დოდკას ბლოგი » პოლიტიკა
ფეისბუქმა რა ჰქმნა
რამდენიმე ხნის წინ რომ წავიწუწუნე, პოლიტიკოსები ინტერნეტს ყურადღებას არ აქცევენ-მეთქი – მთლად მართალი არ ვყოფილვარ. ამ ბოლო დღეებში ფეისბუქზე გახსნილ ვანო მერაბიშვილის “ფანკლუბს” (უფრო სწორად კი  – მხარდაჭერის გვერდს) საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. [პოსტი ამ ფანკლუბის შესახებ იხილეთ აქ: Politics on Facebook.]
ყველაფერი დაიწყო გამყრელიძის გამოსვლით “პოზიციაში”, ვანო მერაბიშვილის ფან-კლუბი რომ არსებობს ფეისბუქზე, სირცხვილია, თან  ჟურნალისტები არიან იქ გაწევრიანებულებიო. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამის მერე კი ვინმე ანა გიორგაძემ გაზეთიდან “ყველა სიახლე” ‘გამოძიება’ ჩაატარა, თუ კონკრეტულად რომელი ჟურნალისტები თუ საზოგადო მოღვაწეები არიან ვანოს “პაკლონიკები” [სტატია].
ონლაინ საზოგადოებამაც არ დაიშურა სტატიები და ჯერ ლიშტოტამ გამოაცხო: “მერაბიშვილის ფანები”.
შემდეგ დავით პაიჭაძემ (რომლის პოზიციასაც თითქმის ყოველთვის სრულიად ვიზიარებ. პაიჭაძეც ბლოგერია, ოღონდ ჯერ არ იცის – მხოლოდ ფეისბუქის ჩანაწერებით შემოიფარგლება :D ): რა უფრო მეტი სირცხვილია?  განმარტებები ვანო მერაბიშვილის ფანობისათვის.
ამ ამბავს საბუნიამაც მიუძღვნა პოსტი ბლოგზე: ვანოს ფანკლუბი და ინტერნეტ კულტურა საქართველოში.
გავრცელდა ხმა, რომ გამყრელიძის განცხადების შემდეგ რამდენიმე ‘სახემ’ დატოვა ‘ფანკლუბი’. ჩემ მიერ გახსნილი მხარდამჭერთა გვერდის სტატისტიკის მიხედვით (The Spine) გამყრელიძის განცხადების შემდეგ სულ 3 ადამიანი გავიდა “ფანკლუბიდან” (სამწუხაროდ, კონკრეტულად ვინ, ამის ნახვა არ შემიძლია).
და ბოლოს, მირჩევნია წარმატებული მინისტრის მხარდამჭერი ვიყო, ვიდრე ლუზერი “ექიმი, მეწარმე, ლიდერისა”.
რა გინდა გამოხვიდე?
ეს ისტორია ზოგს ალბათ მოსმენილი გაქვთ კიდეც ჩემგან. სულ მინდოდა დამეწერა და მეზარებოდა, დღეს კიდევ სოფისთან პოსტი ვნახე, ბავშვობაში სტიუარდესობაზე ოცნებობდა თურმე, მერე თაზოსკენ შევიხედე – ჟურნალისტობასა და ბლოგერობას შორის ჭეშმარიტებას ეძებდა და ამ ყველაფერმა მაიძულა, უკვე ლოგინში ჩაწოლილი ავმდგარიყავი და ქვემომდებარე პოსტი გამომეცხო. ამიტომ პოსტს ამ ორ ბლოგერს ვუძღვნი.
საერთოდ ვერ ვიხსენებ, რა მინდოდა გამოვსულიყავი ღრმა ბავშვობაში. ზუსტად ვიცი – არასდროს მდომებია ექიმობა, თამაშითაც კი არასდროს გვითამაშია ‘ექიმობანა’ მე და ჩემს დას.
სამაგიეროდ კარგად მახსოვს, ცოტა წამოვიზარდე თუ არა – გადავწყვიტე, ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. კარგად ვწერდი “თავისუფალ თემებს”, მოგვიანებით ვიმარჯვებდი პატარ-პატარა შემოქმედებით კონკურსებში და “წერის ნიჭის” ერთადერთი გასაქანი ჟურნალისტიკა მომეჩვენა. თან აბსოლუტურად შეპყრობილი ვიყავი პრესით – ვყიდულობდი თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთს, რაც კი იმ პერიოდში გამოდიოდა. მთელი ჩემი ჯიბის ფული ძირითადად აქ იხარჯებოდა, ერთნაირი ინტერესით ვკითხულობდი “ალიას” და “ვარსკვლავებს”.
16 წლისამ ჩავაბარე თ.ს.უ-ში  არაჟურნალისტიკურზე. გადამწყვეტი იყო დედაჩემის არგუმენტი: “ჟურნალისტობისთვის ფაკულტეტზე ყოფნა არაა საჭირო, ან წერ, ან ვერა. აი საერთაშორისო ურთიერთობები კი ოჰოჰო”.
რატომ საერთაშორისო ურთიერთობები? იმიტომ, რომ დედაჩემის ოცნება იყო ჩემი პოლიტიკოსობა [დარწმუნებული ვარ, დღემდე სადღაც გულის სიღრმეში ყოველ ჩემს მოპოლიტიკურო პოსტზე ან ტვ-ში გამოჩენაზე წარმომიდგენს ხოლმე პარლამენტარად, მინისტრად, პრეზიდენტად და ბედნიერდება]. ის, რომ არც პოლიტიკოსობას სჭირდება ფაკულტეტი და “ექიმი, მეწარმე, ლიდერიც” გაქაჩავს, რატომღაც ყველას დაავიწყდა.
უნივერსიტეტში, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც ვიცნობ – ძალიან დიდი ფრუსტრაცია განვიცადე, მითუმეტეს მართლა მაგარი უაზრო ფაკულტეტი იყო და პირველი წლის ჭკვიანიგოგოობის შემდეგ ავუშვი. მიზეზიც ადვილად გამოიძებნა – საოცნებო ჟურნალისტიკურზე არ ჩამაბარებინეს და!
მოკლედ, მორიგი კამათისას მიბიძგეს იმისაკენ, რომ ავმდგარიყავი და მართლა მეცადა და დამეწყო ჟურნალში მუშაობა.
ჟურნალი
/გასაგები მიზეზების გამო ჟურნალის სახელს არ ვასახელებ/
ეს ჟურნალი ერთი წლის დაარსებული იყო, როცა მივედი, და, როგორც ახლა მახსენდება, ლეიბორისტების ტიპის სასტავში ძალიან პოპულარულიც გახლდათ. რედაქტორი, ოდესღაც თურმე ცნობილი ტელეჟურნალისტი – თავს მთავრობის ერთადერთ ოპოზიციონერად თვლიდა, თუმცა არ თაკილობდა ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ყურადღებას და დახმარების მიღებას. რატომღაც ვერ იტანდა ელენე თევდორაძეს და ამოუქექა კიდევაც კომპრომატები, რომელთა სინამდვილეზეც თავს ვერ დავდებ. მაგ კომპრომატების დაბეჭვდის დროს სტამბას რაღაც პრობლემები შეექმნა, საღებავი გაუთავდათ მგონი, რაც ეგრევე დაბრალდა თევდორაძეს და “ჟურნალს ბლოკავენ! მაგრამ ჩვენ მაინც დავიბეჭდებით!” ისტერიკა მოჰყვა. შემდეგი ნომერი, რა თქმა უნდა, მთლიანად მიძღვნა ჟურნალზე ზეწოლის ამ ‘ფაქტს’.
საერთოდ შემჩნეული მაქვს ჟურნალისტებში ეს ისტერიულობა. ჩემს რედაქტორს, რა თქმა უნდა, გამძაფრებული ჰქონდა, მაგრამ სხვებიც არ აკლებენ ხელს.
იმჰო ამავე ისტერიულობის გამოძახილია სტუდენტ ჟურნალისტებში ფრაზის – “თავისუფალი სიტყვა” ხშირი მოხმარება და ხაზგასმა. მაგალითად, თაზოს  “თავისუფალი სიტყვის ბლოგი”, კიდევ ერთი სტუდენტი ჟურნალისტი, გვანცა – free words, და ა.შ.
ცოტა რამ ჟურნალში მომუშავე ხალხის შესახებ
რედაქტორი – პირველივე ასოციაცია ის მაქვს მასზე, რომ სამი ქმარი ჰყავდა, ჟურნალის გამოცემისას – მარტო იყო, მერე გათხოვდა და ჟურნალიც დაიხურა. ითხოვდა 100%-იან ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა წიოდა. მოკლედ, ახლა რომ ვუფიქრდები, ჟურნალი უბრალოდ დროებით ასრულებდა მისი ქმრის როლს, რედაქციაში მომუშავენი კი ყველანი ამ ქმრის შემადგენელი ნაწილები ვიყავით.
რედაქტორის მოადგილე – მეორე ვიოლინო და რუხი კარდინალი, ლამაზი დაქალის ჩრდილის ქვეშ მოქცეული შეუხედავი, მაგრამ ჭკვიანი და კაი ტიპი. სინამდვილეში ის, რომ ჟურნალი ფიზიკურად არსებობდა, მისი დამსახურება იყო. თუმცა ალბათ ჩრდილში ყოფნა მოსწონდა კიდეც, იმიტომ, რომ წლების მანძილზე მეგობრობდნენ.
ნათელა (პირობითად) – ერთი შეხედვით აბსოლუტურად ჩვეულებრივი, 40 წლამდე ქალი. ზუსტად არ ვიცი, რა ევალებოდა, ძირითადად სოციალურ თემებზე წერდა ხოლმე, ალბათ განყოფილების რედაქტორიც იყო. ერთხელ გამომიტყდა, რომ მასთან კოსმოსიდან დადიან… უცხოპლანეტელები! და მომავლის შესახებ უყვებიან. მანახა ბლოკნოტი, სადაც ამ ყველაფერს იწერდა (“შემოდგომაზე ელისაბედ II გარდაიცვლება და ტახტს მისი ვაჟი დაიკავებს”). ჩემს კითხვაზე, კი მაგრამ, მე რატომ გამიმხილე-მეთქი, შენზე მითხრეს, მაგასაც დავეკონტაქტებით წლების მერეო და ჩვენიანი ხარ ესე იგიო.
ბიჭი – რომელსაც სირბილი და დისტრიბუცია ევალებოდა, სტამბიდან წაღება-დარიგება და ა.შ. შეყვარებული იყო რედაქტორზე და ერთხელ დაბადების დღის აღნიშვნისას ცოტა შემთვრალმა ცეკვისას ტაკოზეც მოუთათუნა ხელი. ამას მოჰყვა რედაქტორის ორდღიანი ცრემლიანი ისტერიკა და ბიჭის სამსახურიდან დათხოვნა.
კიდევ ბლომად იყვნენ, მაგრამ აღარ გავაგრძელებ.
ერთი დღე რედაქციაში
დილით ათზე აუცილებლად უნდა გამოვცხადებულიყავით რედაქციაში. სანამ რედაქტორი თავის კაბინეტში მოწყობილ ხატების კუთხეში დილის ლოცვას წარმოთქვამდა, დღის გეგმას ვადგენდითსავით. ლოცვის შემდეგ გამოდიოდა ოთახიდან და გამოჰქონდა მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი, დაგვამწკრივებდა ხოლმე და ყველას გვისვამდა შუბლზე. შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავდა, იმიტომ, რომ ამას უფრო მეტი ლოცვა და ცრემლები მოჰყვებოდა.
წმინდა რიტუალების დასრულების შემდეგ იყო კიდევ ორი რიტუალი – ნათელა კარტზე მკითხაობდა, ამიტომ ზეთის შენახვისთანავე ისმოდა – “აბა, ნათელა, გავშალოთ კარტი, დღეს რა გველის,” – და წინასწარ უკვე მოდუღებულ ყავაზე – “დოდი, ჩამიხედე ერთი ჭიქაში, რამე სიახლე ხომ არაა!”
მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ იწყებოდა სამუშაო დღე.
ყავაში ჩახედვა
ანუ საიდან შემეტენა “ყავაში ჩამიხედე”
მუშაობის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დღეს რაღაცაზე აცრემლებულმა რედაქტორმა დაწვრილებით მომიყვა თავისი ბედკრული ცხოვრების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემი ჭკუით გავიკაიფე, იქვე მდგარ ჭიქაში ჩავიხედე და ერთ-ერთი წინა დღეებში მის მიერვე ნათქვამი ფაქტი ვახსენე, ვხედავ-მეთქი. რატომღაც მეგონა, რომ ყველას გაეცინებოდა. არავის არ გაეცინა. რედაქტორმა გაფართოებული თვალებით შემხედა, ნუთუ მართლა ჩანსო და კიდევ “მათქმევინა” რაღაცეები.
მე ჯერ მეგონა, რომ თვითონაც გამეხუმრა, თუმცა მერე დავრწმუნდი, რომ მართლა სჯეროდა და ასე ვიქეცი რედაქციის “ლელა კაკულიად”. ყოველ დილით ვეუბნებოდი, რომ “წარსულში გული გატკინეს… მაგრამ მომავალი ნათელია, გზა ჩანს. ფინანსებში გაუმჯობესებაა” და ა.შ., მასაც სჯეროდა და უხაროდა. მოგვიანებით დედაჩემმა მითხრა, რა გინდა, საკაიფო ავტოტრენინგს იტარებდა თურმეო, პოზიტიურად მუხტავდიო. არის ჭეშმარიტების მარცვალი ამაშიც.
მუშაობის პროცესი
აქ მივხვდი, რომ ჟურნალისტიკას წერის ნიჭთან საერთო იმდენივე აქვს, რაც მაგალითად, ფილოლოგიას ან ისტორიას. ძალიან მომაბეზრებელი იყო ინტერვიუებზე სირბილი, მერე “გაშიფრვა” (ანუ დიქტოფონში ჩანაწერის მოსმენა და დაწერა), გადაღეჭილი თემები (პროსტიტუციაზე წერა იყო მაშინ ძალიან მოდაში), ძალიან მომაბეზრებელი იყო სხვების ნაწერების გასწორება, რაც შემეტენა შედარებით გამართული წერის გამო, რედაქტორისთვის კოჭის გორება, მისი უაზრო დავალებების მოსმენა და შესრულება და ა.შ.
სად დამთავრდა
დამევალა აბორტების შესახებ მასალის მომზადება. ამ სტატიით ჟურნალს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია – აბორტების აკრძალვა საქართველოში. არც ერთმა რესპოდენტმა [საპატრიარქოს გარდა, ისიც ისე, თავის არიდებით] არ დაუჭირა ამ “მოთხოვნას” მხარი, იმიტომ, რომ აბორტების აკრძალვით  დედების სიკვდილიანობა მატულობს მხოლოდ. პირადად მეც pro -choice უფრო ვარ, ვიდრე pro-life, მაგრამ რედაქტორმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, როგორც გინდა ისე გააანტიაბორტე სტატიაო, რაც პირდაპირ რესპოდენტების პასუხების შელამაზება-დამახინჯებას ნიშნავდა.
ჰოდა წამოვედი.
წლების შემდეგ - ანუ რა მინდა გამოვიდე
მე კარგად ვერც ვხვდები, რა არის ზოგადად ჟურნალისტიკა. თუ ეს მშრალი ფაქტების გადმოცემაა – უინტერესო და შავი სამუშაოა, რატომ შეიძლება ვინმეს უნდოდეს, გახდეს ჟურნალისტი ამის გამო – ვერ ვხვდები. თუ სადმე საკუთარ აზრს აფიქსირებ კიდევ – ყველა მზადაა ყელში გეცეს, სუბიექტური ხარ და ჟურნალისტს ეგ არ შეეფერებაო.
და აი, დიდი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კითხვაზე, რა მინდა გამოვიდე, შემიძლია დაბნევის გარეშე ვუპასუხო:
- კარგი ბლოგერი!
[პასუხის ვრცელ ვერსიაში შედის New Media expert-იც.]
Politics on Facebook
დღევანდელი ბლოგკემპის შესახებ პოსტს დავწერ ხვალ, როდესაც სურათებიც მექნება ხელთ.
ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა facebook. ერთადერთი სოციალური ქსელია, რომელიც დავამუღამე.
უამრავი მიზეზია, რატომაც მივეჩვიე იქაურობას. მოგვიანებით სხვა პუნქტებსაც განვიხილავ, ახლა აქ დავპოსტავ ერთ  ‘ნიუანსს’, რატომ შეიძლება გიყვარდეს იქ ყოფნა:
რა სიამოვნებაა ბარაკ ობამას დაპოსტილ ლინკს რომ მოიწონებ! მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მართლა ბარაკ ობამა კი არ ზის, ფეისბუქისთვის სპეციალურად მიჩენილი ადამიანის დაპოსტილია.
ქართველი პოლიტიკოსებიდან ფეისბუქს აქტიურად ხმარობს კახა ბენდუქიძე. ამ კაცისადმი ისედაც დადებითად ვიყავი განწყობილი, ფეისბუქზე დამეგობრების შემდეგ – გამიათმაგდა სიმპატიები. პოსტავს საინტერესო რადიო-ინტერვიუებს, სტატიებს, ებმება დისკუსიებში – მოკლედ, ადამიანია!
მეგობრებში მყავდა, მაგრამ ამომშალა (!) და ჩემი რისხვა დაიმსახურა დავით ბაქრაძემ (პარლამენტის თავმჯდომარე). ამის შემდეგ მისი რეიტინგი ჩემს თვალში მკვეთრად დაეცა. მესმის, რომ ცოტა აბსურდულია ამის გამო პოლიტიკოსი აითვალწუნო ან შეიყვარო, მაგრამ ‘გულს ვერ უბრძანებ!’
კიდევ როგორც ვიცი შალვა ნათელაშვილიცაა ფეისბუქზე, მაგრამ არ მყავს მეგობრებში და მისი აქტივობების შესახებ ვერაფერს ვიტყვი.
ერთი-ორი კვირის წინ ნახევრადხუმრობით გავაკეთე ვანო მერაბიშვილის გვერდი – Vano The Spine Merabishvili. ახლა ორასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. როცა მახსენდება ხოლმე – რაიმე სტატიას ვპოსტავ იქ, ან ვიდეოს, ან სტატუსს (მაგალითად, ბოლო სტატუსია: “Vano (The Spine) Merabishvili გაკვირდებათ…“), ან Ni2-ს ვაპიარებ (ვითომ ვანოს საყვარელი საინფორმაციო სააგენტოა). ხალხიც აკომენტარებს, ეხმიანება, რაღაცეებს წერს.
აქედან ჰაზრები – ხომ ძალიან კარგი საშუალებაა პიარისა, მხარდამჭერებთან ურთიერთობისა და რეიტინგის ცოტა ამაღლებისა, რატომ არ იყენებს არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ინტერნეტს ამისათვის? აი რატომ არ გადამიხდის მერაბიშვილი, როგორც “ონლაინ-პრესცენტრს” ან რაიმე მსგავსს, რომ ყოველდღე აზრიანად ვანახლო მისი სტატუსები და ნახევრად-ადამიანური, ნახევრად-პოლიტიკური გვერდი ვაწარმოო? ვანიჩკას რას ჩავაცივდი, მის ნაცვლად იგულისხმეთ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი. რითი არის რომელიმე ბარაკ ობამაზე მეტი?
მოკლედ, სიამოვნებით გავწევდი რომელიმე პოლიტ.ფიგურის ონლაინ-პიარს, მაგარი საინტერესო გამოცდილებაა და საქართველოში ამის პრაქტიკა არ არსებობს.  ხელფასი დამოკიდებულია ჩემს სიმპატიაზე იმ პოლიტიკოსისადმი. ლოგიკურად, რაც ნაკლებად მომწონს – მით მეტს მოვითხოვდი :D ჩემი მომსახურება, მაგალითად, ყველაზე ძვირი დაუჯდებოდათ მარცვლოვან კულტურებს, ირაკლი ალასანია კი აუცილებლად მიიღებდა სპეციალური ფასდაკლების ბარათს.
Updated:
ამონარიდი მერაბიშვილის გვერდიდან
ვიღაც თურქი: HOW DOES SHAKASHİVİLİ SIT ON THAT CHAIR  AFTER A LOT OF INNOCENT GEORGİAN PEOPLE WERE KILLED USELESSLY
Vano (The Spine) Merabishvili: Thank you for asking, he’s okay. And how are you?
Family Politics
წინა სერიაში: კიბორგამ განაცხადა, რომ ჭიანჭველები სახლში – ჩემი ბრალია [არ ვალაგებ სახლს საკმარისად ხშირად]. მე აღვშფოთდი პასუხისმგებლობის ასე ურცხვად შეტენვის გამო და გამოვაცხადე ეროვნული დაუმორჩილებლობა – ძილის წინ ყველა ჭიქას ვყრიდი გასარეცხებში, რათა დილით კიბორგა იძულებული ყოფილიყო ყავის დასალევად ჭიქები დაერეცხა. აქციის მიზანი – კიბორგას მიერ ჩინური ცარცის (სპეციალური ჯადოსნური ცარცი ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ) ყიდვა და სახლის “შემოხაზვა”.
კიბორგამ გადაწყვიტა, რომ ჩემი აქციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დამღუპველი იქნებოდა ოჯახისთვის. მისი ვერსიით, ქვეყანაში სწორედ იმიტომაა გამეფებული მიტინგომანია, რომ ხშირად კმაყოფილდება მიტინგებით მოთხოვნები, და როგორც ბავშვი ჯღნავის ხშირად, თუ ამით იღებს იმას, რაც სურს – ქვეყანაში ხალხი მიტინგობს ყველა მიზეზით, რადგან იცის, რომ ამ გზით მიზნის მიღწევის დიდი შანსია.
იყო ჯიჯღინი და უკმაყოფილება დილაობით სუფთა ჭიქის ვერაღმოჩენის გამო, გუშინ დაიმუქრა კიდეც, ხვალ რომ არ დამხვდეს ჭიქა – სახლიდან წავალო (ისე საინტერესოა სად აპირებდა წასვლას, ალბათ ახალი სუფთა ჭიქის საყიდლად?). მოთხოვნის შესრულებაზე კი კვლავ უარს აცხადებდა – მანამ, სანამ აქციას არ შევწყვეტდი.
მოკლედ, როგორც საქართველოშია ახლა სიტუაცია ჩიხში, ჩვენც არ ჩამოვუვარდით  და გავიჩიხეთ – ჩემ მიერ პოზიციების დათმობა და აქციის შეწყვეტა ნიშნავდა საკუთარი უძლურების აღიარებას და ჭიანჭველებზე პასუხისმგებლობის აღებას, კიბორგას მხრიდან მოთხოვნის შესრულება კი – მომავალი აქციების საშიშროებას.
[აქ ისმის ფილმებში დაძაბულ მომენტებში რომ ჟღერს, აი ის მუსიკა]
დღეს გავიღვიძე და კიბორგა სიყვარულით სავსე თვალებით და ფრიად აჟიტირებული დამხვდა (ჰმ… არადა გუშინ აშკარად ისევ ყველა ჭიქა გავამაწვნიანე..).
თურმე სანამ მე მეძინა და თვითონ – ბრაზობდა, მოიგონა თამაში და დაიწყო კეთება საიტზე [რომელსაც რომ დაამთავრებს და გაალამაზებს - მერე გავლინკავ], იდეა არის ერთმანეთისთვის სახლის საქმეების დავალება/კეთება და ამით ქულების მოპოვება, მიღებული ქულებით შესაძლებელია რაიმე favor-ების მოთხოვნა პარტნიორისთვის.
მთელი დღეა ვერთობით, ვაწყობთ საიტს და ვხვეწავთ სისტემას, პარალელურად ჭურჭელიც დავრეცხე, სამზარეულოც დავალაგე, საჭმელიც გავაკეთე და კიბორგამ მაღაზიიდან რაღაცეებიც კი მოზიდა. ყოველგვარი წუწუნის გარეშე!
დღევანდელი მოპოვებული ქულებით კიბორგას სახლის გარე შემოსასვლელის დალაგება დავაბარე ხვალისთვის (რომელიც მაგარი მაზალო საქმეა), მან კი -  დასაწყისისთვის საჭირო ბავშვის ტანსაცმელების ყიდვა “შემიკვეთა” (რასაც სულ ვაპირებ, მაგრამ ჯერ არაფერი მიყიდია და მერე განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე როდესაც ვარ – სატირალ მიზეზად ვიყენებ – აი, როგორ არ ვარ-მეთქი მზად..).
ხვალ მოპოვებული ქულებით კი ვაყიდინებ ჩინურ ცარცს და ორივე გავიმარჯვებთ – ჭიანჭველები გადადგებიან!!!
10 აპრილი
ორი დღეა ტელევიზორს არ ვშორდები, ორი საათით გავედი სადილად მეგობრებთან და მაინც და მაინც მაშინ მოუნდა ოპოზიციას მარგალიტების დაყრა – გაჩეჩილაძეს ვენების გადახსნა და მაისაშვილს ეს გენიოსობა [13 წამია]:
ძალიან ვპოლიტიზირდი და ლოლიტამ კარგი შედარება მოიყვანა დღეს – სერიალებივით გახდა ეს ყველაფერი. ისეთივე მიმჩვევია და ჩამთრევი და სულ აბა რამე არ გამომრჩეს, აბა ვინ რა თქვა, აბა ვინ რა გაისროლა, აბა, აბა!
ისე ძალიან დაძაბული ჰაერია ირგვლივ – ყველა ჩხუბობს. მე და ჩემს მეგობარს კონფლიქტი მოგვივიდა, ერთ ფორუმელს ბლოგი აღმოუჩინეს, სადაც ყველას აკუკავდა და იმასაც ზედ გადაუარეს, პოლიტიკაში და ქუჩაში ხომ საერთოდ.  დღეს შარაგულში ორმა ოფიციანტკამ კინაღამ წიხლქვეშ გაიგდო ერთმანეთი – დაძაბულობა აშკარად ძალიან ძალიან გადამდებია.