Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბავშვი’

გუშინ ჩვენს ვეტერან ბლოგერს, დვორსკის შეეძინა (შეესყიდა, შეექირავა) გოგო. გიგა, გილოცავ. რაც მთავარია, ბავშვი არის თხის რქა. და ჯანმრთელი. :D დღეს, ანუ 13 იანვარს ჩემი დაბადების დღეა, 24 წლის გავხდი. რამდენიმე მეგობართან ერთად რაღაც როკ-კლუბში წავალთ 9 საათზე, რომლის event invitation აქტიურად მომდიოდა ფეისბუქზე და მერე აღმოვაჩინე, რომ ყველა მანდ მიდის, ვისთანაც გამიხარდებოდა საღამოს გატარება. [...]

Read Full Post »

ყველა ორსული მოუთმენლად ელოდება, როდის გაინძრევა პირველად ბავშვი მუცელში. მეც ასე მოუთმენლად ველოდი. ყველა საიტი გადავქექე და დავასკვენი, რომ სადღაც 18 კვირისთვის მაინც უნდა მეგრძნო, გადავთვალე ეს 18 კვირა და მობილურის კალენდარში იმ დღეზე ჩავწერე: ”გრძნობ უკვე ბავშვის მოძრაობას?” ასე დაიწყო წარსული და აწმყო დოდკას ურთიერთობა. ცოტა ხანში ამ მეთოდით ჩემს მომავალ მე-ს კიდევ ბევრი [...]

Read Full Post »

ჩვენი შვილები ჩვენი მშობლების შურისძიებაა. (c) არ მახსოვს სად წავიკითხე. მხოლოდ მაშინ იწყებ მშობლის გაგებას და მისი ამა თუ იმ საქციელის ობიექტურად გამართლება/გამტყუნებას, როდესაც თავად გიჩნდება შვილი. ყველაზე რთული ალბათ მაშინ იქნება, როდესაც გვეცოდინება (ან გვეგონება), რომ ვილი შეცდომას უშვებს. თეორიულად ამაზე ფიქრისასაც კი მაგარი ძნელია, არ დაუშალო, გადგე გვერდზე და უყურო, როგორ იმტვრევს ცხვირს. [...]

Read Full Post »

Интернет как жизнь: делать нечего, а уходить не хочется. (c) ნინას სტატუსი Facebook-ზე. სიცხის გამოა ალბათ, ტვინი საერთოდ რომ არ მიმუშავებს. ყოველ დღე ვხსნი ბლოგზე ახალი პოსტის საწერ გვერდს და თავს ვერ ვაბამ ვერაფრის დაწერას. სხვა ბლოგებსაც გადავხედე წეღან და დიდი აქტივობა იქაც არ შეინიშნება, ეტყობა ზოგადი სენია. წავიკითხავ ახლა მოტივატორ რაღაცეებს და ნელ-ნელა ვეცდები [...]

Read Full Post »

მესამე კვირა გადის, რაც ფეხი მაქვს მოტეხილი. ვოცნებობ ფეხზე გავლაზე. გუშინ მთელი დღე ვფანტაზიორობდი, როგორ გავასეირნებ ბავშვს გარეთ, ავიდგამ თუ არა ფეხს – თუნდაც ცალი ყავარჯნით (თუ ტროსტი ჰქვია მაგას) რომ შემეძლება სიარული – კალიასკას ჩამატანინებს კიბორგა, მე გავასეირნებ “ბლიადსკი პარკში”, რომელიც აქვეა გზის გადაღმა, მერე გამოვასეირნებ უკან, დავურეკავ და ამატანინებს ისევ. თან მთელ დეტალებში [...]

Read Full Post »

მე და კიბორგამ რამდენიმე დღის წინ ერთი შეხედვით ბრუტალური ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ. ექსპერიმენტს აქვს კოდური სახელწოდება – слабо?! ექსპერიმენტის შინაარსი: შეუძლიათ თუ არა დახმარების გარეშე გადარჩენა მამრს, ახალშობილს და ფეხმოტეხილს. პირველ რიგში უარი ვთქვით დედაჩემის მიერ მოძიებულ დამხმარე ქალზე, რომელიც წესით ჩემი სამშობიაროდან გამოსვლისთანავე უნდა მოსულიყო. ზოგი პირველ თვეს ისედაც დაიხმარს ხოლმე დედას, ბებიებს ან [...]

Read Full Post »

ბევრი ფიქრის, აწონ-დაწონვის და ორიოდე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე საკეისროს გაკეთება. ამ მომენტიდან ირგვლივ თითქმის ყველა იქცა გამოცდილ მეან-გინეკოლოგად და “საკეისრო ცუდია! იმშობიარე!” ან ცოტა შერბილებული: “შენი საქმის უკეთ იცი, მაგრამ მე ბუნებრივად გირჩევდი” რეპლიკები დაიწყო. კიბორგაც კი არ ჩამორჩა. მხოლოდ ფორუმზე არსებულმა ორსულებმა გაამართლეს ჩემი გადაწყვეტილება 100%-ით, რადგან მათ იციან, ჯერ ისედაც რა საშიშია [...]

Read Full Post »

რამდენიმე დღეა ამ კომპზე კლავიატურა გაფუჭებული მაქვს, პატარა ლეპტოპიდან ისედაც ძლივს ვბეჭდავ – ის მხოლოდ ლოგინში საკითხავია, რაც ეგრევე შეეტყო ჩემს ონლაინ-აქტივობას, განსაკუთრებით – ბლოგს. ახლა რაღაც უბედური კლავიატურით ვბეჭდავ და იმედი მაქვს, რომ კიბორგა ინამუსებს და ხვალ უკეთესს მიყიდის – ბევრი მაქვს საბეჭდი! ამ ბოლო დღეებში ერთი უცნაური რუტინა შეგვიმუშავდა: ყოველ დილით 6 საათზე [...]

Read Full Post »

დღის ორი დადებითი ფაქტი, რომლებიც მოხდა მარჯანიშვილზე, “ელეფანტში”: ოფიციანტმა ბიჭმა ვერ შეამჩნია ჩემი 8 თვის მუცელი. ვიჯექით არამწეველთა ნაწილში და პირველად ცხოვრებაში კაფედან გამოსვლის შემდეგ სიგარეტის ბუღის აურა არ დამდევდა. ვინც არ იცის – პირველი მაისიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა რესტორანს და კაფე-ბარს უნდა ჰქონდეს გამოყოფილი ცალკე ტერიტორია მწეველთათვის და არამწეველთათვის (სასურველია ტერიტორია იყოფოდეს [...]

Read Full Post »

უამრავი რამ, რაც ჯერ არ გამიკეთებია ცხოვრებაში. 43things.com და იქაური მიზნების ტოპ-10-ეული.

Read Full Post »

* * * დანაშაული ქართული ენის წინაშე: ბავშვებს მეორე თუ რომელიღაც კლასში რომ ასწავლიან გადაბმულად და მახინჯად წერას. განსაკუთრებით “ო” – რაღაც ორი მახინჯი ხაზი რომაა, |_ ბრრრ… * * * არ ვთვლი ნორმალურად ხალხს, ვისაც სექსი აქვს ბავშვის გვერდით [ბავშვი როცა ცალკე ოთახში არ წევს, მოკლედ]. * * * ფორუმზე ერთმა ქალმა თემა გახსნა [...]

Read Full Post »

Supernanny-ში ხშირად არის ბავშვების დაძინების პრობლემა, რასაც წარმატებით ებრძვის ხოლმე სუპერძიძა.  მეთოდის პირველი ნაწილია ის, რომ შექმნა ძილისწინა რიტუალი – ანუ მოქმედებები, რომლებიც ამზადებს ბავშვს ძილისათვის, ნუმაგალითად, ძილის წინ ზღაპრების კითხვა, წყნარი მუსიკის მოსმენა და ა.შ. შემდეგი ნაწილია ის, რომ ბავშვი არ აყანყალო, დააწვინო, ძილინებისა უსურვო და გამოხვიდე ოთახიდან (ან თუ ჯერ შეუჩვეველია და ჭიჭყინებს [...]

Read Full Post »

რა ვქნათ, თუ პარტნიორს ბავშვი უნდა, ჩვენ კი მაინც და მაინც არ აღგვაფრთოვანებს ეს იდეა? ნაბიჯი 1: შევდივართ იუთუბზე ნაბიჯი 2: ვეძებთ გადაცემას supernanny [დევს რამდენიმე სერია თავიდან ბოლომდე, ნაწილებად დაჭრილი, მაგ., პირველი სერია] ნაბიჯი 3: ყოველგვარი შემზადების გარეშე ვსვამთ პარტნიორს კომპთან მოხერხებულად, ვუჯდებით გვერდით და ვაყურებინებთ ყველა ეპიზოდს! ნაბიჯი 4: განიხილავთ, რომელი თქვენგანი გაიკეთებს [...]

Read Full Post »

ბღავილის ყოველდღიური სეანსის მაგიერ… ზეგ გაზაფხულია ოფიციალურად, არაოფიციალურად კიდევ ჩემთვის დღესაც გაზაფხული იყო, მაგრად თბილოდა, ფეხით ვსეირნობდით და ვიღაც სამმა ბავშვმა პეკინზე გაჩერებაზე ჩემს დანახვაზე – ვააჰ ძუძუო თქვეს. კარგა ხანია უბრალოდ პოსტი არ დამიწერია ბლოგზე, აი არაფერი ისეთი რომ არ უნდა დაწერო და მაინც გეწერინება, მასეთი, რომ ბოდიალობ ყვლაფერზე ერთად და კონკრეტულად არაფერზე. დღეს [...]

Read Full Post »

მუზა: 1. Ladycrow’s post. 2. Polsky’s Topic. ორი Major რამეა, რასაც სიკვდილის წინ  დავიბარებდი – 1. ბავშვი რჩება კიბორგასთან, სულ რომ მთელი სამყარო ყირამალა დადგეს – არანაირი ბებიები, არანაირი “შვილი დავკარგე და ამას მაინც მოვეფერები” და ა.შ. 2. მინდა, რომ ორგანოების დონორი ვიყო, აი საზღვარგარეთ როგორცაა, თუ გაქვს ხელი მოწერილი რაღაც ფურცელზე – სიკვდილის მერე [...]

Read Full Post »

Older Posts »