშით და მტლუშით,
ავად შეკრული წარბით,
შავი სატინის ბლუზით!
ღირს მყოობადი რგვად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!
არ ვიცი, ამას ვისზე
ამბად იტყვიან სხვები –
როკფელერ მამა-შვილზე
მე მსმენია და ვყვები:
მოხუც როკფელერს ერთი
მეეტლისათვის წვრილად
როსმე ორმოცი ცენტი
რომ ჩაუთვლია ქირად,
მეეტლეს უთქვამს: “მისტერ,
უღრმეს მადლობას გწირავთ –
კი, გულუხვი ხართ . . . ისე,
თქვენს შვილს ვატარებ ხშირად,
არის ნამდვილი დენდი!
მამას ნამდვილად ასწრებს!
ვისი-რომელი ცენტი! –
ოცდოლარიანს მაძლევს!”
დახედა თურმე მწყრალად
ბეჭდებზე ბრილიანტებს
და თქვა ბებერმა წყნარად:
– “ვუტოვებ მილიარდებს!
როკფელერი ჰყავს მამა,
მაგას რა უჭირს ჩათლახს!
მე ობოლი ვარ, ძამა,
მამა საერთოდ არ მყავს!” . . .
ღირს მყოობადი სხვლად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!
არის თაობად ბრძოლა,
ან – არ ყოფილა როდის!
რისხვით ხელთათმნის სროლა:
– “ეს რა თაობა მოდის!”
ეჯაჯღანები შვილს,
მაშასადამე – აწმყოს!
ის – ებუტება ვის?!
აწმყოს – წარსული აცხობს!
შენ წარსული ხარ მკაცრი,
ის სიმწიფეში შევა –
ელის აწმყოსაც აწი
ხვალ-ზეგ წარსულად ქცევა.
და თუ კაცი ხარ ნაღდი,
თუ გარეწარი არ ხარ,
ჩახვდება – როგორც ჩახვდი,
დადგება – სადაც დგახარ.
რაც ხარ, შენ იმად დარჩი,
არც შეყოყმანდე წუთით:
ის შენს საფლავზე ქარში
მოვა მოხდილი ქუდით . . .
მადლობის გრძნობა მახრჩობს,
სესხი და ვალი მშხამავს,
მე მამაჩემი მახსოვს,
თვალდათვალ ვხედავ მამას,
ავად შეკრული წარბით,
შავი სატინის ბლუზით,
მკაცრი ცნებებით ჭარბით
და სიყვარულით მუნჯით . . .
ღირს მყოობადი ხვნად,
მერმე – მარგვლად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!
: ))))))))))))))))))))))))))))))))
aaaaaaaaaaaaaaa :))))))))))))))))))))))
vaime vixoxe :D loool
hmmm…
დავიგრუზე ახლა…
რატომ არის შეცდომა 9 წლიანი შუალედი ბიჭს და გოგოს შორის???
;(
chaotic
შეცდომა არაა, ჩემი ცუდი გამოცდილებაა :დ – საუბარი იყო “ჩვენი შეცდომების გამეორებაზე” – სიტყვა შეცდომა ამ შემთხვევაში იასნია არ არის შეცდომის მნიშვნელობით.
ანუ ვინ რას თვლის შეცდომად – ტენდენციური საუბარია, და ზუსტად ამიტომ – საუბარია ჩემს სუბიექტურ ცუდ გამოცდილებაზე…
პ.ს. როგორ “ტოლერანტულად” დავიცავი თავი
პ.პ.ს. შემიძლია 2 კილომეტრიანი გესთ-პოსტი დავწერო იმაზე რატომ არის სინამდვილეში საბოლოო ჯამში კატასტროფა მაგხელა სხვაობა ვოზრასტში. იასნია მოსულა ცოტახანი, მოსულა ჯასთ მოწონება, მოსულა სექსი, მოსულა… მარა არ მოსულა იმენნა “ცოლ-ქმარი” – იმჰო და იმჰო ისევ და ისევ რა თქმა უნდა.
საინტერესო იქნება გესთ-პოსტი საკუთარი გამოცდილებიდან
მომავალში ვილისთვის ახსნა აღარ გახდება საჭირო, არქივს გადახედავს :)
ისე, კი, მართლა.
ესე იგი, მე რომ ჩემზე გაცილებით პატარები მომწონს, მამენტ, რაღაც მოკლე დროისთვის კარგია და გრძელვადიან პროექტად არც თუ ისე გამოდგება????
:S
თუ დაწერ მაგ პოსტს, ძალიან კარგი იქნება. უშუალოდ შენგან, როგორც რეალურად მაგ გამოცდილების მქონისგან ჩამოთვლილი მიზეზები გაცილებით ობიექტური იქნება, ვიდრე, Just, სტერეოტიპების მსხვერპლების: “ქმარი შენზე დიდი უნდა იყოს, მინიმუმ 4 წლით” ღაღადისი….
ომგ
მაგაზე იმდენი ვიფიქრე, ბოლოს გადავწყვიტე შვილი არ ვიყოლიო ))) ზედმეტი თავის ტკივილია
შენი შეცდომები და წამტვრევები არ გეყოფა ვითომ, შვილისაზე რომ იტანჯო კიდევ
lol, magaria :)
დოდ რელიგიის ამბავში ვერ დაგეთანხმები :)
მიეცი ბავშვს თავისი აზრის ქონის უფლება!!! :D
отставить реакций!!! :D
ucha 2 a-ti naklebs rato ambobs shenze dod yvela suratshi … diskriminaciiaaaaaaaaaaaaaaaaa :)
ალოე
რატომ მაცვია რაღაც კამი-ტოპიკი უსახელო? – პიდარასტი ვარ? – მარა ჰკიდია მის აღმატებულებას და…
თვითონ კარგად აცვია ყოველთვის, დაჟე ძუძუებსაც იხატავს ხოლმე… არც კაბის ბრეტელები ავიწყდება…
მოკლედ პოლიტიკაა ეს ყველაფერი ხო გესმის…
ქეთი, ხაოტიკ:
პუსწ ანა პაპროსიტ, პუსწ უმალიაეტ, ნა კალენიახ! :დ – და მერე დავწერ.
დოდ, ნუ მოთქვამ :)
lol
magra vkaifob dodkas paint-shi naxatebze… imeno ze naxatebia da gansakutrebi eg “aaaaaaaaaaaaaaa” shishis gamomxatvel frazaze vxalisob :D