ზღაპარი, რომელიც მოვუყევი ვილის გუშინ ძილის წინ (!)
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ერქვა ვილი.
ერთხელ ვილიმ გადაწყვიტა წასულიყო დედიკოს და მამიკოს სახლიდან და თავისი აეშენებინა.
ჯერ მივიდა ქართული სერვერების ქალაქში. ქალაქის უბნებში გვერდიგვერდ იყო განლაგებული რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მიერ ნაშენები სახლები: ბუმ.ჯი, ლოგ.ჯი. ბლოგ.ჯი და სხვები.
ააშენა ვილიმ საკმაოდ დიდი და ლამაზი სახლი, თავის გემოზე მოაწყო, ლამაზი ავეჯი შეიტანა. თუმცა ძალიან უჭირდა იქ ცხოვრება – ხან კარი რჩებოდა ღია და ნაგვით ევსებოდა სახლი, ხან პირიქით – ეკეტებოდა და ვეღარ შედიოდა. ერთ დილასაც გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი ყველა ავეჯი გატანილი იყო და სახლთანაც ბულდოზერი იდგა – სამშენებლო კომპანიები გაკოტრდნენ და თან წაიყოლეს მისი სახლი და ქონება.
გული დასწყდა ვილის, მაგრამ საბრძოლო განწყობა არ დაუკარგავს. გადაწყვიტა ამჯერად სხვა ქალაქში ეცადა ბედი. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ქალაქ ბლოგსპოტს.
მაცხოვრებლებისგან მალევე შეიტყო, რომ ქალაქს არ ჰყავდა ადგილობრივი საპროექტო და დაგეგმარების კომისია, რის გამოც ვისაც როგორ უნდა ისეთ სახლებს იშენებდა და იმ ფერებზე ღებავდა. აი მესმის თავისუფლებაო, გაიფიქრა ვილიმ და ააშენა სახლი ბლოგსპოტში.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ კომისიის გარდა ქალაქ ბლოგსპოტში კიდევ ბევრი რამ არ არსებობდა, არც პოლიციის დეპარტამენტი, არც კეთილმოწყობის განყოფილება. ქალაქში დათარეშობდნენ ქურდები, სახლში მოდიოდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები და უამრავ ნაგავს ყრიდნენ ირგვლივ. მეგობრები, ვისაც ვილი პატიჟებდა, ხშირად თავს იკავებდნენ მოსვლაზე – გზა ათხრილი იყო და ვილის სახლის კარიც ძნელად იხსნებოდა, სულ რაღაც რთულად გასარჩევ კოდებს ითხოვდა ხოლმე. გადიოდა ვილის დღეები მოწყენილობაში და ნაგვის კრეფაში.
ერთხელაც, როდესაც დედასთან იყო სტუმრად ჩაიზე, შესჩივლა ქალაქ ბლოგსპოტის შესახებ. დედას გაეცინა, თავისთვისაც დაისხა ერლ გრეი და უთხრა:
“მე მესმის, რომ შენ უნდა წასულიყავი მშობლიური ქალაქიდან, რათა შორიდან უფრო დაგეფასებინა. ქალაქ ვორდპრესში შენს დაბადებამდეც ვცხოვრობდით. აქ ვერ ააშენებ ისეთ სახლს, როგორიც გინდა და ვერ შეღებავ შენს გემოზე, რადგან ამ ყველაფერს ქალაქის მერია აკონტროლებს. სამაგიეროდ აქ არ არიან უზრდელი მეზობლები, ყველა ოჯახს გვყავს საკუთარი ძაღლი, სახელად აკისმეტი, რომელიც გვიცავს ნაგვისმყრელებისა და ქურდებისაგან. სახლის კარი კი მუდამ ღიაა და ყველა სიხარულით მოდის ფინჯან ჩაიზე. რა აზრი აქვს სახლი გარედან რა ფერი იქნება, მთავარია შიგნით იყოს სისუფთავე და მყუდროდ მოაწყო.”
ვილი დაფიქრდა და მიხვდა, რომ დედიკო სიმართლეს ეუბნებოდა, დაბრუნდა ბლოგსპოტში, გამოზიდა იქიდან თავისი ნივთები და ავეჯი და დასახლდა ვორდპრესის ლამაზ, მზიან, გამართულ ქალაქში.
და ცხოვრობდა ბედნიერად და მშვიდად უკუნითი უკუნისამდე.
დასასრული.





ლოლ, სულ გააგიჟებთ თქვენ მაგ ბავშვს :D
ისე კი აი კონკურსი რო იქნება რამე, სვიტი სადაც იყო – მაი წორდპრეს სტორი თუ რაღაცა იქ რო გაუშვა როცა გამოცხადდება მაგარი იქნება : D
მაგისთვის რა აზრი აქვს, მთავარია “ბლაბლაბლა’ ხმა ესმოდეს :დ
ამასწინათ სხვა ზღაპრის დასაწყისი:
“იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, სახელად ვილი. მას ჰყავდა დედიკო და მამიკო. მამა ბოროტ ძალებს ებრძოდა, დედა კი ჭეშმარიტ სიტყვას სთესდა…”
:დ :დ
))))))) resp
კარგი ზღაპარი იყო :ლოვ:
პ.ს. მეც ერლ გრეის ვსვამ :დ
მორიგი ზრაპრის დასაწყისი:
“იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, სახელად ვილი. ცოტა რომ წამოიზარდა, მუშაობა მოუნდა, ჰოდა დაიწყო ვაკანსიების თვალიერება jobs.ge-ზე”…
არ გამიკვირდება ვილის პირველი სიტყვა ვორდპრესი თუ იქნება :) მართლაცდა რა ჯობია ვორდპრესის დაშბოარდის სავარძელში მოკალათებას…
ზღაპარი ატკრავნნა არ მომწონს:
1. დედა რო მართალია – რა საჯოგეთია, როდის მერე არი დედა მართალი იმ დროს როცა უკვე ვილი იმხელაა რო ცალკე ცხოვრება შეუძლია??
2. “ვილიმ რო დედიკოს დაუჯერა” რომელკი საუკუნეა ბლიად??
3. არ მომწონს ბავშვის წინასწარი ბლოგ-პორტალო პროგრამირების იდეა.
4. ზღაპარში არ ფიგურირებდა “ზმპრატლო ქურთი” რაც იავნი არა ტოლერანტულობაა.
საწყალი ჩემი ბავშვის ბრალი, რამდენ ზღაპრებს მოისმენს ბლად ელფ მელამორიზე და ტაურენ ევილმუ–ზე :უსერ: :D წინასწარ მეცოდება ))))))
deda bavshvi …
:D
ზანგები რატომ არ არიან ზღაპარში – რასისტი ხარ? :P
P.S. თან ქართულ ბლოგ სერვერებს რა ტონკად მიაჯვა
როულინგის ერა დასრულდა. დაიწყო დოდკას ეპოპეა :D
დოდკა, დედიკოს დამჯერი შვილის ყოლის სურვილი ქვეცნობიერად უკვე გაქვს :)
დედა ყოველთვის მართალია,
დედამ ხომ თქვა,
დედამ უკვე გამოცადა.. განწყობა ჩანს ამ ზღაპარში.
თხრობის სტილი კი მომეწონა.
და კიდევ, ბლოგსპოტი არც ისეთი “ბუაა”, როგორც დედამ ვილი შეაშინა :)
აუ მართალი ხარ, გადავხედე ახლა და… :დ
წავედი, საკუთარ თავს შემოვულაწუნებ :დ
დოდ, კომპლექსიან მშობლად ყალიბდები :)))))
keti
ვოტ ვოტ იმენნა მეც ეგ შევამჩნიე. დღეს გავროზგავ (დოდის იასნია)
ჰა ახლა შენი მოყოლილი ზღაპრები არ დამაწერინო :დ
დოდკა, კიბორგ :))
დოდ, მგონია, ეს ინსტინქტური და ბუნებრივი რამ არის და დედობრივი ინსტინქტებისგან თავისუფალმა იქნებ მერეც გითხრა, თუ რამე :) :*
მამის მოყოლილი ზღაპრები საინტერესოა…. :)
ვორდპრესზე გადმობარგების იდეა ისედაც მაწუხებს ამ ბოლო დროს და ამ ზღაპრის მერე გამიორმაგდა სურვილი :D
მაგრამ იმ სახლის აყრა მეზარება და მერე თავიდან დალაგება, ამიტომ გადავდე გაურკვეველი დროით :))
პ.ს ვილის მოკითხვა მზიანი ბლოგსპოტიდან : ))
საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული მომავალი ბლოგერი ეზრდება. :D
დიდი ბიჭი გაგეზარდოს :*
დანძრევად ვიქეც, შენ კიდევ ერთი აგური ჩადგი წორდპრესის იმპერიის მშენებლობაში…
ზღაპრის მუსიკალური გაფორმება:
Hush now baby, baby, don’t you cry
Momma’s gonna make all of your nightmares come true
Momma’s gonna put all of her fears into you
Momma’s gonna keep you right here under her wing
She won’t let you fly, but she might let you sing
Momma’s will keep Baby cozy and warm
Oooo Babe
Oooo Babe
Ooo Babe, of course Momma’s gonna help build the wall
აააეეეე … მაგარი ზღაპარია ვაკოპირებ ! თან რა რეალურად წერია : “ვილის სახლის კარიც ძნელად იხსნებოდა”
:d:d:d:d bavshvi ki ara lamis me gadmovide wordpressze amis mere :D:D:D
ბავშვს და ბლოგსპოტს შეეშვით !!! : D
Ginger market!
Blogspotze aranairi akismeti ar mchirdeba, rom spamisgan tavi davicva!
Sulac araa kuchebi gadatxrili ;)
დოდ ის მოყევი, რა მუსიკას უსმენს სერ უილიამი:D კიბორგას ხელში კი წარმომიდგენია, რა რეპერტუარი აქვს
ქართული სერვერების ქალაქი +1
momecona dzalian ! da sheni ceris stilic momecona , kargad cer !
უკაცრავად მაგრამ გიორგის სიმღერის ტექსტში მომეჩვენა თუუ…
”Momma’s gonna make all of your nightmares come true” <- ეს რა უბედურებაა? =D
სიმინდი:
წიპა მეტალიკის ტექსტიდან:
Dear Mother
Dear Father
What Is this Hell You Have Put Me Through
Believer
Deceiver
Day in Day out Live My Life Through You
Pushed onto Me What’s Wrong or Right
Hidden from this Thing That They Call Life
Dear Mother
Dear Father
Every Thought I’d Think You’d Disapprove
Curator
Dictator
Always Censoring My Every Move
Children Are Seen But Are Not Heard
Tear out Everything Inspired
Innocence
Torn from Me Without Your Shelter
Barred Reality
I’m Living Blindly
Dear Mother
Dear Father
Time Has Frozen Still What’s Left to Be
Hear Nothing
Say Nothing
Cannot Face the Fact I Think for Me
No Guarantee,it’s Life as Is
But Damn You for Not Giving Me My Chance
Dear Mother
Dear Father
You Clipped My Wings Before I Learnt to Fly
Unspoiled
Unspoken
I’ve Outgrown That Fucking Lullaby
Same Thing I’ve Always Heard from You
Do as I Say Not as I Do
Innocence
Torn from Me Without Your Shelter
Barred Reality
I’m Living Blindly
I’m in Hell Without You
Cannot Cope Without You Two
Shocked at the World That I See
Innocent Victim Please Rescue Me
Dear Mother
Dear Father
Hidden in Your World You’ve Made for Me
I’m Seething
I’m Bleeding
Ripping Wounds in Me That Never Heal
Undying Spite I Feel for You
Living out this Hell You Always Knew
ცვეტში იმენა ბლოგსპოტის დაუძინებელი მტერი ხარ რა. :D
აი ხომ იქნები ღირსი, რომ მართლა ბლოგსპოტზე რომ გაიკეთოს ბლოგი.
აუ, რას დაგცინებ :D :D
თავისთვისაც დაისხა ერლ გრეი და უთხრა
mikvars earl grey :)
Pingback: ქართული ბლოგოსფერო უნიფორმაში | Hobbyist's