ისეთი პერიოდი მაქვს, ძალიან ბევრი რამე რომ ხდება, ძალიან ბევრი რომაა საწერი და გული ვერ დავუდე.
მაგალითად, ”ახალი მედიის ფორუმის” შემდეგ რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა. საინტერესო პროექტებია, მაგრამ ყველაფერი – მოლაპარაკების პროცესში. ძალიან მინდა, რომ მოვყვე მათ შესახებ, მაგრამ ვითრგუნები მერე ყველა შემხვედრის კითხვაზე ”იმან რაო? იმ პროექტზე რა ხდება?” რაღაც დამნაშავის ტონით პასუხი, მითუმეტეს, თუ ეს პროექტები საბოლოოდ არ განხორციელდება.
* * *
ქართულ ვებ-სივრცეში ბოლო დროს ყველაზე აქტუალური თემა – თეა თუთბერიძე და აღშფოთებული მართლმადიდებლებია. ამ თემის შესახებ ნი2-ზე დავწერე, არანიორულად აქ დავწერ, ცალკე პოსტის დათმობა და hate mail-ები მეზარება: თუთბერიძის ”პატრიარქი ღმერთი არ არის” +1 ხმა. ამ აღმოჩენით აღშფოთებულ გულანთებულ მორწმუნეებს, რომლებიც ეს დღეები ნონ-სტოპ ხსნიან თემებს ფორუმებზე, წერენ ”შუაზე გაგგლეჯ, შე ნაბო*&^რო”-ებს მის ფეისბუქზე და ა.შ – მოგიდღანთ მართლმადიდებლობა და სამარხვო მწვადი.
* * *
თითქოს სულ ვცდილობდი, თვალი მიმედევნებინა ქართული ბლოგებისთვის და არაფერი გამომრჩენოდა, მაგრამ ბლოგროლ.ჯი-დან უცებ იმდენი კარგი ბლოგი აღმოვაჩინე, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ და განვითარდნენ ჩემი ცხვირის ჩაყოფის გარეშე. როგორც ჩანს, ჩვენ არასწორად ვაფასებდით აქტიური ბლოგების რაოდენობას და ის გაცილებით მეტია, ვიდრე გვეგონა.
ჩემი დღის თუ კვირის თუ თვის აღმოჩენა ეს ბლოგია, პოსტის სათაურიც აქედანაა: http://doin.ge/
აქვს ძალიან კარგი კონტენტი, უმაგრესი About me გვერდი და 37 დაპაროლებული პოსტი, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, არის მისი შექმნილი თამაში (ძალიან ცნობილი Ouverture Facile-ს სტილის). ყოველი შემდეგი პოსტის პაროლი – წინა პოსტში დაწერილი გამოცანის პასუხია. აღწერის წასაკითხად დაკლიკეთ აქ.
აღფრთოვანებული ვარ!





yeah, he’s doin’ great :))
პოსტების წერა მეც ძალიან მეზარება : |
ეტყობა ვირუსია :დ
magari kacia dzalian. droa tqven beberma blogerebma kalami gverdze gadadot da asparezi axalgazrdebs dautmot…
:)))))))))))))))))
nu es xumrobiT magram ise ki
imena chaixia yvela blogeri.
mokidet mag bavshvs xeli da rame kai proeqti gaaketet ertad.
ყველა ბლოგერი ჩაიხია კაი იყო :დ:დ:დ
მეც ბლოგროლით მივაგენი მაგ ბლოგს, ეგრევე დავაფავორიტე, ძაან საყვარელი რამეა :დ
ერთი ნაკლი აქვთ, კომენტარებზე მოდერაცია ქონიათ :|
wow es doin.ge mec magrad momewona <3
უპირველეს ყოვლისა, ღრმად მოწიწებული მადლობა, იმისთვის რომ დღეს ჩემს ბლოგზე ამ დროისთვის შემოსულ ადამიანთა რიცხვმა, დაბადებიდან ორი კვირის მანძილზე პირველად სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია :)
უმეორეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი “ვეტერანი”, გამოცდილი და კარგი ბლოგერის ყურადღება დავიმსახურე.
მესამე რიგში, მოდერაციას რაც შეეხება, მარტო პირველ შემთხვევაშია :) ვისი პოსტიც ერთხელ გაიშვება, ის უკვე მოდერაციის კლანჭებქვეშიდან თავისუფლდება :)
ძალიან კარგი სტიმული (თუ მასტიმულირებელი) იყო!
p.s: (ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა, ვერ გავიხსენე და უთქმელი დამრჩა) :)
შენ კარგი ბლოგი დადე, სტიმულები ჩვენზე იყოს :დ
თუ გეზარება წერა, ჩაწერე ვიდეო პოსტი :)
hoo, about me gverdi martla magaria :)
“მაგრამ ბლოგროლ.ჯი-დან უცებ იმდენი კარგი ბლოგი აღმოვაჩინე, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ და განვითარდნენ ჩემი ცხვირის ჩაყოფის გარეშე.”
ლეგეონია ჩვენი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.
ეგ ხო, მაგრამ მესამე ეტაპის მერე აღარ არის არაფერი… დანარჩენი კითხვები დაიდოს ლომკაში ვარ, თორემ მე გავაგრძელებ :)
იდეა მომეწონა… ბლოგიც!
მესამე? ჰმ, არა, 37-ია სულ.
me kide sheni urwmunoeba movtyan nabichvaroo..rogori codoo xar iciii,vitom afrqvev aq ragaceebs..dzalian sacodavi xar,rogori ver warmoidgen martla raa…:(((
კარგი :დ
uzrdeli da tavxedi xar. da tavi dzalian didi vinme ggonia. ise me ra… es mxolod sheni problemaa.
p.s dzalian cudad metyveleb englisurad.
gaigime cxovreba mshvenieria. ise agine shenairebs, martlmadidelobis ginebas eg gerchivnos.
mxiaruli mari
მართლმადიდებლობას არ ვაგინებ, ძალიან კეთილშობილი რელიგიაა, რასაც ვერ ვიტყვი ფსევდომართლმადიდებლობაზე.
მადლობა კომენტარისთვის : ) ინგლისურს რაც შეეხება, არაუშავს, გამოვასწორებ ან ვერა, ჯერ მაგას ჩემთვის ცხოვრებაში პრობლემა არ შეუქმნია : )
ra saintereso adamini xar ra. da zeda komentars ratom ar upasuxe?
dodka +1 Shen :)
თუთბერიძის გამოსვლაში მთავარი “პატრიარქი ღმერთი არ არის” არ იყო
თუმცა, ხალხი დაიბნა, არ იცოდა რაზე უნდა აღშფოთებულიყვნენ და აქცენტი მაგაზე გააკეთეს )))
ტი შტო, პატრიარქი ხო ღმერთია და რა პონტში ე
ეგ ჩვენთვის სიცოცხლის განმახანგძლივებელი ბლოგია რა.. :D
Oh, kai gamarjoba! Es blogi chem cxvir cin gaizarda. Igive humor.blog.ge
es tamashi kide daxuruli mkonda, mere daumatebia turebi.
არა, პატრიარქი ღმერთი არ არის, მაგრამ არც მიშა არის ღმერთი, მასზე გადაკრულად ნათქვამი, მაშინვე “ანტისახელმწიფოებრივად და რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმად” რომ მონათლო და ამ ნათქვამის გამო, რაღაც უხამსი ვიდეოები ავრცელო, საკუთარი გულის მოსაფხანად. რაც არ უნდა თავისუფალი სიტყვისა და პროგრესულობის ჭრილიდან უყურო ამ ამბავს, თეას საქციელს მაინც გულისამრევი ჰქვია :)
ძაან საყვარელი ბლოგია ეგ :)