სოციალური მედია

ორი მიდგომა არ მიყვარს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით:

1. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ

როცა არ სჯერათ, რომ ინტერნეტი რეკლამისთვის ძალიან კარგი იარაღია, როდესაც ბლოგები დროის ფლანგვა ჰგონიათ, ფეისბუქი – მხოლოდ ფარმვილის სათამაშო, ინტერნეტის მომხმარებლები – მუწუკიანი თინეიჯერი ბიჭები.

2. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ

როცა ჰგონიათ, რომ სოციალურ მედიას ყველაფერი შეუძლია, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი – თუ ფეისბუქზე ფეიჯს გახსნიან, ეგრევე გაყიდიან უამრავ ქაქ პროდუქტს, თუ ბლოგს გახსნიან, ეგრევე გაუჩნდებათ ხუთი, ათი, ოცი ათასი მკითხველი, რომლებიც პირველივე პოსტზე დაუჯერებენ, რა კარგია მისი ქაქი პროდუქტი და სხვებსაც მოუყვებიან ამის შესახებ.

Posted in მინი | Tagged , , , , | 8 Comments

Cute :D

Posted in ვიძიუ | 20 Comments

მცირე საგრანტო კონკურსი

Transitions Online, სოციალური მედიის დიდად მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს კიდევ ერთხელ აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს.

შარშანაც იყო ასეთი გამოცხადებული და, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა. ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. წელს ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ეს მინიგრანტი თავის სოც.მედია პროექტებში წაადგებოდა, ამიტომ ვაშეარებ ჩემს ბლოგზეც.

ტექსტი მედია.გე-დან:

“ტრანზიშნს ონლაინი” აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალურ მედიაში მომუშავე მსურველებისთვის.

სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში “ტრანზიშნს ონლაინი” გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინგზე და სხვა ვებ საქმიანობაზე ახალ მედიაში.

პროექტის განაცხადის საფუძველზე კონკურსის ორგანიზატორები დააფინანსებენ ხუთ პროექტს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი), და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები, ბიუჯეტი და ბიოგრაფია. ხუთი პროექტიდან ორი რეგიონებში მომუშავეებისათვის არის განკუთვნილი. “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს.

გრანტის თანხა არის მცირე და დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე.

განაცხადი უნდა გაუგზავნოთ პროექტის მენეჯერს საქართველოში, ელზა ქეცბაიას ელექტრონულ ფოსტაზე: ketsbaiae@gmail.com, ტელ: +995 77 57 57 25.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა-15 სექტემბერი, 2010 წელი.

ფრაზა “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს” ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ხელფასი რომ დაუნიშნოთ, არ გამოვა. ხარჯებში შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ტექნიკა, რაც დაგჭირდებათ პროექტისთვის – ფოტოაპარატი, ფლიპკამი, მიკროფონი, ასევე – ჰოსტინგისა და დომენის გადასახადი.

დასაშვები ბიუჯეტის მაქსიმუმი ზღვარი, როგორც ვიცი, განსაზღვრული არ არის, პროექტს გააჩნია. მაგრამ მინიგრანტია, 10 000 მწვანეს არ მოგცემენ. : )

მოიფიქრეთ საინტერესო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან, ბლოგინგთან, მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი არსებული პროექტების გაუმჯობესება (მაგალითად, Eventlenta კარგი პროექტია და ცოტა ხელის წაშველებით – უკეთესი დადგება). და რაც მთავარია, არ გადადოთ მთლად 15 სექტემბრამდე.

Posted in Just, რა | Tagged , , , , | 23 Comments

Tema

ბლოგზე ვამატებ ახალ კატეგორიას, სახელად “მინი’”. ანუ დიდი და ღრმად “ტვინიკოსური” პოსტების წერა რომ გეზარება, მაგრამ მაინც რომ გინდა რაღაც, მასეთი პოსტების გამამართლებელი თეგი.

2008 წლის მარტში რომ შემიყვარდა, ის კაცი ვნახე – ანუ არწიომი ლებედევი. არტემი ლებედევი. არტიომი ლებედევი. არწიომიი. მოკლედ, როგორც არის…

თბილისში იყო ჩამოსული და პეროვსკაიაზე ერთ პატარა კაფეში შევხვდით. მაგრამ მხოლოდ ვნახე რა, ერთადერთი, რაც ვუთხარი, ქუჩაში რომ შეგვხვდა, “а мы к вам” და უხერხული სიცილი იყო. დანარჩენი ისე, გვერდით მაგიდიდან დავტკბი. ახლოს მისვლის და გამოლაპარაკების ტაკო არ მეყო.

Posted in მინი | 10 Comments

პირველკლასელები და ნეტბუქები

აუუუ, ფურცელზე ფანქრით თუ არ დავწერე, მუზა არ მომდიიის! (c) ჩანახატების მწერალი გოგოები

“წვიმს… წვეთები მეცემა… რა სისველეა… როგორ მიყვარს წვიმა….. თითქოს ცა ტირის….. ფოთლები ეშვებიან ხეებიდან……. როგორ მენატრები!!!1!!1″
(c) ჩანახატების მწერალი გოგო

წეღან ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა დაწერა, პირველკლასელ ბავშვებთან კომპიუტერები რომ შეაქვთ, კარგი იდეაა, მაგრამ ამან ხელით წერის პრობლემა არ შექმნასო. რომ გავქექე განათლების სამინისტროს ვებგვერდი, მივხვდი, რაზე იყო საუბარი – პირველკლასელებს წელს ნეთბუქებს ურიგებენ, სადაც წინასწარ ჩაწერილი იქნება სახელმძღვანელოები, რომლებიც, სხვათაშორის, მტკივნეულად ძვირი ღირს.

“პრობლემას” რაც შეეხება – საერთოდ რა საჭიროა ხელით წერა? ან დასჭირდებათ კი ის 10-15 წლის შემდეგ ჩვენს შვილებს?

პირადად მე ხელით ვწერ სადღაც… კვირაში ერთხელ, 2 წუთი – როდესაც საყიდი პროდუქტების სიას ვადგენ. სხვა ყველა შემთხვევისთვის ან მობილურია გვერდით, ან ლეპტოპი. ვილიამი რომ გაიზრდება, ძნელად წარმომიდგენია, რატომ შეიძლება დასჭირდეს ხელით წერა კომპიუტერების, ლეპტოპების, ნეტბუქების, ტაბლეტებისა და მობილურების სამყაროში. [აქვე - რა ბედნიერებაა, რომ მას არავინ დააწყებინებს ანბანის 3-ჯერ ახლიდან გადაწერას კალიგრაფიის გაუმჯობესების მიზნით! და აქ დედაჩემს ვუყურებ განმგმირავი მზერით. აი, ხომ გადასარევი კალიგრაფია გამიხდა 24 წლის შემდეგ? sylfaen, კანფეტია!]

ისევ პირველკლასელებს რომ დავუბრუნდეთ, გადავხედავთ რა ამ ასაკის ბავშვებს ჩვენს წრეში, აშკარაა – ისინი, ვისაც სახლში ისედაც აქვთ კომპიუტერი, საკმარისად კარგად ფლობენ მას და არაფერი უჭირს, 2 საათი თამაშის ნაცვლად 1 საათი თუ ითამაშებენ და შემდეგ 1 საათს დავალების გასაკეთებლად გამოიყენებენ. ვისაც არ აქვს კომპიუტერი კი ძალიან კარგი, თუ გაუჩნდება.

მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია, ხელით წერა – გადაშენებადი უნარია და ძალიანაც არ უნდა გავეტიროთ.

მეორე საკითხი, რაზეც საზოგადოება შფოთავს, ბავშვების თვალებია – კომპიუტერიდან კითხვა მოუწევთ და გაუფუჭდებათო. ვაკვირდები, როგორც წესი, ასეთ თემებზე ის ხალხი ახურებს, ვისაც ზოგადად, ჰკიდია ბავშვების თვალები, მათი შვილები ან კომპიუტერთან სხედან 24/7, ან ტელევიზორთან. არადა, რა უჭირს, თუ იმ დროს, როცა ბავშვს თვალები ისედაც უფუჭდება მორიგი მდარე სერიალის თქვენთან ერთად ცქერისას, ეს თვალები რაიმეს მეცადინეობის დროს გაუფუჭდება კომპიუტერთან? თან მინახავს რა ზოგიერთი მდარე ხარისხის სახელმძღვანელო, კიდევ სადაოა, რა უფრო ცუდია მხედველობისთვის, კომპიუტერი თუ იმ უხარისხო წიგნიდან კითხვა.

Posted in Just, რა | 72 Comments

ქარის მოტანილი წერილების დღე

ფეისბუქზე ძალიან საინტერესო ევენთს გადავაწყდი, რომელიც მინდა, რომ გაგიზიაროთ. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დავწერ ჩემს წერილს:

ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა.

უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას.

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით.

ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.

სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.
Event-ის ლინკი ფეისბუქზე.

Posted in Just, რა | Tagged , , | 33 Comments

My 50 cents

მთაწმინდის პარკი, 30 ივნისი

ღონისძიების ორგანიზატორი: “ვაიმეეე, როგორ მიხარია! რამდენი ხალხი მოვიდა ჩემს სანახავად და პიცის საჭმელად!”

მე: o_O

30-მდე, ერთ-ერთი ბლოგერის კომენტარებში გამართული დიალოგი:

ძალიან სიყვარულიანი ბლოგერი (სტილი დაცულია): ეგ 30-ივნისის დაგეგმილი პრეზენტაციებით რატო არ არის ყველასთვის ცნობილი თუნდაც? და მარტო კომენტარის სახით რატო იქნა დაწერილი?

მე: 30 ივნისის შესახებ სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან წერია, ფეისბუქიდან დაწყებული, ტვიტერით გაგრძელებული. ბოდიში, რომ სახლში ვერ მოგართვით მოსაწვევები.

ძალიან სიყვარულიანი ბლოგერი: fb-ზე რო წერია რა ხეირი? ყველა ბლოგერია ფეისბუქზე? ან ტვიტერზე? რაღაცას აკეტებთ და ისევ ტქვენთვის და რაღა გინდა?

მე (გულში, პასუხის დაბეჭდვის ნერვი აღარ მეყო): თუ ფეისბუქზე არ არის და ტვიტერი არ გაუგია, სოციალური მედიის დღეზე საერთოდ რა ჯანდაბა უნდა ადამიანს?

30-ს შემდეგ:

რომელიღაც ბლოგერი: “პიცა ცივი იყო!”

მე (ხმამაღლა): &§&^&%%§, რა!

Posted in Just, რა | Tagged , , , | 28 Comments

Youtubers I love, hate and watch

Top-5 იუთუბერი ვლოგერი, რომელთა არხებიც გამოწერილი მაქვს და სისტემატურად ვუყურებ:

1. Philip DeFranco

მიყვარს! საინტერესო ნიუსების ანალიზს აკეთებს ხოლმე და სიმპატიურია (ჩემი აზრით), კიდევ მომწონს მონტაჟის სტილი, ძალიან დინამიური და კარგად ყურებადი ვიდეოები აქვს. ვდებ მის 2 დღის წინანდელ პოსტს:

2. Vlogbrothers

ანუ ჯონ გრინი და ჰენკ გრინი. ორი ძმა, რომელმაც ერთმანეთისთვის დაიწყო ვიდეოპოსტების ჩაწერა. ერთი ფიზიკოსი გიკია, მეორე – მწერალი. დღემდე ერთმანეთს მიმართავენ ვიდეოებში და მორიგეობით წერენ, ოღონდ უკვე მილიონობით ხალხი უყურებს, ჩემი ჩათვლით.

3. Ray William Johnson

ეს ტიპი თითქმის სულ მაღიზიანებს. ასე მგონია, რომ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ხანდახან სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ მაინც სულ ვუყურებ. ძირითადად იმიტომ, რომ ახალ ვირუსულ ვიდეოებს მიმოიხილავს ხოლმე და ბევრი სასაცილო ვიდეოს შესახებ გავიგე მისი ვიდეოპოსტებისგან. ჰო, კიდევ გელფრენდი ჰყავს, ისიც იუთუბერი ბლოგერი, მიკაკიტი, იმ გოგოს საერთოდ ვერ ვიტან, იმიტომ, რომ კატის ხმებს აკეთებს და მეზიზღება ქალები, რომლებსაც საკუთარი თავი კატები ჰგონიათ.

4. Shane Dawson

საშუალოდ მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვუყურებ. ძირითადად იმიტომ, რომ შავი და ცუდი იუმორი აქვს და ხანდახან კარგ რამეებს არტყამს. ბევრი პერსონაჟი ჰყავს, რომელსაც თვითონ ასახიერებს.


5. Charlie McDonnell (Charlie is so cool like)

ძალიან საყვარელი ბიჭი დიდი ბრიტანეთის რაღაც გადაკარგული ქალაქიდან, მგონი Bath ჰქვია. ამ ვიდეოში, რომელსაც ვდებ, დააჩელენჯეს, თუ შექმნიდა სიმღერას მხოლოდ სახლში არსებული ნივთების (არა ინსტრუმენტების) გამიყენებით. იმჰო ძალიან მაგარი გამოუვიდა : )

Posted in ვიძიუ | 14 Comments

All that buzz…

ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში უამრავი სიახლეა – ტარდება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ.

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და  “საქაერონავიგაციის” დახმარებით 24-26 ივნისს კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეები” ტარდება, რომლის მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვარ.

ეს ერთ-ერთი ევენთია იმ მრავალ სემინარებსა და ვორქშოფებს შორის, რაც სოციალურ მედიაში ჩატარებულა ბოლო პერიოდში. ერთ-ერთი. არც პირველი, არც ბოლო, არც ყველაზე მაგარი, არც ყველაზე ცუდი, ერთ-ერთი.

მაგრამ ქართული ბლოგოსფერო და ფეისბუქოსფერო ისე შეძრა ამ ევენთმა, როგორც ვერ მოახერხა ვერც ერთმა სხვამ. მერამდენე პოსტსა და კომენტარს ვკითხულობ ამ თემასთან დაკავშირებით. ძირითადად კრიტიკას, “რა პრინციპით შეირჩნენ ბლოგერები”, “მეც ბლოგოსფეროს წევრი ვარ” და ა.შ.

მე მიჩნდება კითხვა. ერთი, მარტივი, ლოგიკური – სად იყვნენ ეს “მეც ბლოგოსფეროს წევრი ვარ” ბლოგერები მაშინ, როცა ტარდებოდა New Media Forum, ბლოგკემპი, Social Innovation Camp, კონფერენცია Social media for social change და მსგავსი ღონისძიებები, როდესაც ლამის ვიხვეწებოდით, მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, გინდა პრეზენტაციის გაკეთება? გააკეთე, არ გინდა? – მოდი, მოუსმინე, ჩაერთე, გახდი აქტიური, გაიღე რაღაც სხვისთვის.

სად არიან ეს ბლოგერები მაშინ, როდესაც ტარდება ათას შვიდასი ტრენინგი და სემინარი, ღია კონფერენციები, შეხვედრები?

აა… მანდ მონაწილეობას დრო უნდა, ენერგიის გაღება, პრეზენტაციის მომზადება, სხვისი დახმარება? აა… მაშინ არ გვცალია. კვარიათი? აუ მანდ წავიდოდა კაცი. არ დამიძახეს? იმიტომ, რომ არც ერთ ევენთში სოციალური მედიის შესახებ არასდროს მიმიღია მონაწილეობა, არც კი დავინტერესებულვარ და უბრალოდ ჩემთვის რაღაცეებს ვბლოგავ, კარგად ვწერ და კარგი ტიპი ვარ, მაგრამ ეს სფერო ამდენადაც არ მაინტერესებს, რომ  ბევრი დრო დავუთმო. მაგრამ კვარიათში წავიდოდა კაცი სამი დღით. და ცუდები არიან, რომ არ დამიძახეს! მეც ხომ მაქვს ბლოგი! და კიდევ ათასს ჩემ გარდა! ათასივეს დაგვიძახონ! ან არ დაარქვან “ქართული ბლოგინგის დღეები”! საერთოდ არაფერი დაარქვან!

პ.ს.: განსაკუთრებით ბოღმიანთა გასახარად – აქ მაგარი ცუდი ამინდებია, წვიმს, მზე არაა. რომც იყოს – დილის 9-დან საღამოს თითქმის 10-მდე  პროგრამა გაწერილია და შესაბამისად, ვერც დასვენებას მოვასწრებთ.

Posted in Just, რა | Tagged , , , , | 223 Comments

ქუჩაში რომ შეგხვდეთ

ახალი ბლოგოვირუსი

ჩემს იმედზე არ იყოთ – ვერავის ვცნობ. იმიტომ არა, რომ “სახეებს ვერ ვიმახსოვრებ” (ეს უნდა წაიკითხოთ იმ ტონით, როგორც ამბობს ყველა მეორე ადამიანი, თითქოს დანანებით, სინამდვილეში ოდნავ ქედმაღლურად). უბრალოდ, თვალს მაკლია, თან ბლომად და ყველაფერი ოდნავ იბლარება ირგვლივ, მათ შორის, ადამიანების სახეებიც.

იმის გამო, რომ ვიცი – თვალს მაკლია და მაინც ვერ დავინახავ, აღარც ვატან ძალას და ძალიან უყურადღებოდ დავბოდიალობ.თუ ფული მაქვს – ტაქსით, თუ არა და ფეხით ან მეტროთი. ვცდილობ, მარშუტკები ავირიდო, მითუმეტეს, თუ შორს მივდივარ და დიდხანს მომიწევს სიარული.

სად?

გააჩნია, რა პროექტზე ვმუშაობ. თითქმის ყველგან შეიძლება ჩემი ნახვა, გორშიც კი (ამასწინათ სახლიდან ნახევარი საათით გასული იქ აღმოვჩნდი). ძირითადად მაინც საბურთალოს ვეტრფი, აქ ვცხოვრობ, მეგობრებიც ირგვლივ არიან და ვილის სასეირნო ბაღებიც.

ამოჩემებული კაფეები, პრინციპში, არ მაქვს, თუმცა ყაზბეგზე ახალი ეისიდი ძალიან შემიყვარდა და თუ კაფეში ვხვდები ვინმეს, მანდ ვნიშნავ შეხვედრას. ჩემს სახლთან ახლოსაა, დიდი სივრცეა და არ არის ჩაგუდული გარემო, ნორმალური ინტერნეტი აქვთ და ერთი ოფიციანტი გოგო ისე იღიმის, ჯოჯოხეთის კარამდე გავყვები. სამწუხაროდ, უფრო შიგნით ვეღარ შევყვები, რადგან ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯერა.

როგორ?

რასაც გადავხედე, ყველას უწერია, იმით მიცნობთ, რომ მუსიკას ვუსმენ სულო. და რადგან ირგვლივ ამდენი მუსიკისმსმენელია, მით უფრო იოლად მიცნობთ მე – მუსიკას თითქმის საერთოდ არ ვუსმენ, მითუმეტეს ქუჩაში.

როდესაც რაღაცას მეკითხებიან, დეტალურად ვუხსნი, თუ დახმარება სჭირდებათ – ვეხმარები. არა იმიტომ, რომ კეთილი ვარ – უბრალოდ, მე ბევრჯერ მეხმარებიან ხოლმე ქუჩაში და მინდა, რომ რაღაც დავაბრუნოსავით.

მანქანებს, რომლებიც წითელზე არ ჩერდებიან და მე ამ დროს ქუჩაზე გადავდივარ, შუა თითს ვუჩვენებ. ბავშვიან ქალებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე არიან ან შუქნიშანთან 2 წუთი არ ელოდებიან და ისე გადააჭრიან ხოლმე გზაზე, ერთი-ორ ტკბილ სიტყვას ვეუბნები, მაგრამ, როგორც წესი, მაიგნორებენ ხოლმე, ვითომ ვერ გაიგეს (ბავშვიანს იმიტომ, რომ საკუთარი თავი თუ არ ენანებათ, შეუვარდნენ ბორბლებქვეშ რომელ მანქანასაც უნდათ და ბავშვებს რას ერჩიან ხოლმე, არ მესმის).

მიყვარს ქუჩაში ჭამა, ყავის სმა, კედლებსა და ხეებზე გაკრული განცხადებების კითხვა. ხანდახან ხმამაღლა ლაპარაკიც, უფრო სწორად, ეს არ მიყვარს, უბრალოდ დამჩემდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე შეცდომით შევუხვიე,”უიმე, შემეშალა, რა მჭირს ამ ბოლო დროს”-ს ვამბობ.

მე მომწონს

ხშირად დავდივარ ლეპტოპით, რომელიც დევს ლამაზ ჩანთაში. ამ ჩანთას კიბორგა “გეისმასტერულს” ეძახის და თუ დაღლილი ვარ, არაფრით მეხმარება წამოღებაში: “თუ გინდა, რომ კაცი გეხმარებოდეს ლეპტოპის თრევაში, გეისმასტერული ჩანთა არ უნდა იყიდო!” (c) კიბორგა, The მამა of William.

Posted in MeMe | 19 Comments

დღეს დილით

ერთ წლამდე რჩება 11 დღე:

Posted in ვიძიუ | 24 Comments

Djarum

ჩემი ახალი სიყვარული – კრეტეკი. ინდონეზიური სიგარეტი, ოღონდ მთლად სიგარეტი არა, მიხაკის ხის ნაყოფისა და სხვადასხვა არომატების ნარევი, ძალიან მსუბუქი და არომატული. დეტალური ინფორმაცია კრეტეკის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთლად ახალი შემოტანილია საქართველოში, ჯერ ყველა მაღაზიაშიც კი არ იყიდება (ზუსტად ვიცი, რომ არის “კონტინენტალში”, ყაზბეგზე. დეტალური სია იხილეთ აქ). საქართველოში კრეტეკის ყველაზე გავრცელებული ბრენდი, Djarum შემოიტანეს – Djarum Black და Djarum Cherry. Black – დარიჩინის არომატითაა, Cherry – ალუბლის. მე, როგორც ბლოგერს, მერგო მისი გასინჯვის ექსკლუზიური პატივი. უფრო სწორად, მარტო მე არა, ამ დღეებში ბლოგერული დევიშნიკი გვქონდა თაასთან და 10-მა მდედრმა ბლოგერმა დავაგემოვნეთ.

  • ძალიან ლამაზი კოლოფი აქვს, ღერებიც ელეგანტურია
  • ტკაცუნებს (თავიდან მეგონა, რომ თმა შემეტრუსა, მაგრამ თურმე სახელი ამ ტკაცუნის გამო ჰქვია)
  • არ აქვს თამბაქოს მძაფრი სუნი (არც ოთახში და არც ხელზე)
  • არომატულია (ყველას, ვისაც გავასინჯე, გაუჩნდა ჩილიმის ასოციაცია)
  • მსუბუქია
  • ბევრს ვერ მოწევ (მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქია)
  • ტუჩებზე მოტკბო გემოს ტოვებს

კბილი მტკივა ეს დღეებია და მეჩვენება, რომ მიყუჩებს კიდეც ტკივილს. მაგრამ ეგ მგონი პლაცებო უფროა, ვიდრე კრეტეკის ღირსება. :D

Posted in Ad | Tagged , , , , | 19 Comments

მენატრები, ჩემო ბლოგო

წეღან ეკასთან ლაპარაკისას (რომლის ბლოგსაც რეკომენდაციას ვუწევ), ერთ რამეს მივხვდი – ფეისბუქი მაგრად მხარჯავს.

სულ ხდება ირგვლივ რაღაცეები, რისი დაწერაც მინდა და, როგორც წესი, ფეისბუქზე ვწერ სტატუსად ან ამა თუ იმ ლინკს ვაშეარებ. ბოლოს ვიცლები და ბლოგზე აღარ ვწერ.

არადა ფეისბუქსაც რომ ვერ შევეშვები? მას შემდეგ, რაც სოციალური მედია პროფესიად იქცა, ფეისბუქზე ჩემი არყოფნა გამორიცხულია, მაგას სჯობს ხარაკირი გავიკეთო.

რამე უნდა მოვიფიქრო, ბლოგი მენატრება ძალიან.

Posted in Just, რა | 20 Comments

“კავკასიის” შემდეგ…

რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი.

მეგონა, რომ “სადღაც იქ” უფრო კარგია, მეტად დამაფასებენ, მომეფერებიან, “იქ” არ არიან ძველი ბიჭები, “იქ” არ ყრიან ქუჩაში ნაგავს, “იქ” მეტი ფულია და მეტი შესაძლებლობა, “იქ” არავინ შენს ცხოვრებაში არ ერევა. მოკლედ, აწყობილ ქვეყანაში აწყობილ ცხოვრებას რა სჯობს.

მერე ცოტა გავიზარდე და მივხვდი, თუ რამე არ მოგწონს – უნდა შეცვალო, სახელმწიფო ზემოდან არ შენდება, როგორც ხე არ მწვანდება ზემოდან – თითოეულ მოქალაქეს შეაქვს წვლილი უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში.

ვიფიქრე, რომ თუ მე ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ, თუ სტუდენტი კარგად ისწავლის, თუ მეეზოვე კარგად დაგვის, თუ რესტორანში მზარეული გემრიელ საჭმელს გააკეთებს, თუ ყველა გადავიხდით ავტობუსში მგზავრობის ფულს და ურნაში ჩავაგდებთ ნაგავს – ეს ქვეყანაზე მალე აისახება და სულ რამდენიმე წელში ჩვენი “აქ” ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე “იქ’.

Lead by example – ჩემი ცხოვრება ამ იდეაზე აეწყო. მე მიყვარს, ვაფრენ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ქვეყნის განვითარებაში: სოციალურ მედიაზე ვმუშაობ, ტრენინგებს ვატარებ, მჯერა, რომ სოციალური მედია ერთ-ერთი გზაა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის ამაღლებისათვის. ნაგავს ურნაში ვაგდებ, ავტობუსში ბილეთს ვიღებ, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი. ყველაზე ჭკვიან და საყვარელ ბავშვს კარგ ადამიანად ვზრდი, მაღაზიაში ვცდილობ ქართული პროდუქცია ვიყიდო. მე მჯერა, ამ პატარა ნაბიჯებითაც კი რაღაც დიდის ნაწილი ვხდები, მე მჯერა, რომ თუ ამ გზით ვივლი, სხვებიც მომყვებიან და ბევრს მივაღწევთ ერთად.

ჩემი მეგობარი, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიდა, გაოცებული მიყურებს, როდესაც ქუჩაში სიგარეტს ვუკიდებ, მეორე, აზერბაიჯანელი მეგობარი კი კულტურულ შოკს იღებს, როცა კაფეში სექსზე ვსაუბრობთ და მეპატრონე არ გვაგდებს კაფედან. ჩემს ამ ორივე მეგობარს საქართველოში ცხოვრება უნდა, მე მეღიმება და მხრებში ვიმართები – ალბათ მივაღწიე რაღაცას, რადგან მათთვის საქართველო გახდა ის “იქ”, სადაც მე მინდოდა გაქცევა წლების წინ.

მერე ჩნდება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” და მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მართლმადიდებლობას ამოფარებულნი ჩემს მეგობრებს არბევენ, სცემენ, ქუჩაში უხვდებიან, რომლებიც ტელევიზიის ეთერში შევარდებიან, ქრისტეს სახელით იგინებიან და იქნევენ მუშტებს, თვლიან, რომ ლიბერალიზმი – საგინებელია, “ქართველობა უნდა დავიცვათ”, “ამათ ქვეყანა არ უნდა გავათელინოთ”, “ღმერთი თუ არ გწამს – უნდა მოკვდე, თან წამებით!” “გეები – დასახოცია!”, “სხვა ეროვნების ხალხი ამ ქვეყანაში არ უნდა ჭაჭანებდნენ!” “დაგსჯით!”

ისინი იმუქრებიან, არბევენ, სცემენ, აგინებენ, ატერორებენ. პოლიცია – ისევ გულხელდაკრეფილი დგას. საზოგადოების ნაწილი ფაშისტებს, რომლებსაც ატრიბუტიკაც კი შესაფერისი აქვთ – მხარსაც კი უჭერს და აქეზებს.

და დგება გადამწყვეტი მომენტი.

ახლა წყდება, საით წავა სახელმწიფო, რომელსაც მე ვაშენებდი. ახლა წყდება, მომკლავენ იმის გამო, რომ ათეისტი ვარ თუ არა, ახლა წყდება, მართლა აქვს თუ არა ჩემს ქვეყანას შანსი გახდეს ის “იქ”, სადაც უხარიათ ცხოვრება და საიდანაც გაქცევას არ ფიქრობენ.

იმედის თვალით ვუყურებ ხელისუფლებას, მთავრობას, სამართალდამცავებს, ვისაც ეხება ყველას – ვეხვეწები,  დამიცავი, დამიცავი და ერთად ავაშენოთ ის ქვეყანა, რომლითაც ვიამაყებთ, აი, ხომ ხედავ, მე ჩემს წილს ვაკეთებ – გააკეთე შენც შენი წილი და ერთად ავაშენოთ. გთხოვ.

Posted in Just, რა | 57 Comments

“ნიჭიერი” მე

ნიჭიერის შესახებ ბევრი რამის მოყოლა მინდოდა ხოლმე ბლოგზე და ვერ ვყვებოდი.

კარგი რომ დამეწერა, იფიქრებდით, რომ გულწრფელი არ ვარ, რადგან იქ ვმუშაობდი, ცუდი რომ დამეწერა… ნუ, სამსახურზე, რომლიდანაც საკუთარი ნებით წამოსვლას არ აპირებ, ცუდი არ უნდა დაწერო.

გუშინ “ნიჭიერის” ფინალი იყო, კონტრაქტი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ შეწყდა, ასე რომ ახლა თამამად შემიძლია დავწერო პოსტი პროექტის შესახებ, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მომცა და რომელსაც, მე მგონი, მეც მივეცი რაღაც ჩემი, არც ისე პატარა ნაწილი.

დასაწყისი

სულ პირველად რუსთავი2-ში რომ დაგვიბარეს, ისე მივედი, საკმაოდ უემოციოდ, მორიგი რაღაც-გვინდა-ვქნათ-და-არ-ვიცით მეგონა, რომლითაც უკვე საკმაოდ მქონდა გამოჭედილი ყურები. იმ პერიოდში პარალელურად სულ მიდიოდა მსგავსი სახის შეხვედრები, მათ შორის, ორი სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებთანაც. არ ვიცი, როგორ დაემთხვა ასე, რომ ყველა ერთი და იგივე პერიოდში დამიკავშირდა. თუმცა ამ შეხვედრებიდან ერთადერთი, ვინც იცოდა, რა უნდოდა და რაში შეიძლებოდა ჩვენი გამოყენება, იყო ის ტიპი, ვინც რუსთავი2-ში დაგვხვდა, რომლის სახელი და გვარი ვერც კი დავიმახსოვრე მაშინ.

დაახლოებით 2 თვის შემდეგ “ის ტიპი” (რომელსაც გიორგი ხაბურზანია ჰქვია და “ნიჭიერის” აღმასრულებელი პროდიუსერია) ჩემი უფროსი გახდა, მე – “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგი ჩამბარდა და მივიღე  კასტინგებზე დასწრებისა და ყველგან ცხვირის შეყოფის უფლება. ჰო, აპრილში წამომეწია პროდიუსერთა საერთაშორისო გილდიის მიერ მიღებული ‘ტიტული’ – ტრანსმედია პროდიუსერი, რომელიც მაშინვე ამაყად ჩავწერე სივისმაგვარ გვერდზე.

შენ მანდ რას აკეთებ?

ყველგან online

ჩემს მოვალეობებში შედიოდა ყველაფერი, რაც ინტერნეტს ეხება – პროექტის დაწყებამდე ცნობადობის გაზრდა (რასაც pre-buzz დავარქვი), ბლოგის მართვა, ბლოგისთვის კონტენტის შექმნა, სხვების (ამ შემთხვევაში – 3 ბლოგერის) პოსტების რედაქტირება, ვიდეოების დადება, ფეისბუქის ფეიჯი, მეილები და ა.შ. გარდა ამ ყველაფრისა, თავიდანვე მაქსიმალურად ვეცადე, გავრკვეულიყავი – თუ როგორ კეთდება შოუ, გადაღებები, მონტაჟი, თითოეული გადაცემის სცენარი. ყველაფერს ვაკვირდებოდი, მართლა ყველგან შევყავი ცხვირი, სადაც შემეტია – ეს რაღაც წიკი მაქვს ასეთი, მინდა, ყველაფერი ვიცოდე იმის შესახებ, რასაც ვაკეთებ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც მე შეიძლება არანაირად მეხება.

გუნდი

ნახევარფინალის რეპეტიციაზე

ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა… არა, გამართლების არ მჯერა, მაგრამ მაინც, იყოს ასე – ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან “ნიჭიერის” სულისჩამდგმელ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ყაზარმიდან დაწყებული (გახსოვთ ეგ შოუ ისე? :), ბარით, ჯეოსტარით და ვარსკვლავების აკადემიით გაგრძელებული, ყველაფერი ამ გუნდის შექმნილია, უდიდესი გამოცდილება აქვთ და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებ ტელევიზიასთან რაიმე შეხება გქონდეს.

“ნიჭიერი” საქართველოში პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელმაც არ დაიკიდა ინტერნეტი და სოციალურ მედიაშიც გაუკეთდა მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა პროექტის რეიტინგზეც (რა ცუდია, რომ მართლა ვერავინ გაზომავს, იმ რეკორდული რეიტინგებიდან, რაც ნიჭიერმა მიიღო, რამხელა წვლილი აქვს სოციალურ მედიაში ჩართულობას). და მე სიამაყისგან ლამის ვსკდები, რომ საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას – დიახ, პირველად ეს მე გავაკეთე…


მე და ნიჭიერი

ორი ილუზიონისტი, ერთი ვილი, ერთი მე

ერთხელ ფეისბუქზე დავწერე, ნიჭიერის ფანი ვარ, მართლა მაგრად მომწონს და ნეტა აქ რომ არ ვმუშაობდე, მაინც თუ მომეწონებოდა და აქტიურად თუ ჩავერთვებოდი-მეთქი. ეს შეკითხვა ისევ ძალაშია. მე ის ტიპი ვარ, აი გამაღიზიანებლად რომ იბზუებენ ცხვირს და ამბობენ, ჰა? შუა ქალაქი? არ ვიცი, მაგას არ ვუყურებ. საერთოდ სახლში ტელევიზორი არ მაქვს.

არადა მართლა არ მქონდა და მართლა არ ვუყურებ. ამიტომ საინტერესოა და ვერასდროს გავიგებ – ნიჭიერში რომ არ ვყოფილიყავი თავით ფეხამდე შერჭობილი, რას ვიტყოდი მის შესახებ, როგორც რიგითი, არა, რიგითი კი არა – ცხვირაბზუებული მაყურებელი.

რა მივიღე

  • უდიდესი გამოცდილება, რომელიც პრინციპში მთლად უმტკივნეულოდ არ მოსულა – ბევრი შეცდომები იყო, ჩავარდნებიც, სრულიად შემთხვევით წარმატებულად გარტყმული იდეებიც.
  • ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.
  • კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობა და საქმის გადანაწილება ძალიან მიჭირს, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა მანამ, სანამ საქმე კარგად კეთდება, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა.
  • დიდი, მსუქანი, ძალიან ნოყიერი პუნქტი სივიში.
  • ცოტაოდენი ფული.
  • აღარავისთან მიწევს მტკიცება, თუ რა მნიშვნელოვანია სოციალური მედია.

ფინალის შესახებ

ბლოგის პოსტების მზადებისას

რადგან ბევრი მეკითხება, ბარემ აქაც დავწერ. ფინალი… და პროექტის გამარჯვებული – ლევან შავაძე. ბოლო დღის მანძილზე ათობით ადამიანმა მკითხა: - გაგიტყდა?

პასუხი: -კი, მერე შევეგუე და მხოლოდ ინფორმაციად შევუშვი თავში. შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე, სინამდვილეში მისი გამარჯვება არ გამიტყდა, სხვა რამ იყო გულდასაწყვეტი:

1. ის, რომ ნაცარაშვილი, ხანჩალიანი და რობაქიძე, ეს სამი ფენომენალური ადამიანი სამეულშიც კი ვერ მოხვდა.

2. ის, რომ ამდენი ვიწვალეთ, ასე დავიხარჯეთ, ასეთი შოუ დაიდო ქართულ ტელესივრცეში, ამდენი განსხვავებული ნომერი… და ხალხმა ისევ ის აირჩია, რასაც წლებია ირჩევს. არ ვიცი, როგორ გადმოვცე – იმედგაცრუებაც არაა შესაფერისი სიტყვა. აი, კვერცხს რომ შეწვავ და სტუმრებს გაუმასპინძლდები, მეორე დღეს კი რომ იწვალებ, ხინკალს, ნიგვზიან ბადრიჯანს, სოკოს კეცზე, პიცას, სპაგეტის, ჩინურ ბრინჯს და სუშის რომ დადებ სუფრაზე და სტუმრებს იგივე რეაქცია რომ აქვთ, რაც შემწვარი კვერცხის დროს ჰქონდათ…

და მე ♥ ნიჭიერი. მომენატრება…

Posted in Just, რა | 34 Comments