ძიება
შემომძახეთ!
Dodka@Dodka.Ge
ბლოგის გვერდი Facebook-ზე
-
უახლესი პოსტები
-
Recent Comments
TeeOoo on სასკოლო მარგალიტები პოკერFace | Mr. Noma… on About Me ნათია on ინვალიდები ნათია on ინვალიდები anastasiaa)) on პირველკლასელები და ნეტბუქ… mamuka on About Me Каtе on Over GeTto 379 on Happy 2012 (c)TG on Happy 2012 ბავშვობაში მეგონა | … on ბავშვობაში მეგონა –…
Category Archives: Just, რა
Happy 2012
ახალ წელს ვილისთან ერთად შევხვდი, მის ბებიასთან და ოჯახთან. მერე ვიდექი და ვუყურებდი ფეირვერკებს. ისინი რომ ჩაქრა – სქაილანთერნები გაუშვეს ცაში. ძალიან მაგრად მიყვარს სქაილანთერნები, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არასდროს მქონია და გამიშვია. ბავშვობიდან მაწუხებდა კითხვა, სად მიდიოდნენ ჰელიუმით … Continue reading
Posted in Just, რა
31 Comments
How to measure
აი, მე გავუგე ადამიანებს, რომლებიც თავით არიან გადაშვებულები საქმეში და პირად ცხოვრებას ან სულ არ უთმობენ დროს, ან ძალიან ცოტას. საქმეში ყველაფერი იოლია – იცი, რომ აი, ამდენს გაიღებ – ამდენს მიიღებ უკან. რვა საათი იმუშავე, 6 დღე კვირაში – … Continue reading
Posted in Just, რა
12 Comments
Random Stuff – აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, ჰოსტელი და “ჩიტი”
1. პროექტი, რომელსაც თვალს ვადევნებ: მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად პლეხანოვზე გავიზარდე, არასდროს შემიმჩნევია, რა ლამაზი სახლები ყოფილა ამ ქუჩაზე. კარგა ხნის შემდეგ პირველად მომიწია ამასწინათ აღმაშენებელზე გავლა და თვალებს არ დავუჯერე, უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი. ძალიან მომწონს, რომ შენობების … Continue reading
Posted in Just, რა
Tagged აღმაშენებელი, აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, რეკონსტრუქცია, საქართველო, ჩიტი, ჰოსტელი, chiti
7 Comments
Relationships
ყველა დადებით თვისებას, რაც ადამიანს აქვს, თავისი “ექო” ნეგატიური თვისებაც მოსდევს. რომანტიკული ადამიანია? სურპრიზების გაკეთება უყვარს? – სამაგიეროდ ზედმეტად ემოციურია და მასთან რაციონალურად საუბარი ჭირს. კომპანიის სული და გულია, მხიარული და აქტიური? – სამაგიეროდ ძალიან ძნელია მასთან თავი იგრძნო ექსკლუზიურად … Continue reading
Dear me
5 წლის წინ აღმოვაჩინე პროექტი Dear me. და 5 წელია ვგეგმავ, წერილი მივწერო საკუთარ წარსულ მე-ს, თუმცა სანამ ნატოშამ არ შემაჯანჯღარა, ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, გადავწყვიტე – 10 წლის წინანდელ, ანუ 15 წლის დოდკას ვწერ წერილს, რომელმაც ჯერ არ იცოდა, … Continue reading
Posted in Just, რა
17 Comments
26.05.2011 – სიტყვების ნაცვლად
ბურჯანაძე-ბიწაძე: სპეცრაზმი: და ცოტაც წარსულიდან:
Posted in Just, რა
3 Comments
2010-2011
წინა წლებში ვწერდი ხოლმე წლის შემაჯამებელ პოსტებს და ვიფიქრე, ახლაც გავაკეთებ-მეთქი. მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან მშრალი გამოვიდოდა იმ სტილში რომ დამეწერა, როგორც მაგალითად, შარშან იყო. თუმცა არა, ვახურებ. რომ ვუფიქრდები, საინტერესო წელი მქონდა. 2010-ში გაგრძელდა 2009-ის დროს აკრეფილი სიჩქარე და ძალიან … Continue reading
Posted in Just, რა
Tagged ახალი წელი, ბილიარდი, ბლოგი, დროის მენეჯმენტი, ვილიამი, კარიერა, ორსულობა, რეზოლუცია, წონა, ხელფასი
15 Comments
რედიზაინი
რედიზაინი, რომელიც ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც ბლოგისთვის სულის შთაბერვის მცდელობა. დიზაინზე წუწუნი არ მიიღება, დამუშავების სტადიაშია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ რაღაც სიახლის ილუზია შევქმნა და აღარ მეშინოდეს ამ ბლოგის. ესეც ციტატა ბლოგის შესახებ ჩემი “თავისუფლების დღიურებიდან”: … Continue reading
მცირე საგრანტო კონკურსი
Transitions Online, სოციალური მედიის დიდად მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს კიდევ ერთხელ აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს. შარშანაც იყო ასეთი გამოცხადებული და, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა. ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. წელს ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ეს მინიგრანტი თავის სოც.მედია პროექტებში … Continue reading
Posted in Just, რა
Tagged ბლოგინგი, გრანტი, პროექტი, სოციალური მედია, transitions online
23 Comments
პირველკლასელები და ნეტბუქები
აუუუ, ფურცელზე ფანქრით თუ არ დავწერე, მუზა არ მომდიიის! (c) ჩანახატების მწერალი გოგოები “წვიმს… წვეთები მეცემა… რა სისველეა… როგორ მიყვარს წვიმა….. თითქოს ცა ტირის….. ფოთლები ეშვებიან ხეებიდან……. როგორ მენატრები!!!1!!1″ (c) ჩანახატების მწერალი გოგო წეღან ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა დაწერა, პირველკლასელ ბავშვებთან … Continue reading
Posted in Just, რა
72 Comments
ქარის მოტანილი წერილების დღე
ფეისბუქზე ძალიან საინტერესო ევენთს გადავაწყდი, რომელიც მინდა, რომ გაგიზიაროთ. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დავწერ ჩემს წერილს: ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა. უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, … Continue reading
My 50 cents
მთაწმინდის პარკი, 30 ივნისი ღონისძიების ორგანიზატორი: “ვაიმეეე, როგორ მიხარია! რამდენი ხალხი მოვიდა ჩემს სანახავად და პიცის საჭმელად!” მე: o_O 30-მდე, ერთ-ერთი ბლოგერის კომენტარებში გამართული დიალოგი: ძალიან სიყვარულიანი ბლოგერი (სტილი დაცულია): ეგ 30-ივნისის დაგეგმილი პრეზენტაციებით რატო არ არის ყველასთვის ცნობილი თუნდაც? … Continue reading
Posted in Just, რა
Tagged სოციალური მედია, სოციალური მედიის დღე, mashable, mashable meetup
28 Comments
All that buzz…
ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში უამრავი სიახლეა – ტარდება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და “საქაერონავიგაციის” დახმარებით 24-26 ივნისს კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეები” ტარდება, რომლის მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვარ. ეს ერთ-ერთი … Continue reading
მენატრები, ჩემო ბლოგო
წეღან ეკასთან ლაპარაკისას (რომლის ბლოგსაც რეკომენდაციას ვუწევ), ერთ რამეს მივხვდი – ფეისბუქი მაგრად მხარჯავს. სულ ხდება ირგვლივ რაღაცეები, რისი დაწერაც მინდა და, როგორც წესი, ფეისბუქზე ვწერ სტატუსად ან ამა თუ იმ ლინკს ვაშეარებ. ბოლოს ვიცლები და ბლოგზე აღარ ვწერ. არადა … Continue reading
Posted in Just, რა
20 Comments
“კავკასიის” შემდეგ…
რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი. მეგონა, რომ “სადღაც იქ” უფრო კარგია, მეტად დამაფასებენ, მომეფერებიან, “იქ” არ არიან ძველი ბიჭები, “იქ” არ ყრიან ქუჩაში ნაგავს, “იქ” მეტი ფულია და მეტი შესაძლებლობა, “იქ” არავინ შენს ცხოვრებაში არ ერევა. მოკლედ, აწყობილ ქვეყანაში … Continue reading
Posted in Just, რა
57 Comments




