ჩემი ფეისბუქური მოღვაწეობის მორიგი შეჯამება. პირველი იხილეთ აქ.
პოლიტიკა და ოდნოWeb
- ერთი ძველი პოსტი საბუნიას ბლოგიდან. ალასანია.გე-ზე საბა წერს გრძელ წერილს, თუ რა მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ადმინისტრატორი პასუხობს: “ისე არამგონია ირაკლი ალასანია ინტერნეტს ცუდად იყენებდეს – odnoklassniki.ru-ს ხშირი სტუმარია”.
- ოფიციალური საიტი, მაჟორიტარი დეპუტატი – “ოდნოკლასნიკის” ლოგო სურათზე – tskaltubo.ge
საჭირო ლინკები
- Firefox-ის მოყვარულთათვის – რამდენიმე ფლაგინის შესახებ. Procrastato-თი აღვფრთოვანდი: http://mashable.com/2009/02/17/firefox-productivity/
- თუ გიყვართ mind mapping-ის საშუალებით ბრეინშტორმინგი, ძალიან მაგარი საიტია. დავრეგისტრირდი და პირველი მეფის კეთებისას, სანამ ვარკვევდი რა როგორ იყო, 4-5 ბლოგ-პოსტის იდეა შემომებრეინშტორმა. შესაძლებელია კოლექტიურად გამოყენებაც. www.mindmeister.com
ვილის შესახებ
- ფეისბუქზე კომენტარებში იკითხეს, რატომ “დადა”. არანაირი მიზეზი არ აქვს, უბრალოდ ერთადერთი სიტყვა იყო, რაზეც შედარებით მეტს ხვანცალებდა :D
- კიბორგა (ვილის ეთამაშება): “წარმოიდგინე, რომ ხეზე არის ბევრი ფოთოლი. რამდენი ფოთოლი იქნება ძალიან ბევრ ხეზე?.. სწოორია, ძალიან ბევრი! ვთქვათ ძალიან ბევრ ხეზე ძალიან ბევრი ფოთოლია. რამდენი ფოთოლია ერთ ხეზე? ოო არა, შეგეშალა! ლიმიტების უკან გამოყვანა არ ხდება! კაი ვერ გაიგებ ამას, ისევ სანგრების გათხრაზე მოგიყვები…”

თაზოს - ბავშვი უსმენს მეტალიკას...მუცელში ყოფნიდან დღემდე. (ჩართულია ძალიან დაბალ ხმაზე და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. ბავშვს არ დავაყრუებთ :D )
სხვადასხვა
- რეკავენ “ლიბერალიდან”. ჟურნალისტი (კიბორგას): მე ვიცი, რომ თქვენ დაწერეთ ბლოგი რეზერვისტებზე. კიბორგა: ა? ხო, ბლოგი მაქვს და იქ რაღაცეები წერია. ჟურნალისტი: ინტერნეტში დევს სადმე?
- online პეტიციები მათხოვრისთვის 10 თეთრის მიცემასავითაა – ვერც იმ მათხოვარს ეხმარება, ვერც ზოგადად სიღარიბის პრობლემას. სამაგიეროდ თავს კეთილშობილად და საზოგადოების აქტიურ, გამოსადეგ წევრად გვაგრძნობინებს
It’s when you do NOTHING and think you did SOMETHING.
- კომენტი ერთ-ერთ ბლოგზე cyxymu-სთან დაკავშირებული დოს-შეტევების შესახებ: представляю, если бы годовщины каждой войны, начиная с древнейших отмечали подобными методами… Наверное все воевать бы перестали давно, ну чтоб пару дней хоть интернет работал :)
- ჰაჰ, რა საინტერესოა, თურმე არსებობენ ალბინოსი შავკანიანები! ვერც კი წარმოვიდგენდი: http://saturnic.livejournal.com/276790.html
რამდენიმე საინტერესო პოსტი ბლოგოსფეროდან:
იყო დრო, როდესაც კიბორგას კომენტებზე ექსკლუზივი მქონდა… ახლა ყველგან მაგისი კომენტარი მხვდება, აღარ ყოფნის აქაურობა. Cyborg, Get a Blog! ახ დამავიწყდა, ბლოგი კაი ხანია აქვს.
- ჩემი ნახატების რე-ნახატი : - http://2kija.wordpress.com/2009/08/06/ელექტრონული-მუსიკა-მისი/
P.S.: ჩემი დამატება შეგიძლიათ ამ ლინკიდან [ვთამაშობ ათას უგვანო თამაშს და არასდროს ვაფაბლიშებ ტესტების პასუხებს :D ].
P.P.S.: ბლოგის გვერდი ფეისბუქზე.





“რეკავენ “ლიბერალიდან”. ჟურნალისტი (კიბორგას): მე ვიცი, რომ თქვენ დაწერეთ ბლოგი რეზერვისტებზე. კიბორგა: ა? ხო, ბლოგი მაქვს და იქ რაღაცეები წერია. ჟურნალისტი: ინტერნეტში დევს სადმე? ”
lol
აჰა, შემოვიხედე :)
ვილიზე სიტყვებს ვერ გამოვძებნი, ამიტომ უსიტყვოდ და ბევრი :* :)
“რეკავენ “ლიბერალიდან”. ჟურნალისტი (კიბორგას): მე ვიცი, რომ თქვენ დაწერეთ ბლოგი რეზერვისტებზე. კიბორგა: ა? ხო, ბლოგი მაქვს და იქ რაღაცეები წერია. ჟურნალისტი: ინტერნეტში დევს სადმე? ” – –
ეს ეს ….. ოო!!
თან “ლიბერალიდანო”. იმდენი პრეტენზია აქვთ და ეგენი კარგ ჟურნალს გამოაცხობენ ვითომ?!
თაზოს ბავშვს არ მგონია, მეტალიკის მოსმენა სიამოვნებდეს… ნუ ამ ფოტოთი ასეა :) კიდევ, სასურველია, რომ ასეთ პატარებს ყურთსასმენების გარეშე.. ძალიან სათუთები არიან და სმენაზე (თან მეტალიკა) როგორ იმოქმედებს, არ ვიცი. უკაცრავად რჩევებისთვის, თითქოს ვერევი, მაგრამ ვერ მოვითმინე :)
და დოდ, დღიურის ლინკი – ვერ…
თაზოს ბავშვი კი არა, ვილია :დ თაზოს მივმართე უბრალოდ.
და ყურთსასმენს რაც შეეხება, ვიფიქრე, რომ მივაწერ-მეთქი კომენტარად, რომ ერთი შემთხვევა იყო ეს, როცა გაუთავებლად ტიროდა და დაბალ მაზე ჩაურთო კიბორგამ და გაჩუმდა :დ და გადავუღე სურათი. მაგრამ აი თითქმის ყველამ “დააყრუებთ” გვეძახა :დ და გადავიფიქრე, მეთქი იქნებ ავცდე ბლოგზე ეგეთ კომენტებს :დ
არ დავაყრუებთ მოკლედ. :D
ლიბერალზე მეც გამიკვირდა, სიმართლე რომ გითხრა. სხვა ჟურნალიდან რომ ყოფილიყვნენ, კიდევ ხო :დ
დოდ, რომ დავწერე კომენტარი, მერე კიდევ ვათვალიერებდი და კი ვიფიქრე, ვილია–მეთქი, მაგრამ სანამ პ.ს. ავკრიფე, ინეტი გაითიშა ჩემთან… :) თაზომ დამაბნია :)
მოკლედ, იმედი გაგიცრუე, ასეთი კომენტარი მაინც მოხვდა ბლოგზე :დ
თუ ძალიან ბევრ დროს ატარებ უსაქმურ საიტებზე, LeechBlock სცადე, მაგარი რამეა, ოღონდ ქრომი და ოპერა წაშალე.
ყველაზე მაგარი ფუნქცია აქვს Disable the “Disable” button
“რეკავენ “ლიბერალიდან”. ჟურნალისტი (კიბორგას): მე ვიცი, რომ თქვენ დაწერეთ ბლოგი რეზერვისტებზე. კიბორგა: ა? ხო, ბლოგი მაქვს და იქ რაღაცეები წერია. ჟურნალისტი: ინტერნეტში დევს სადმე? ”
ჰაჰა, ლოლ :)))))
ვილი ძალიან საყვარელია <3
და კიბორგას თამაშები – მშვენიერი :))