ჩემი ახალი სიყვარული – კრეტეკი. ინდონეზიური სიგარეტი, ოღონდ მთლად სიგარეტი არა, მიხაკის ხის ნაყოფისა და სხვადასხვა არომატების ნარევი, ძალიან მსუბუქი და არომატული. დეტალური ინფორმაცია კრეტეკის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.
მთლად ახალი შემოტანილია საქართველოში, ჯერ ყველა მაღაზიაშიც კი არ იყიდება (ზუსტად ვიცი, რომ არის “კონტინენტალში”, ყაზბეგზე. დეტალური სია იხილეთ აქ). საქართველოში კრეტეკის ყველაზე გავრცელებული ბრენდი, Djarum შემოიტანეს – Djarum Black და Djarum Cherry. Black – დარიჩინის არომატითაა, Cherry – ალუბლის. მე, როგორც ბლოგერს, მერგო მისი გასინჯვის ექსკლუზიური პატივი. უფრო სწორად, მარტო მე არა, ამ დღეებში ბლოგერული დევიშნიკი გვქონდა თაასთან და 10-მა მდედრმა ბლოგერმა დავაგემოვნეთ.
ძალიან ლამაზი კოლოფი აქვს, ღერებიც ელეგანტურია- ტკაცუნებს (თავიდან მეგონა, რომ თმა შემეტრუსა, მაგრამ თურმე სახელი ამ ტკაცუნის გამო ჰქვია)
- არ აქვს თამბაქოს მძაფრი სუნი (არც ოთახში და არც ხელზე)
- არომატულია (ყველას, ვისაც გავასინჯე, გაუჩნდა ჩილიმის ასოციაცია)
- მსუბუქია
- ბევრს ვერ მოწევ (მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქია)
- ტუჩებზე მოტკბო გემოს ტოვებს
კბილი მტკივა ეს დღეებია და მეჩვენება, რომ მიყუჩებს კიდეც ტკივილს. მაგრამ ეგ მგონი პლაცებო უფროა, ვიდრე კრეტეკის ღირსება. :D





ვააა გადახვედი ამაზე? მეგონა ერთხელ გასინჯვის შემდეგ აღარავინ შეიძენდა :შ http://qilipa.blogspot.com/2010/06/djarum.html
კოლოფი კი – უხეშ შედარებას თუ გავაკეთებ, ასტრას შეფუთვას ჰგავს :)
me shavi jer ver gavsinje :D
es reklamaa tu martla kai ramea;)))))))))))))))
გერმანიაში BIO სიგარეტი გავსინჯე ამასწინათ.
ევკალიპტის და რაღაც სხვა მცენარეების ნაზავი იყო. არ შეიცავდა ნიკოტინს და თამბაქოს.
არაუშავდა გემოზე, მსუბუქი იყო და ვერ დამაკმაყოფილა.
მერე სიგარეტი მომინდა მაინც.
ფასი 7,50 ევრო.
უგემრიელესია
თან ტუჩებზე რომ ტოვებს ამ ფაქტორზე ვგიჟდები :)
tkacunmze da tuchebze rom gemos tovebs imena gamafanata :))
ლამის არის შემრცხვეს საკუთარი პოსტის გამო. ვითომ რამე გამოვტოვე ამ სიგარეტში? :შ
ლავ ით
არადა რომ შემომთავაზეს სასტიკი უარი ვთქვი, მაგაზე პოსტს არ დავწერთქო
უგემრიელესია
ყველას ვასინჯებ, ვინც მომხვდება :)))
დოდ, კბილს სიგარეტი ისედაც აყუჩებს და მითუმეტეს მიხაკის ხის ნაყოფის, რომელიც ევგანოლს შეიცავს და ისედაც ტკივილგამაყუჩებელია :D
აი ყველა გასაყიდი ადგილი: http://djarum.ge/kretek/where-to-buy-djarum.html
აუ მთელ ბლოგოსფეროში იმდენი დაიწერა ამ სიგარეტზე რო მოწევას დავიწყებ :D
მეც გავსინჯე გუშინ ეს, ალუბლის, მომეწონა ტკაცუნიც და გემოც. ნაფაზი თითქმის არ აქვს.
ვინც მაინც ეწევა, იმისთვის ალბათ ესთეტიური სიამოვნებაცაა , აი ვინც არ ეწევა, იმისთვის აკრგი შესაჩვევი რამეა და უფრთხილდით.
რა მოგეწონათ მაინც ვერ გავიგე. ეს სიგარეტი არაა. ჩუპა-ჩუპსი კიდე 25 თეთრი ღირს :ს
მეც მქონდა ამის გასინჯვის ბედნიერება. იმედი მაქვს, ასეთი ბედნიერი აღარასოდეს ვიქნები ცხოვრებაში :))))
მე ვფიქრობ, ვისაც არ მოეწონა, იმის გამო, რომ მოსწიეს როგორც სიგარეტი. ეს არ არის სიგარეტი, სხვა რამეა., კრეტეკია, ვაჰ :დ
არა, დავწერე კიდეც რომ მწეველებისთვის არ არის. ვცადე უფრო ლიბერალურიც ვყოფილიყავი ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტთან. მოკლედ ვისაც მაგის პირში დება გისწორებთ.. მშვიდობაში ))
gavsinje orive momewona shesanishnavia
მე მომეწონა ^_^
kargia magram ravici, arc zalian :-))
ოოოოო დოდის რჩევით რაც გავსინჯერ, ყველაფრი მომეწონა და ეხლა არ შემცდარა….ძააალიან გემრიელი მოსაწევია… ტფფუუიიი რამ დამამხეცა ორივე ვიყიდე თან, თეთრიც და შავიც <3