Top-5 იუთუბერი ვლოგერი, რომელთა არხებიც გამოწერილი მაქვს და სისტემატურად ვუყურებ:
1. Philip DeFranco
მიყვარს! საინტერესო ნიუსების ანალიზს აკეთებს ხოლმე და სიმპატიურია (ჩემი აზრით), კიდევ მომწონს მონტაჟის სტილი, ძალიან დინამიური და კარგად ყურებადი ვიდეოები აქვს. ვდებ მის 2 დღის წინანდელ პოსტს:
2. Vlogbrothers
ანუ ჯონ გრინი და ჰენკ გრინი. ორი ძმა, რომელმაც ერთმანეთისთვის დაიწყო ვიდეოპოსტების ჩაწერა. ერთი ფიზიკოსი გიკია, მეორე – მწერალი. დღემდე ერთმანეთს მიმართავენ ვიდეოებში და მორიგეობით წერენ, ოღონდ უკვე მილიონობით ხალხი უყურებს, ჩემი ჩათვლით.
3. Ray William Johnson
ეს ტიპი თითქმის სულ მაღიზიანებს. ასე მგონია, რომ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ხანდახან სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ მაინც სულ ვუყურებ. ძირითადად იმიტომ, რომ ახალ ვირუსულ ვიდეოებს მიმოიხილავს ხოლმე და ბევრი სასაცილო ვიდეოს შესახებ გავიგე მისი ვიდეოპოსტებისგან. ჰო, კიდევ გელფრენდი ჰყავს, ისიც იუთუბერი ბლოგერი, მიკაკიტი, იმ გოგოს საერთოდ ვერ ვიტან, იმიტომ, რომ კატის ხმებს აკეთებს და მეზიზღება ქალები, რომლებსაც საკუთარი თავი კატები ჰგონიათ.
4. Shane Dawson
საშუალოდ მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვუყურებ. ძირითადად იმიტომ, რომ შავი და ცუდი იუმორი აქვს და ხანდახან კარგ რამეებს არტყამს. ბევრი პერსონაჟი ჰყავს, რომელსაც თვითონ ასახიერებს.
5. Charlie McDonnell (Charlie is so cool like)
ძალიან საყვარელი ბიჭი დიდი ბრიტანეთის რაღაც გადაკარგული ქალაქიდან, მგონი Bath ჰქვია. ამ ვიდეოში, რომელსაც ვდებ, დააჩელენჯეს, თუ შექმნიდა სიმღერას მხოლოდ სახლში არსებული ნივთების (არა ინსტრუმენტების) გამიყენებით. იმჰო ძალიან მაგარი გამოუვიდა : )





ვლოგბრაზერსი და ეს ბოლო ბიჭი არ ვიცოდი დანარჩენებზე სეიმ აზრ ^^
დეფრანკო მაგარი კაცია <3 შენგან გავიგე მისი არსებობის შესახებ რაღათქმაუნდა :დ
Bath- ი არ არის ძაან მიკარგული, ერთ დროს ბრიტანეთის ყველაზე ნავაროჩენი კურორტი იყო.
ხოდა მე მარტო შეინს ვუყურებ, აი მაგ შავი და ცუდი იუმორის გამო ))
ჩემი ოცნებაა ქართველი დეფრანკოები და რეი ვილიამ ჯონსონები :დ
შეინს მეც ვუყურებ და ვხალისობ :D
კიდევ ვიღაც ზანგ ქალს
კიდე ერთ იაპონელს, რომელიც პიანინოზე აწყობს ჰიტებს
ძირითადად მუსიკალური სუბსკრიბერები მყავს ;)
საინტერესოა :)
ბლინ, ინგლისური არ ვიცი :( რუსულ ვლოგერებს კი გავცხე (თუ არსებობენ)… :D
დამაჩელენჯეთ…
ვერ ვიტან შეინ დოუსონს >______
ვერ ვიტან შეინ დოუსონს >______<
ჩარლი მაგარი კაცია )))
cutiieee ^___^
კი bath–ში ცხოვრობს
The Duchess რომ არის ფილმი ნაიტლის და ფაინსის
იქ დადიან ხშრად ბასში, ჯერ კიდევ მაგ დროს იყო გავლენიანი ქალაქი)))
Bath მიკარგული კი არა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია ბრიტანეთში. მთელი ქალაქი იუნესკოს მიერ “კულტურული ძეგლის” სტატუსს ატარებს. ყველა შენობა ისტორიული და დაცულია + სტუდენტური და ტურისტული ქალაქია.
აქედან მხოლოდ Charlie–ს ვუყურებ.
კიდევ ერთ ჩინელ გოგოს რომელსაც, დავცინი ემოციის გამოხატვის ფორმებზე :დ
shane!! mgoni magis yvela video maqvs nanaxi :)) sainteresoa rato gagizianebs? me yoveltvis kai xasiatze dvgebi magis videoebis mere :) chemi azrit akmaod sasacioa :)
რეი უილიამ ჯონსონი მაგარი კომიკოსია რას ერჩი? ^_^ + მიკაკიტი არ არის მაგის შეყვარებული როგორც თავის მეორე ვლოგში თქვა ორივემ თან XD და ნუ კარგი დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე :D
აბა ჩემი ვიდეოც ნახეთ შეინ დევისონის სტილში ვაკეთებ :)
http://www.youtube.com/watch?v=GbSRRiXzeFE