ყველა ორსული მოუთმენლად ელოდება, როდის გაინძრევა პირველად ბავშვი მუცელში. მეც ასე მოუთმენლად ველოდი. ყველა საიტი გადავქექე და დავასკვენი, რომ სადღაც 18 კვირისთვის მაინც უნდა მეგრძნო, გადავთვალე ეს 18 კვირა და მობილურის კალენდარში იმ დღეზე ჩავწერე: ”გრძნობ უკვე ბავშვის მოძრაობას?” ასე დაიწყო წარსული და აწმყო დოდკას ურთიერთობა. ცოტა ხანში ამ მეთოდით ჩემს მომავალ მე-ს კიდევ ბევრი [...]
Posts Tagged ‘ორსულობა’
მესიჯები წარსულიდან
Posted in Just, რა, tagged ბავშვი, დედლაინი, თარგმნა, ორსული, ორსულობა, სექსი, სექტემბერი, ქირა on September 1, 2009 | 22 Comments »
Make this game harder
Posted in Just, რა, tagged მოტეხილობა, ორსულობა, ფეხი, ღუდუშაური on June 15, 2009 | 22 Comments »
სახლიდან გასვლის წინ პიკოსთვის ფეისბუქზე მიწერილი უწყინარი “კიბორგას მობილი მექნება”-ზე ლილიანს რატომღაც მოუფრიკინა, რომ სამშობიაროში უნდა ვყოფილიყავი და ატეხა რეკვა. რამდენიმე საათის შემდეგ მართლა აღმოვჩნდი სამშობიაროში [თუ საავადმყოფოში] – ფეხის ორჯერადი მოტეხილობით [კოჭთან], მაგრამ მაინც მხნედ, იმიტომ, რომ სასწრაფო პირველად გამოიძახეს ჩემთვის ცხოვრებაში, პირველად მოვიტეხე რაიმე და პირველად დამაწვინეს საკაცეზე. არადა რა კარგი დღე იყო [...]
Elephant
Posted in pregnancy, tagged არამწეველი, ბავშვი, ელეფანტი, კაფე, მაკდონალდსი, მუცელი, მწეველი, ორსულობა, სიგარეტი, elephant on May 9, 2009 | 9 Comments »
დღის ორი დადებითი ფაქტი, რომლებიც მოხდა მარჯანიშვილზე, “ელეფანტში”: ოფიციანტმა ბიჭმა ვერ შეამჩნია ჩემი 8 თვის მუცელი. ვიჯექით არამწეველთა ნაწილში და პირველად ცხოვრებაში კაფედან გამოსვლის შემდეგ სიგარეტის ბუღის აურა არ დამდევდა. ვინც არ იცის – პირველი მაისიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა რესტორანს და კაფე-ბარს უნდა ჰქონდეს გამოყოფილი ცალკე ტერიტორია მწეველთათვის და არამწეველთათვის (სასურველია ტერიტორია იყოფოდეს [...]
იგნორი ნეგატივს
Posted in pregnancy, tagged ბლოგი, გურჯისტანი, დოტი, კონსულტაცია, მეტრო, ორსულობა, პრაგოსი, რელიგია, საქართველო, ტაქსი, ტრანსპორტი, ძუძუ, dr.dot on May 5, 2009 | 27 Comments »
ეს პოსტი არის სამხედრო გადატრიალებების, ჟურნალისტების ცემის, დადგმული სპექტაკლების, პრეზიდენტის მიერ ჯარისკაცების პატარა ბავშვებივით ტუქსვის და სხვა უამრავი ნეგატივის იგნორი, რაც დღეს ხდება. If I can’t walk there – I don’t want to go. (c) Dr. Dot დოქტორ დოტის შესახებ ალბათ ყველამ იცის საქართველოში – მისი ბლოგი ნამდვილად ყველაზე პოპულარული იყო მთელი წინა თვის მანძილზე. [...]
1330
Posted in pregnancy, tagged გათხოვება, დედა, ექოსკოპია, მშობიარობა, ორსულობა, სამშობიარო, სექსი, ფეხმძიმობა on April 7, 2009 | 15 Comments »
1330 გრამი. დღეს მე და ელზა [ჩემი მდედრი მშობელი] ექოსკოპიაზე ვიყავით, მეთქი ვანახებ მომავალ შვილიშვილს, უწი-პუწი. იმ ექოსკოპისტთან, ვისთანაც ჩვეულებრივ დავდივართ ხოლმე მე და კიბორგა – სულ დიდი ცოცხალი რიგია და ჩაწერა არ მოსულა, დედაჩემი კი, მოგეხსენებათ, ფრიად დაკავებული ქალია და რიგში ვერ იდგება, შესამოწმებელი დიდად არაფერი მჭირდა – ვიცი, რომ ჯანმრთელადაა ბავშვი და ყველაფერი [...]
Family life
Posted in pregnancy, tagged ეროტიკა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ორსულობა, სექსი, სიზმარი, ჰაუსი, ჰიუ ლორი, House, Hugh Laurie on March 24, 2009 | 20 Comments »
თუ გინდა, რომ შენს სიზმარს მოუსმინოს ვინმემ, უთხარი, რომ ის გესიზმრა. და მერე სადმე გაკვრით ახსენე. (с) Paranoichka/ბარბი/ჩემი და გუშინ საშინელი სინდისის ქენჯნით გავიღვიძე. ორი სიზმარი მესიზმრა, პირველი სოციალურ-პოლიტიკური – მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი თავს დაესხა იმ უბანს, სადაც გავლით ვიყავი რატომღაც და სულ გადაწვა და გადაბუგა. უბნის პოლიციელი კი, ვინც ნანგრევებიდან გამოღწევაში გვეხმარებოდა, მიყვებოდა, როგორ [...]
Tutorial
Posted in pregnancy, tagged აღზრდა, ბავშვი, ორსულობა, supernanny, tutorial on March 7, 2009 | 21 Comments »
რა ვქნათ, თუ პარტნიორს ბავშვი უნდა, ჩვენ კი მაინც და მაინც არ აღგვაფრთოვანებს ეს იდეა? ნაბიჯი 1: შევდივართ იუთუბზე ნაბიჯი 2: ვეძებთ გადაცემას supernanny [დევს რამდენიმე სერია თავიდან ბოლომდე, ნაწილებად დაჭრილი, მაგ., პირველი სერია] ნაბიჯი 3: ყოველგვარი შემზადების გარეშე ვსვამთ პარტნიორს კომპთან მოხერხებულად, ვუჯდებით გვერდით და ვაყურებინებთ ყველა ეპიზოდს! ნაბიჯი 4: განიხილავთ, რომელი თქვენგანი გაიკეთებს [...]
Just a Post
Posted in Just, რა, pregnancy, tagged ბავშვი, ბლოგი, გაზაფხული, ვიდეო, ვლოგი, თემა, კრიზისი, მოკლემეტრაშიანი ფილმი, მულტფილმი, ორსულობა, ფაზლი, ჭეშმარიტება, vlog on February 27, 2009 | 16 Comments »
ბღავილის ყოველდღიური სეანსის მაგიერ… ზეგ გაზაფხულია ოფიციალურად, არაოფიციალურად კიდევ ჩემთვის დღესაც გაზაფხული იყო, მაგრად თბილოდა, ფეხით ვსეირნობდით და ვიღაც სამმა ბავშვმა პეკინზე გაჩერებაზე ჩემს დანახვაზე – ვააჰ ძუძუო თქვეს. კარგა ხანია უბრალოდ პოსტი არ დამიწერია ბლოგზე, აი არაფერი ისეთი რომ არ უნდა დაწერო და მაინც გეწერინება, მასეთი, რომ ბოდიალობ ყვლაფერზე ერთად და კონკრეტულად არაფერზე. დღეს [...]
The Onion
Posted in Movies, Web, pregnancy, tagged ექოსკოპია, თამაში, ორსულობა, სურათი, ფაზლი, ხახვი, boomshine, Onion news, Onion world, pregnancy, The Onion, ultrasound on February 24, 2009 | 16 Comments »
2008 წელს ნანახ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო The onion movie (რომელიც საშინელი გახმოვანებით იდო თავიდან ქართულ ვებსივრცეში, თუ ვინმეს დააინტერესებს – აწი ორიგინალური/ნორმალური რუსულითაც დევს ოფლაინ.ჯიზე). გუშინ სრულიად შემთხვევით ნეტში აღმოვაჩინე საიტი – http://www.theonion.com და მოგვიანებით ვიკიზეც დავსერჩე. The onion, ანუ ხახვი არის საკმაოდ დიდი “ყალბ სიახლეთა” ორგანიზაცია. ამერიკაში გამოდის გაზეთი (რომელიც [...]
Gurjistanophobic
Posted in Just, რა, pregnancy, tagged გურჯისტანი, მაფია, ორსულობა, ფობია, ცრურწმენა, facebook, Mafia wars, pregnant on February 22, 2009 | 27 Comments »
ეს ქვეყანა სულ სამყაროსგან მოწყვეტილი მეგონა. აი რაღაცნაირად ვერ აღვიქვამდი თავს დედამიწის ნაწილად საქართველოში. რაც პრინციპში, დიდად გასაკვირი არც იყო – ახლო წარსულში ონლაინ მაღაზიებს აქ შიფინგიც კი არ ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ – არავინ გარისკავდა გამოწერას ჩვენი ფოსტის გადამკიდე. ბოლო დროს რაღაცნაირად მეცვლება შეგრძნებები. პირველად თავი სამყაროს სრულუფლებიან წევრად ვიგრძენი, როცა ფეისბუქზე რეგისტრაციის შემდეგ [...]
Mistress of Milk
Posted in pregnancy, tagged დედა, ლაპსუსი, ორსულობა, რძე on January 23, 2009 | 18 Comments »
გუშინ ნინამ წიგნი მომიტანა სამსახურიდან: წარწერა ყდაზე: /იყავით ბედნიერი დედობისა და უხვი რძის ქალბატონი./ WTF?
2009 – გეგმა
Posted in Just, რა, tagged 2009, არტიდეა, ახალი წელი, ბლოგი, იოგა, მამაკაცის სასქესო ორგანო, მეგობარი, ორსულობა, პოზიტივი, სიგარეტი, წონა, html, php on January 4, 2009 | 15 Comments »
დიდად არ მიყვარს საახალწლო რეზოლუციები, მაგრამ წელს გადავწყვიტე მაინც დამეწერა, საინტერესო იქნება იქეთა წლის ბოლოს გადახედვა.ალბათ დავიგრუზები, ბევრს თუ ვერ/არ შევასრულებ და ბავშვს დავაბრალებ, მაგრამ არაუშავს, დაგეგმვაც სასიამოვნო პროცესია. აი ბავშვობაში მე და ჩემი და თამაშს ვიწყებდით სახლის მოწყობით თოჯინებისთვის და თამაშის სცენარის დაგეგმვით. რომ ვამთავრებდით – უშუალოდ “თამაშზე” გადასასვლელად” უკვე დაღლილები ვიყავით, ისევ ვკრეფდით [...]
აი მთელი ცხოვრება ვიცოდი, რა -
Pregnant Post
Posted in pregnancy, tagged ბავშვი, დედა, ემბრიონი, მარაზმი, ორსული, ორსულობა, პლაცენტა, ფეხმძიმე, ფეხმძიმობა, ჩანასახი on December 1, 2008 | 35 Comments »
აახ მე მაპატიეთ, ხანდახან მაინც ფეხმძიმე პოსტი გამეპარება ხოლმე ამ ბლოგზე და თქვენც უნდა ითმინოთ, ითმინოთ, ითმინოთ! ან წახვიდეთ არაფეხმძიმე ბლოგებზე! (с) ფეხმძიმე ბლოგერი ტესტმა დადებითი რომ აჩვენა და ღნავილი ამიტყდა შიშისგან [არადა მანამდე ვღნაოდი, როცა უარყოფითს აჩვენებდა ხოლმე], აი მანდ უკვე მივხვდი – სისულელეა ეს “ეგრევე შემიყვარდა” ვეშები. პრინციპში, დაახლოებით იგივე მჭირდა პირველი კოცნის [...]



