Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თამაში’

დღეს დავაფიქსირე – ჩემი ქვეცნობიერი ლაგშია! სიზმრებში ჯერ ისევ ფეხმძიმედ ვარ და ვილი არ ფიგურირებს. _ _ _ _ _ დიდი მადლობა ყვავას იმისათვის, რომ ამ თამაშმა უამრავი დრო წამართვა! Gen – თუ ხვალ გამოცდა გაქვთ, არ დაკლიკოთ.

Read Full Post »

წინა სერიაში: კიბორგამ განაცხადა, რომ ჭიანჭველები სახლში – ჩემი ბრალია [არ ვალაგებ სახლს საკმარისად ხშირად]. მე აღვშფოთდი პასუხისმგებლობის ასე ურცხვად შეტენვის გამო და გამოვაცხადე ეროვნული დაუმორჩილებლობა – ძილის წინ ყველა ჭიქას ვყრიდი გასარეცხებში, რათა დილით კიბორგა იძულებული ყოფილიყო ყავის დასალევად ჭიქები დაერეცხა. აქციის მიზანი – კიბორგას მიერ ჩინური ცარცის (სპეციალური ჯადოსნური ცარცი ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ) ყიდვა [...]

Read Full Post »

კიბორგა მთელი დღე თამაშობს ილ-2-ს [რაღაც უკიდურესად მოსაწყენი ფრენის სიმულატორია], ჯოისტიკი იყიდა და არ უშვებს ხელიდან მერამდენე დღეა. დღეს განაცხადა: – აი, შენ ტელევიზორს უყურებ, დროს კარგავ, მე კიდევ ამ დროს ვვითარდები… ომი რომ დაიწყოს? და თვითმფრინავზე რომ დამსვან? – ხომ ვიქნები მომზადებული!

Read Full Post »

2008 წელს ნანახ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო The onion movie (რომელიც საშინელი გახმოვანებით იდო თავიდან ქართულ ვებსივრცეში, თუ ვინმეს დააინტერესებს – აწი ორიგინალური/ნორმალური რუსულითაც დევს ოფლაინ.ჯიზე). გუშინ სრულიად შემთხვევით ნეტში აღმოვაჩინე საიტი – http://www.theonion.com და მოგვიანებით ვიკიზეც დავსერჩე. The onion, ანუ ხახვი არის საკმაოდ დიდი “ყალბ სიახლეთა” ორგანიზაცია. ამერიკაში გამოდის გაზეთი (რომელიც [...]

Read Full Post »

ფორუმზე თემა გაიხსნა პირველ სიყვარულზე და მეც გამახსენდა… მაგარი იყო ჩემი პირველი სიყვარული. 3 წლის (!) ასაკში მეწვია – შემიყვარდა ჩემი მეზობელი, გვერდით სადარბაზოში მცხოვრები 5 წლის დათო. ძალიან მაგარი ურთიერთობა გვქონდა. სად იყო ჩვენს დროს ნაყინი და კაი ცხოვრება, ნაყინი დაჰქონდა მენაყინეს. ჰოდა რომ ჩამოივლიდა ხოლმე და დაიძახებდა:  “აბა მააროჟნიიიო”, გავარდებოდა ჩემი  პრინცი და [...]

Read Full Post »