Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მარაზმი’

ფობიების ჩამონათვალს შორის, რომელიც ხშირად ვირუსულად კოპირდება ხოლმე აქეთ-იქით [კიდევ ერთი "ვირუსული" საკოპირებელი მასალაა "უცნაური კანონები" და ერთი ბლოგერის მიერ დაწერილი "მხოლოდ საქართველოში"], ოდესღაც თვალი მოვკარი ერთს: აკრიბოფობია – წაკითხულის შინაარსის ვერგაგების ფობია. თავის დროზე ძალიან გამახალისა. თუმცა ხანდახან ბლოგებზე (მათ შორის, ჩემს ბლოგზე) დაწერილ ზოგ კომენტარს რომ ვკითხულობ… ძალიან, ძალიან ბევრს უნდა ჰქონდეს ეს [...]

Read Full Post »

ძალიან “მაწუხებს” ორი ქართული რეკლამა, რომელთა სურათებიც ინტერნეტშიც კი ვერ ვიპოვე, თუმცა ქალაქში საკმაოდ ბევრგან მხვდება. ვერაფრით მივხვდი, რისი თქმა უნდოდათ შემქმნელებს: “ერთი ჭიქა რძე” – რამდენიმე წლის წინ რეკლამაც გადიოდა ტვ-ში, მსუქანი ბიჭი დარბოდა-დარბოდა-დარბოდა და ბოლოს რძეს სვამდა, ქუჩაშიც საკმაოდ ბევრი ბილბორდებია შემორჩენილი – მაგალითად, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. “მე თბილისელი ბიჭი ვარ” – შეამჩნევდით [...]

Read Full Post »

რატომ არის საქართველო გენიალური ქვეყანა საცხოვრებლად? იმიტომ, რომ საპატრიარქო აქციას მართავს სტრიპტიზ-კლუბთან. და შემდეგ: “სტრიპტიზ-კლუბ “დივას” ხელმძღვანელობამ სასულიერო პირებს, რომლებიც მათთან მოლაპარაკებაზე იყვნენ შესულები, პირობა მისცა, რომ მომავალში კლუბში გამართულ წარმოდგენებს სტიპტიზის სახე აღარ ექნება” [წყარო: ინტერპრესნიუსი. მუზა: ნატოშა.] მსგავსი მარაზმი: ჰელოვინი გურჯისტანში.

Read Full Post »

ორი დღის წინ ფორუმზე თემა გაიხსნა – “რატომ ვუყვარდით რუს ქალებს ქართველი მამაკაცები”. თემის ავტორმა დიდი სიხარულით გვამცნო, რომ ვინმე არტურ ვავერემ კვლევა ჩაატარა: Средний размер полового члена мужчин живущих в Кавказском регионе намного больше, чем в других странах (Грузия – 17,6 см). ესეც თემის ავტორის კომენტარი: ეს ლინკი ახლახან ვიპოვე სადღაც გადაკარგულში. მახსოვს სექტემბერში [...]

Read Full Post »

არადა სულ სხვა რამეზე ვაპირებდი დღეს დაწერას… მაგრამ ჯანდაბას, ნისლიო, გადადებული ფრენებიო, ცუდი ხასიათიო. face.ge-ზე ტოპ ბლოგ პოსტებში ვიღაც გოგოს მიერ დაპოსტილი ჩემი ძველისძველი ჩანაწერი ვნახე. აზრზე არ ვიყავი, რა რეაქცია მიმეცა. ნუ, რა თქმა უნდა, არც ავტორია მითითებული და არც არაფერი, აი როგორც ბანძი სმს-ლექსები, უავტორო და გახალხურებული, ეგრე წერია, არადა იმ გოგომ ალბათ [...]

Read Full Post »

აახ მე მაპატიეთ, ხანდახან მაინც ფეხმძიმე პოსტი გამეპარება ხოლმე ამ ბლოგზე და თქვენც უნდა ითმინოთ, ითმინოთ, ითმინოთ! ან წახვიდეთ არაფეხმძიმე ბლოგებზე! (с) ფეხმძიმე ბლოგერი ტესტმა დადებითი რომ აჩვენა და ღნავილი ამიტყდა შიშისგან [არადა მანამდე ვღნაოდი, როცა უარყოფითს აჩვენებდა ხოლმე], აი მანდ უკვე მივხვდი – სისულელეა ეს “ეგრევე შემიყვარდა” ვეშები. პრინციპში, დაახლოებით იგივე მჭირდა პირველი კოცნის [...]

Read Full Post »

გუშინ ღამიდან მოყოლებული ნერვულად მძგიპავს… თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურ ქსელებს საერთოდ ვერ ვიტან და გუშინიდან დღეს დილის ჩათვლით სადღაც 1000-ზე მეტი ფოტოს დადასტურება მომიწია Face.ge-ზე… ყველა კომენტარი, აბსოლუტურად ყველა ამ თემასთან დაკავშირებით რაც უნდა დამეწერა, რაც უნდა მეწუწუნა, მეთქვა ბიჭების შესახებ, რომლებიც მანქანებთან იღებენ სურათებს და გოგოების შესახებ, ვინც საკუთარი სურათის ნაცვლად ყვავილების ფოტოებს დებენ, [...]

Read Full Post »

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სტანდარტულ-ქართული გაგება “კაცობისა” არ მახასიათებს. ჩემთვის ადამიანის კაცობა არ იზომება არც: 1. დალეული სასმელის რაოდენობით. 2. ნაცემი ხალხის რაოდენობით. 3. ხელფასის რაოდენობით. 4. მამიკოს ხელფასის რაოდენობით. 5. უძრავ-მოძრავი ქონებით. 6. სასქესო ორგანოს ზომით. 7. შეყვარებულობის პერიოდში მთელი სადაქალოს გულის მოგების მიზნით შარდენზე დახარჯული ფულით. 8. და ა.შ. მოკლედ ეს მურთაზულ-ქართული [...]

Read Full Post »

ქორწილებს, ქელეხებს და ბანკეტებს ვერ ვიტან. [დაბადების დღეებსაც. და აქვე - ბარბ, კიდევ ერთხელ გილოცავ სრულწლოვანებას და პარნუხის ყურების ლეგალურ უფლებას]. ქორწილში ერთხელ ვარ ნამყოფი. ვიღაც ყვავი-ჩხიკვის მამიდა ნათესავმა, რომელიც ბოლოს 2 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვნახე, ცოლი მოიყვანა და გაუგებარი მიზეზების გამო ჩვენც მოვხვდით დაპატიჟებულთა სიაში. ის საღამო ტრავმად ჩამრჩა გულში. 400 კაციდან 4-ს [...]

Read Full Post »

ფორუმზე წაკითხული “კურიოზი” ბავშვების თემაში: კვირას დილით გვიან გაიღვიძა ჩემმა გოჭმა გადმოცოცდა ჩემთან ლოგინში და მეთამაშება უცებ დამახტა თავზე და “დაწექი ჩემი უნდა გახდეო!” კინაღამ ლოგინიდან გადმოვყირავდი სიცილით – წინა საღამოს სერიალი ველური კატისთვის უყურებია და ეტყობა ძალიან მოიხიბლა ძალადობის სცენით, სპეციალურად მეორე დღეს გამეორებას ვუყურე. აბა, ეგეთ დღეში ვარ წამოწოლილს რომ დამინახავს დამახტება და [...]

Read Full Post »