ყველა ორსული მოუთმენლად ელოდება, როდის გაინძრევა პირველად ბავშვი მუცელში.
მეც ასე მოუთმენლად ველოდი. ყველა საიტი გადავქექე და დავასკვენი, რომ სადღაც 18 კვირისთვის მაინც უნდა მეგრძნო, გადავთვალე ეს 18 კვირა და მობილურის კალენდარში იმ დღეზე ჩავწერე: ”გრძნობ უკვე ბავშვის მოძრაობას?”
ასე დაიწყო წარსული და აწმყო დოდკას ურთიერთობა. ცოტა ხანში ამ მეთოდით ჩემს მომავალ მე-ს კიდევ ბევრი კითხვა დავუსვი და ხანდახან მობილურზე ინთება ხოლმე მესიჯები წარსულიდან:
ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ: ”როგორი ბინაა, რამდენად ქირაობთ?”
ბავშვის დაბადების შემდეგ: ”გამოძვრა უკვე ბავშვი? რა დაარქვით?”
რაღაც სათარგმნის დედლაინის წინა ღამეს: ”ხომ გეუბნებოდი, გაგენძრია ერთი ადგილი და გეთარგმნა მთელი თვის განმავლობაში ცოტ-ცოტა, ხომ აღარ გაათენებდი ახლა!”
ვილი ერთი თვის რომ გახდა: ”ძალიან გაწვალებს? გაზები ხომ არ აწუხებს?”
ვილი ორი თვის რომ გახდა: ”გეღირსათ შენ და კიბორგას ნორმალური სექსი?”
დღეს: ”პირველი სექტემბერია, იმედმა რაო?” [ჯერ არაფერი-მეთქი, ვპასუხობ მე ხმამაღლა]






ჰაჰაა! :დ:დ
მოლაპარაკე ტელეფონი, რომელიც პარალელურად შეურაწყოფას გაყენებს… :დ:დ საინტერესოა…
რა უცნაური ოჯახი გაქვთ :დ:დ:დ
დედა რომელიც ტოტალიზატორში ფსონებს დებს.
მოლაპარაკე ტელეფონი.
ვილი რომელსაც სოსკები გაურბიან.
და Сyborg… უბრალოდ… :დ:დ:დ
კარგი იდეაა მეც უნდა დავნერგო :)
ა თქვი გეღირსათ თუ არა? :დ მე უკვე სიზმრებში ვხედავ :დ
RAD UNDA MAGAS 2 TVE? :d
SHEN KIDE MOGICEVS MOCDA :D
მეც ვაკეთებდი ეგრე, მაგრამ დღიურებში ვწერდი :) აბა ჩვენს დროს სად იყო ტელეფონები :)
ახლა სადღაც მაქვს შეყრილი, თორე გამოვიღებდი და ავკრიფავდი მეც! ეჰ! კაი დრო იყო, კაი!
აუ რა ვიწუწუნე :D
რა მაგარიაა….
მეუასა
საინტერესოა!
და პასუხებიც დაგეწერა ბარემ :) ანუ შენ რას პასუხობ წარსულის დოდკას.
მე სკოლის სახელმძღვანელოებში და რვეულებში ვწერდი ხოლმე, ბოლო ფურცლებისკენ :D
მაგრამ, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო ბევრი მრჩებოდა წაუკითხავი :mo:
ააააააა,რამაგარია სურათზე ყავისფერი და სწორი თმები რო გაიჩითა:) მეთქი რატო, და მერე გამახსენდა:)
აჰაჰაჰააა, ტრაკი ტელეფონი :D:D:D
რა სახალისო პოსტი იყო, მომეწონა :))))
ნეტა კიდე რა აქვს ამოსაგდები მობილს
კიარადა
მე რომ ეგრე ცჰავიწერო, სულ მემახსოვრება და არც მოულოდნელობა იქნება რომ ამოაგდებს, მანამდე სულ ვიტყვი, აი ამოგდების დრო მოდის, ახალ ამას იზამს, ახლა ამას ამოაგდებსმეთქი :D
haha :D :D
aaaa
ra magaria
mec unda mivwero egre chems tavs mesijebi
:D
რა მაგარია :)))
რა მაგარი რამ გამახსენე ადრე ალიას ქონდა “წერილი მომავალში” ირჩევდი ვადას წერდი წერილს და აგზავნიდი რედაქციაში და მერე მოგივიდოდა ის წერილი .. ისე 50 წელში ან ალია იქნებოდა ან მისი პატრონი… ხოდა მე კი დავწერე, მარა არ გამიგზავნია, შევინახე ეხლა უნდა ამოვქექოოო ჰეჰეჰე ნეტა რეები მიწერია ვადაც გაუვიდოდა :)))
”კვირის პალიტრას” ჰქონდა (ალიასაც თუ ჰქონდა, მაგდენი არ ვიცი :) ) დავწერე რუდუნებით სამი წერილი, იქიდან ორი უკვე მივიდა ადრესატებამდე (არაფერი მნიშვნელოვანი)… მაგრამ ერთ-ერთის ვადა ამ წლის ბოლოს გადის. გული მისკდება შიშით :|
ნახატი როგროც ყოველთვის სუპერ : )))
იმედი კიდევ ბლიაძ დარეკონ რა იქნება :დ არა მაინც თქვან :დ
huh funny :D
მე მივწერე ერთხელ საკუთარ თავს კალენდარში 2 წლის მერე – კიდე თიბისიში თუ მუშაობ, აღარაფერი გეშველება-თქო.
და მესიჯი რომ ამოხტა, უკვე საკუთარი ბიზნესი მქონდა :)
ასე რომ, კარგი იდეაა, მასტიმულირებელი. :)
ხომ იცი გასაუბრებას რომ გაივლი და რომ დაგაიმედებენ : დაგიკავშირდებით !
იმედი მგონი ამ პოზიციაზე დგას .
ვგონებ ! :D
აუ კიბორგამ კიდევ, რა desperate-ობააო საკუთარ თავთან მასე ლაპარაკიო.
აგერ მთლად მარტოც არ ვყოფილვარ! :D