რადგან ჯერ ისევ არაინტერნეტაქტიური აგვისტოა, იქნებ ცოტა გავერთოთ და ვცადოთ სიახლე ბლოგებზე.
რა არის ინტერნეტ მემი და როგორ მუშაობს ის ბლოგოსფეროში:
ზოგადად ინტერნეტ-მემი არის ნებისმიერი რამ, ვიდეო, ტექსტი და ა.შ., რასაც ინტერნეტ სამყაროში იტაცებენ და აფორვარდებენ. ბლოგებზე ეს ასე მუშაობს: მე ვწერ პოსტს რაიმე თემაზე (უფრო ხშირად ეს არის ჩამონათვალი) და ვტაგავ (ანუ უბრალოდ პოსტში ვახსენებ და შესაბამისად, ბექლინკს ვუგზავნი) 3 ბლოგს, რომლებზეც ვისურვებდი იგივე თემაზე პოსტის ნახვას. შეიძლება ამასთან ერთად იმ ბლოგებზე კომენტის დატოვებაც, რომ ნამდვილად ნახონ და არ გამორჩეთ.
შემდეგ ეს სამნი წერენ ამ თემაზე თავიანთ ბლოგზე, თვითონაც ასახელებენ სხვა 3 ბლოგს და ახსენებენ, თუ ვისგან ”მიიღეს შეკვეთა” პოსტზე. შემდეგ ის დასახელებულებიც აგრძელებენ და ა.შ., პრინციპს მიხვდით იმედია.
რას გვაძლევს ეს ყველაფერი:
- +1 პოსტს ბლოგზე;
- უბრალოდ გართობას;
- ბექლინკებს. ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია – რაც მეტი ბლოგი ”მოუთითებს” ჩვენკენ, მით მეტად ვუყვარვართ გუგლს. რაც მეტად ვუყვარვართ გუგლს, მით მეტი ხალხი მოდის ჩვენთან სერჩებიდან;
- სხვა ბლოგიდან გადმოსულ მკითხველებს, რომლებიც შეიძლება ერთგულებადაც იქცნენ :D
მოკლედ, ვცადოთ! დავიწყებ თემით, რომელზე ლაპარაკისასაც დამებადა მთელი ეს ინტერნეტმემიების იდეა.
ბავშვობაში მეგონა, რომ:
- კინოში ზასაობების გადაღებისას მსახიობები ტუჩებზე ცელოფანს იკრავდნენ, რომ მართლა კოცნა არ გამოსულიყო.
- ცხვირში თითს თუ შევიყოფდი გამოსაჩიჩქნად, ძალიან დიდი და გაბუშტული ცხვირი გამიხდებოდა და ხალი გამიჩნდებოდა, რომელზეც ბეწვები ამოვიდოდა (მგონი ცხვირზე ელზამ ერთი ჩვენი შორეული ნათესავის მაგალითი მომიყვანა, რომ არასდროს მეჩიჩქნა და ხალი ჩემი ფანტაზიით ”მივაწერე”).
- თუ ძალიან ღრმად ამოთხრიდი ორმოს, რომ ჩაიხედავდი – მეორე მხარეს ამერიკას დაინახავდი (მერე ჟიულ ვერნი წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო… იმიტომ, რომ სადღაც შუაში ძალიან ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა).
- დედაჩემი სამშობიაროში რომ იყო და ჩემს დას ავლენდა ქვეყნიერებას, სახლში ბებიასთან ვრჩებოდი. მაშინ 10 დღემდე აჩერებდნენ ჩვეულებრივ მშობიარობაზეც, ამიტომ ბებიამ დამახატინა 10 კუბიკი და ყოველ დღე თითოს მახაზინებდა – ასე მახვედრებდა, რამდენი დრო იყო დარჩენილი დედის დაბრუნებამდე. სადღაც მე-5 დღეს, როცა უკვე დავიღალე ლოდინით, ჩუმად ავიღე ის რვეული, ყველა კუბიკი გადავხაზე და დავჯექი კართან, ყველაფერი გადახაზულია – აწი შემოვა სახლში-მეთქი.
- რომელიღაც კომედიურ ფილმში ოდესღაც თვალი მოვკარი სცენას – სექსი უნდა ჰქონდეთ და ორივე იცმევს პრეზერვატივს თავიდან ბოლომდე (დიიდ ცელოფნის რაღაცაში ეხვევიან მოკლედ). კარგა ხანს მეგონა, რომ პრეზერვატივი სწორედ ასეთი იყო.
ვთაგავ:
და ნატალიას
ველი თქვენს ”ბავშვობაში მეგონა” 5-ეულს.





რაღაც აღწერა გაუგებრად მიწერია :/
მოკლედ ახლა ამ სამმაც, თუ მოუნდებათ, უნდა დაწერონ პოსტი, 5 რამ, რაც ეგონათ ბავშვობაში და თვითონაც დაასახელონ სამ-სამი ბლოგერი, ვის მოგონებასაც სიამოვნებით წაიკითხავდნენ და უნდა თქვან, რომ ამ ბლოგიდან მიიღეს თეგი (შასურველია ამ პოსტის ლინკის მითითებით, რომ ადვილი საპოვნელი იყოს).
მერე ჟიულ ვერნი წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო… იმიტომ, რომ სადღაც შუაში ძალიან ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა
:love: :love: :love: :love: :love:
“მერე ჟიულ ვერნი წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო… იმიტომ, რომ სადღაც შუაში ძალიან ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა”
:D “…ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა.” – ამ ფრაზამ დაგლიჯა! :D
კარგი იდეაა :)
ისედაც მოარული თემებია ბლოგების უმეტესობაზე და კიდევ “დავალებული” :დ
მე არ მიყვარს ერთნაირი თემები :(:)
და ვინც უკვე მონაწილეობდა იმის დატაგვა არ შეგიძლია ?
და რაც უფრო პოპულარულ ბლოგს დატაგავ შენთვის უკეთესია ხო? ანუ კაი ბლოგიდან უკეთესი ბექლინკები შემოგივა.
1. არა, თორემ ორჯერ ხო არ დაწერს :В
2. იდეაში ხო, მაგრამ ბექლინკის ამბავში იმჰო უფრო მნიშვნელოვანია შენ დაგტაგოს პოპულარულმა, ვიდრე შენ დატაგო და მერე იმისგან ან მოგივიდეს ბექლინკი, ან არა :დ აი ტექნორატისთვის მაგალითად ყველაფერი ”ფასეულია”.
ნუ თან ეს ბექლინკები ხომ გვერდითი ბონუსია, Just fun სათამაშოა მემეები.
5. რომელიღაც კომედიურ ფილმში ოდესღაც თვალი მოვკარი სცენას – სექსი უნდა ჰქონდეთ და ორივე იცმევს პრეზერვატივს თავიდან ბოლომდე (დიიდ ცელოფნის რაღაცაში ეხვევიან მოკლედ). კარგა ხანს მეგონა, რომ პრეზერვატივი სწორედ ასეთი იყო.
lol http://none.ge/index.php?newsid=6597 ამ ფილმიდანა ეგ სცენა ;)
“მოკლედ ახლა ამ სამმაც, თუ მოუნდებათ, უნდა დაწერონ პოსტი, 5 რამ, რაც ეგონათ ბავშვობაში და თვითონაც დაასახელონ სამ-სამი ბლოგერი, ვის მოგონებასაც სიამოვნებით წაიკითხავდნენ და უნდა თქვან, რომ ამ ბლოგიდან მიიღეს თეგი.”
ამას კიდევ პირამიდა ეწოდება … ფინანსურ თაღლითობებში იყენებენ ხშირად … მაგალითად საქართველოში კომპანია “ოქროს ფონდი” მოსკოვში “MMM” …
ძირითადად რეალურ მოგებას ამ პირამიდის შემქმნელები ნახულობენ და მცირეოდენ მოგებას ისინი ვინც თავიდანვე გაიგო და აყვა … ბოლოს კი სავარაუდოდ იფუშება ყველაფერი :)
ანუ 1-3-9-27-81-243-729 ანუ მეშვიდე ეტაპზე უკვე 729 ბლოგია ჩართული … და რამდენი ბლოგერი გეგულება ქართულად რომ პოსტავს? ხოდა იმ 729 ბლოგერიდან ერთი100 მაინც ისევ შენ მოგწერს … რადგან მასთან მხოლოდ 6 ბექლინქი იქნება და შენი ბლოგი თუ არ იქნება იმ ბექლინკში აუცილებლად მოგწერს :)
დოდ რომ “დამთაგე” ეგ აქ შემოსვლით გავიგე, თორემ ჩემთან დაშბორდში არაფერი ინფო არ მომსვლია. მე რომ ვიღაცას დავთაგავ როგორ გაიგებს ის ამას თუ კი ჩემს ბლოგზე არ შემოვა?
გუშჳნ ღამე დამავიწყდა, კომენტები უნდა დამეტოვებინა სამივეს ბლოგებზე, რომ დაგთაგეთ-მეთქი და გავითიშე :/ :D
http://faukclub.wordpress.com/2009/08/18/ugly-thoug/ ესეც ჩემი საქმენი საგმირონი.
ხუთის გახსენება გამიჭირდა მაგრად. :დ სამი ეგრევე მომაგონდა. დაუვიწყარი ამბები, ერთი დედაჩემმა გამახსენა ერთიც ჩემმა ძმამ. :დ
თამაში სახელად “ალავერდი”
დოდკა უმაგრესი იდეაა. და ძაან კრეატიულია. მეც დავწერ აუცილებლად.
პ.ს. ოღონდ “ინტერნეტ-მემე” არა გთხოოოოოოვ. :)
ენისდამცველი კონსერვატორი არ ვარ მაგრამ დარწმუნებული ვარ რო სწორი ფორმაა “მემი”,
“მემე” რა უბედურებაა :))) tan ragac qartul pop grupas erqva :D
აუ მართალი ხარ. არ ვიცი, რატომღაც თავიდანვე ”მემე”-დ წავიკითხე და იმის შემდეგ ასე დამრჩა თავში :/
ახლა ჩავასწორებ და მემიდ გადავაქცევ.
ისე აგერ ქეთის უწერია ზემოთ ”ალავერდი”, ზუსტად შესაფერი სიტყვაა :D
ეხლა ვნახე დოდ შენი პოსტი და დღეს დავწერ აუცილებლად :) )
აუ მე ბავშვობაში არაფერი არ მეგოონა, ყოველთვისაც ყველაფერი ვიცოდი :D
erTi sul vfiqrobdi, რომ ლოგინის ქვეშ ვიღაც იყო და 2 მეტრიდან ვხტებოდი ფეხზე რომ არ მოეკიდა და არ შევეთრიე და ეგ მგონი ყველა ბავშვს ეგონა : ))
ჰეჰ
მაგ ამბავმა უკვე ჩემამდეც მოაღწია )))
http://konnchetina.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html
ფაცხა-ფუცხით დავწერე :D
როცა დოდიც კი ლეღვობების გამოქვეყნებას იწყებს, ხვდები რომ დასვენების/შვებულების დროა :(
:D
რა გინდა, ვერთობით, ვაჰ :D
ზაფხული 2.0
Eg legvoba kvelam aitaca :D
ase rom ar kopila legvoba :)
არაუშავს, ქრისტიანობაც ყველამ აიტაცა, მაგრამ…
ui antimelancholy_t vikavi shesuli
da shemomekomentara
mokled me var raaa
ise martla ar aris legvoba, gakevi linkebs da naxav :D
mxiaruli bavshvuri postebi ichiteba
ui antimelancholy_t vikavi shesuli
da shemomekomentara
mokled me var raaa
ise martla ar aris legvoba, gakevi linkebs da naxav :D
mxiaruli bavshvuri postebi ichiteba
Antimelancholi_s sakuradgebod
magdu damavickda gamosvla da ar gagikvirdes es postebi
kiss
რა კარგი იდეაა დოდი:-)
მთელი დღე კარგად ვერთობი სხვადასხვა ბლოგებზე:-)
ეეე, ძალიან მაგარი რაღაცაა.
საღოლ დოდ.
ისადა ბლოგსპოტზე როგორ ხდება ეგ დათაგვა???
ან საერთოდ ხდება???
მე არ ვიცი და თუ ვინმეს უნდა, მასწავლოს…
არაფერი რთული, უბრალოდ ლინკი უნდა დაწერო. : )
ისე დოდ…
აქედან დასკვნა:
შენ მხოლოდ მაგ სამ ბლოგს კითხულობ. :D :D :D
ეგრე კი დავწერ ლინკს, მაგრამ ის ადამიანი ჩემთან თუ არ შემოვიდა, როგორ მიხვდება, რომ მე დავტაგე???
ან მე როგორ მივხვდები, რომ დამტაგა???
ამიტომ შედი იმის ბლოგზე და კომენტარი დაუტოვე :ჵ
ოკ. :D
აშკარად პირამიდაა!
ჟულიკებიიიიიიიიიიიიი!
მეგონა, კურკა თუ გადამეყლაპებოდა, მუცელში ხე ამომივიდოდა და თუ “ჟუვაჩკას” გადავყლაპავდი, განსაკუთრებით დონალდოს ან პედროს – ტრაკით ბუშტებს გავბერავდი.
Pingback: მეც ვიყავი ბავშვი « Lilac Dreams
Pingback: ბავშვობაში მეგონა რომ | Humble opinion of Cheshire Cat
უმაგრესი პოსტი და უმაგრესი წამოწყებაა :)))))
Pingback: ბავშვობაში მეგონა, რომ… « ZURRIUSS
Pingback: ბავშვობაში მეგონა|Imeme « Karaganda
Pingback: სიკეთის მართკუთხედი « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები
ise meme marTla ar iciT ra aris?
egec tqveni mogonili termini xom ar ggoniaT?:)
agresiulobad nu CamitvliT gamikvirda bralod..
Pingback: ბავშვობაში მეგონა, რომ… « Zurriuss.Ge
Pingback: Je m'appele Eka » Blog Archive » ბავშვობაში მეგონა, რომ… (ანუ ალავერდი დვორსკისაგან)
Pingback: ბავშვობაში მეგონა, რომ… (ანუ ალავერდი დვორსკისაგან) | Je m'appelle Eka
Pingback: მეც ვიყავი ბავშვი | Lilac Dreams
Pingback: ბავშვობაში მეგონა | ლაშარელა