ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე უამრავი რამ გადამხდა. ვიყავი სტამბულში ავტობუსით, ჩამოვედი უკან და გამოვფრინდი რუმინეთში, world blogging forum 2009-ზე. ამის გამო ვერ ვანახლებდი ბლოგს, აქამდე ინტერნეტთან შეხება ფაქტიურად არ მქონდა.
შევეცდები საღამოსკენ ვიდეოპოსტი მაინც ჩავწერო და მოვყვე, აქ რა ხდება. შეგიძლიათ ტვიტერზე მოძებნოთ ტვიტები ევენთიდან, #WBF2009 არის ჰეშთაგი.
ამწუთას პარლამენტის სასახლეში ვართ, რომელიც უზარმაზარია, სიდიდით მეორე მსოფლიოში (პირველი – პენტაგონია). ძალიან გამიკვირდა, რუმინეთის პრეზიდენტი, ტრაიან ბასესკუ რომ უნდა მოსულიყო ჩვენთან, თუმცა მერე გავიგეთ, რომ 3 კვირაში საპრეზიდენტო არჩევნებია აქ და ესეც, რა თქმა უნდა, კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, ლაივში გადასცემს ყველა რუმინული ტელეარხი. ილაპარაკა ბლოგინგზე, ახალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე და ა.შ.
ძალიან მინდა ვიდეოპოსტის ჩაწერა, მაგრამ ვაირლესი ძალიან ცუდად მუშაობს, ჩვენთან მთაწმინდის პარკშიც კი უკეთესი ინტერნეტია, ვიდრე პარლამენტის სასახლეში.
იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, თურქეთის თავგადასავლები და ახლა აქაური ამბები…





First
Because that’s what all cool kids do :D
გილოცავ დოდ მართლაც რომ კარგ ადგილას ყოფილხარ. მერე იმედია ვრცელი და ამომწურავი პოსტით გაგვიზიარებ ყველა იმ წვრილმან დეტალს რაც მანდ ხდება. ძალიან მაინტერესებს. წარმატებები და დროის საუკეთესოდ გატარებას გისურვებ. :*
საშინლად ველოდები სიახლეებს, ძალიან მაინტერესებს
მე გუშინ გავიგე შემთხვევით, რომ მანდ ყოფილხარ და ეგრევე მივხვდი, ბლოგინგთან დაკავშირებულ ამბებზე იქნებათქო )))
ახალ ამბებს ველოდები, ყველაფერი მაინტერესებს, განსაკუთრებით, რა ხდება, რას ამბობენ და ა.შ. მოკლედ ბლოგინგთან დაკავშირებული ამბები რა
მოკლედ, წარმატებები და გელოდებით აქ ;)
წარმატებებს გისურვებ!როგორც ,,მსოფლიო ბლოგინგის ფორუმის”ვებ-გვერდიდან შევიტყვე მანდ კიდევ ერთი ქართველი ბლოგერი უნდა იყოს გიორგი ჯახაია იგივე ,,Cyxymu”.
Good luck & have fun! :))
o.O
რა ქარმა გისროლა მანდ? :)
ძაააალიან მაგარი დროის ტარებას გისურვებ, ოღონდ ერთს გთხოვ: ან ვიდეოპოსტი ჩაწერე (რისი გაკეთებაც გადაწყვეტილი გაქვს) ან მოკლე–მოკლე პოსტები დაწერე რააა :)))
პ.ს. ბრელოკების ჩამოტანებს არ ვართ :))))
ki, mikrofoni vishove amagamistvis : )
mec mainteresebs dzalian!