Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბლოგი’

ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში უამრავი სიახლეა – ტარდება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და  “საქაერონავიგაციის” დახმარებით 24-26 ივნისს კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეები” ტარდება, რომლის მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვარ. ეს ერთ-ერთი ევენთია იმ მრავალ სემინარებსა და ვორქშოფებს შორის, რაც სოციალურ მედიაში ჩატარებულა ბოლო პერიოდში. ერთ-ერთი. არც [...]

Read Full Post »

ფობიების ჩამონათვალს შორის, რომელიც ხშირად ვირუსულად კოპირდება ხოლმე აქეთ-იქით [კიდევ ერთი "ვირუსული" საკოპირებელი მასალაა "უცნაური კანონები" და ერთი ბლოგერის მიერ დაწერილი "მხოლოდ საქართველოში"], ოდესღაც თვალი მოვკარი ერთს: აკრიბოფობია – წაკითხულის შინაარსის ვერგაგების ფობია. თავის დროზე ძალიან გამახალისა. თუმცა ხანდახან ბლოგებზე (მათ შორის, ჩემს ბლოგზე) დაწერილ ზოგ კომენტარს რომ ვკითხულობ… ძალიან, ძალიან ბევრს უნდა ჰქონდეს ეს [...]

Read Full Post »

ცოტა უნდა წავიექსპერიმენტო ბლოგზე, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ შემოხვალთ და ბევრი პოსტი ერთად დაგხვდებათ. უნდა ვიექსპერიმენტო პოსტების სიხშირეზე, სიგრძეზე, სტილზე და ა.შ. რადგან აშკარად ცოტა შეჯანჯღარება მჭირდება, “ზიგზაგი”. რა არის “ზიგზაგი”? თუ არ ვცდები, ოდესღაც ვლადიმერ ლევთან ამოვიკითხე წიგნში აუტოტრენინგის შესახებ. ზიგზაგი არის სიტუაცია, როდესაც აცდები დადგენილ რუტინას, გზას, ცხოვრების წესს. მაგალითად, თუ სულ დგები [...]

Read Full Post »

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ჩემი ოცნება იყო მეკეთებინა ის საქმე, რაც მიყვარს და ამაში ფულიც მიმეღო. ჩემს შემთხვევაში – ვყოფილიყავი ბლოგერი და მქონოდა აქედან შემოსავალი. უამრავი ახალი ბლოგერი გამოჩნდა ბლოგოსფეროში და დარწმუნებული ვარ, ჩემს ამ (პრინციპში უკვე შესრულებულ) ოცნებას ბევრი იზიარებს. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ცოტათი მაინც დაგეხმაროთ ოცნების ახდენაში. თუ [...]

Read Full Post »

ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო”, ”ომედია” და თავისუფალი რადიკალები (დოდკა და სვითი) წარმოგიდგენთ! [ტადააამ!] ბლოგერების ახალ ”სამაგიდო” საიტს [ტადაააამ!] blogroll.ge – ქართული ბლოგების კატალოგი. თუ ბლოგი გაქვთ: ააააუცილებლად დარეგისტრირდით! აქედან ადვილად გიპოვიან, შეძლებთ იმონაწილეოთ რეიტინგებში, თვალი ადევნოთ ბლოგოსფეროში მიმდინარე სიახლეებს, იპოვოთ თანამოაზრეები! თუ ბლოგების კითხვა გიყვართ: ასევე ააააუცილებლად დარეგისტრირდით – იმიტომ, რომ ბევრ ახალ ბლოგს [...]

Read Full Post »

რამდენიმე დღით დედაჩემთან და ჩემს დასთან გადმოვედით მე და ვილი საცხოვრებლად – ჩვენთან ახალ ფანჯრებს სვამენ ლოჯში და იქ ვერ გავჩერდებოდით. ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს ამ სახლში. ჩემია, მაგრამ თითქოს არც არის ჩემი. სადღაც 2 წელია აქ არ გამითენებია, ისედაც ამ პერიოდის მანძილზე სულ რამდენჯერმე ვარ ამოსული. რაღაც მომენტებში მგონია, რომ არც წავსულვარ აქედან – [...]

Read Full Post »

რა არის ინტერნეტ მემე და როგორ მუშაობს ის ბლოგოსფეროში, მემე – ”ბავშვობაში მეგონა, რომ”…

Read Full Post »

ჩემი ფეისბუქური მოღვაწეობის მორიგი შეჯამება. პირველი იხილეთ აქ. პოლიტიკა და ოდნოWeb ერთი ძველი პოსტი საბუნიას ბლოგიდან. ალასანია.გე-ზე საბა წერს გრძელ წერილს, თუ რა მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ადმინისტრატორი პასუხობს: “ისე არამგონია ირაკლი ალასანია ინტერნეტს ცუდად იყენებდეს – odnoklassniki.ru-ს ხშირი სტუმარია”. ოფიციალური საიტი, მაჟორიტარი დეპუტატი – “ოდნოკლასნიკის” ლოგო სურათზე – tskaltubo.ge საჭირო ლინკები Firefox-ის [...]

Read Full Post »

ზღაპარი, რომელიც მოვუყევი ვილის გუშინ ძილის წინ (!) იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ერქვა ვილი. ერთხელ ვილიმ გადაწყვიტა წასულიყო დედიკოს და მამიკოს სახლიდან და თავისი აეშენებინა. ჯერ მივიდა ქართული სერვერების ქალაქში. ქალაქის უბნებში გვერდიგვერდ იყო განლაგებული რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მიერ ნაშენები სახლები: ბუმ.ჯი, ლოგ.ჯი. ბლოგ.ჯი და სხვები. ააშენა ვილიმ საკმაოდ დიდი [...]

Read Full Post »

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემის განხილვა მინდა რამდენი ხანია და ახლა მენანება დაპოსტვა, ბევრი ისეთი ადამიანია დასასვენებლად წასული, რომლის აზრსაც სიამოვნებით მოვისმენდი და რომ ჩამოვლენ,  ორი კვირის წინანდელ, ჩაძირულ და მეორე გვერდზე გადასულ პოსტებს ვინ წაიკითხავს და დააკომენტებს. აგვისტო მაგარი მუდო თვეა ქართული ინტერნეტისთვის. გუშინწინ ღამე facebook-ზე ამ ბლოგის გვერდი გავაკეთე. მაგრად მერიდებოდა ხალხის [...]

Read Full Post »

თუთორიალი მათთვის, ვისაც არ მოსწონს ეს ბლოგი, ასევე რაიმე პრეტენზია აქვს ჩემი ან კიბორგას წერის სტილზე:

Read Full Post »

გადავწყვიტე, რომ ვცადო და ფეისბუქზე ჩემი აქტივობანი (გაზიარებული ლინკები, დაპოსტილი ფოტოები და რაც მთავარია – სტატუსები) დროგამოშვებით, 1-2 კვირაში ერთხელ ბლოგზე პოსტად გადმოვიტანო ხოლმე. გამოდის, რომ იქ უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ბლოგზე, რის გამოც ლინგვისტუსამ საინტერესო პოსტით მოგვცხო რბილ ტაკუნებზე ყველა ბლოგერს. თუმცა ამას აქვს თავისი განმარტება – როდესაც თავში ერთი ფრაზა გაფიქრდება ან უცებ [...]

Read Full Post »

ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ბლოგი გადადის .Ge დომენზე, რაც თვალსაც უხარია და გულსაც: რა კარგად ჟღერს “დოდკაჯი” და რა ძნელია “დოდკავორდპრესკომი”. ბოლო დროს ჯი დომენში შემოერთებულთა ნუსხას მიემატა: 1. Studentebi.Ge – ჩვენი სტუდენტების ბლოგი. 2. Afk.ge – ოდესღაც Gamingfreak-ად ცნობილი, ბლოგი თამაშებზედ. 3. და ჩემი აბსოლუტური ფავორიტი დომენის შერჩევის მხრივ – [...]

Read Full Post »

არ გიყვართ გამოკითხვები? მე მაგრად მიყვარს, ყველგან საკუთარი აზრის დაფიქსირება მინდა. განსაკუთრებით მონდომებით ვავსებ ხოლმე ქართულ გამოკითხვებს -გულწრფელად მჯერა, რომ ვიღაცას ეხმარება ჩემი +1 პასუხი. აგერ გავაკეთე გამოკითხვა ბლოგის მკითხველების შესახებ, თუ ბევრი პასუხი იქნა – საინტერესო სტატისტიკა გამოვა, თან რაღაც პერიოდის შემდეგ გავიმეორებთ და ცვლილებების აღრიცხვა შეგვეძლება. ბლოგერებს ძალიან გთხოვთ,  შევსების გარდა დააგდოთ ლინკი [...]

Read Full Post »

პირველ რიგში, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ, კლიკეთ აქ ბლოგ-სემინარის დროის, თემებისა და დეტალების სანახავად, ცალკე გვერდად გავიტანე. * * * მაშ ასე, 5 000-ე კომენტარი ამ ბლოგზე ეკუთვნოდა თინის! კომენტარი გაკეთდა ნი2 ნიუსის წარსადგენ პოსტში. [ლინკი ამბობს, რომ ხუთი ათას სამას მერაღაცე კომენტიაო, მაგრამ ეგ სპამს და წაშლილებსაც ითვლის, ამის გამო - ზუსტი არ არის.] რადგან [...]

Read Full Post »

Older Posts »