4 საათში ქუთაისისკენ მიმავალ გზას გავუყვები – TOL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვატარებ ახალი/სოციალური მედიის შესახებ. ორდღიანი ტრენინგია ჟურნალისტებისა და NGO-ებისთვის ძირითადად. იმედია, საინტერესოდ ჩაივლის.
ძალიან მომწონს იმ სასტუმროს სახელი, სადაც უნდა დავრჩე - “ძმები”. ლეპტოპი კი მექნება თან, მაგრამ ვაირლესის იმედი ქუთაისის სასტუმროში დიდად არ მაქვს.
ქუთაისში ერთხელ ვარ ნამყოფი – მე-8 თუ მე-9 კლასში ვიყავი, ორდღიანი ექსკურსია გვქონდა. ყველაზე კარგად ბაგრატის ტაძარი მახსოვს, ძალიან შთამბეჭდავი იყო. მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი სხვა რამ აღმოჩნდა – ღამე ყრუ-მუნჯთა პანსიონატში გავატარეთ. მაგრად დავითრგუნე ამის გამო, რაღაც აუტანელ პირობებში ცხოვრობდნენ. ნეტა თუ შეიცვალა რამე.
- – - – -
გიზიარებთ სამ (ჩემთვის) ახალ და საინტერესო ბლოგს:
მაქვს პატივი, გაუწყო, რომ იმყოფები HR-ის სამყაროში, სადაც სტატიების უმრავლესობა ეხება ადამიანურ რესურსებს და მათ მართვას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო პოსტებს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ლიდერობის ხელოვნების შესახებ. ასევე გაცნობითი ხასიათის სტატიებს სხვადასხვა ნაკლებად პოპულარულ პიროვნებებზე, რომელთა მოღვაწეობაზე ინფორმაციის მიღება მკითხველისთვის, ვფიქრობ, საინტერესოა.
როდესაც „ფულთაიმი“ სამუშაო დავიწყე, ამ „ნიუ ჩელენჯმა“ კიდევ უფრო მეტად წამართვა „სფეარ თაიმი“ . . .
ყოველი დღე ერთი და იგივე რუტინით იწყება და მთავრდება… თუმცა შუადღეს ერთსაათიანი „ბრეიქი“ გვაქვს, ე.წ. „ლანჩთაიმი“ . . . რის შემდეგაც კვლავ „ვორქშოფს“ ვუბრუნდები …
არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდა ეს სტატია ერთგვარი „ჰინტი“ იყოს ჩემი მეგობრებისათვის, რომ ვიწყებ აქტიურ ბრძოლას ასეთი „მარგალიტების“ წინააღმდეგ. . .
“ჩვენი ბლოგი” (ა)
ჩემი მუცელი უძიროა,საუკეთესოა საშუალებაა ნებისმიერ თქვენგანსა და თქვენთვის სასურველ ადამიანს შორის და ჩემი ენთუზიაზმიც ულევია…
ამიტომ, დღეიდან,ნებისმიერ მსურველს,ბლოგერს,არაბლოგერს,რომანტიულს,არარომანტიულს,მკვლელს და მონაზონს,შეუძლია ჩემი მუცლის ამოვსების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს…
გამომიგზავნეთ ნებისმიერი ზომის,წონის და შინაარსის წერილი და დამიბრუნეთ ჩემი დაქვეითებული თვითშეფასება…
თქვენი წერილების მომლოდინე და მარად თქვენ სამსახურში მყოფი საფოსტო ყუთი..





საფოსტო ყუთის იდეა მეც ძალიან მომეწონა.
მოკლედ, თუ მოგიხდება, ეკლესიები ნახე. ძალიან უნდა მოგეწონოს, წესით და რიგით. თუ არა და… ძაანაც ნუ გაძუყნი ქუთაისს, თუკი არ დაგევასება :)))
წარმატებულ გაძლებას გისურვებ ;))
წარმატებები ქუთაისში ;)
კარგად თუ არ გაატარებ დროს, კაი ექსფერიენსი მაინც რომ იქნება მაგის მჯერა :))
და შთაბეჭდილებებს ველით
აბა ჭკუით :*
გარწმუნებ რომ მთელს ქუთაიში ვაირლესი არ არის… :)
I definitely love this city! so cute..
haa gargo Tu ganana?
haaa?gargo tu ganana?:P axali posti ar iqneba qutaisze? me mainteresebs ras fiqrob? imedia ise mtkivneulad agar gagaxsendeba,rogorc im yru-munjebis pansionatshi gatarebuli game:)
ვინ თქვა, ქუთაისში ვაირლესი არ არისო?
ნუ, ეგ სასტუმრო არ ვიცი, სად არის, მაგრამ ვაირლესის სიგნალის დაჭერა ლამის ყველა ქუჩაზე შეიძლება.
Riablo
გაჩერდი ეხლა … რა ვაირალესის დაჭერაა შესაძლებელი ქუთაიში..
ქუთაისელი კაცი ვარ და მაგ მაინც ვიცი წესიერად :D :D :D
mdaa…. sainteresoa..yovelive es… :D