Slacktivism – is a portmanteau formed out of the words slacker and activism. The word is considered a pejorative term that describes “feel-good” measures, in support of an issue or social cause, that have little or no practical effect other than to make the person doing it feel satisfaction. The acts also tend to require [...]
Posts Tagged ‘საქართველო’
უქნივიზმი
Posted in Just, რა, tagged მკერდის კიბო, საქართველო, სლაქტივიზმი, უქნივიზმი, ფეისბუქი, facebook, slacktivism on January 19, 2010 | 23 Comments »
იგნორი ნეგატივს
Posted in pregnancy, tagged ბლოგი, ძუძუ, საქართველო, რელიგია, გურჯისტანი, ორსულობა, დოტი, dr.dot, ტრანსპორტი, მეტრო, ტაქსი, კონსულტაცია, პრაგოსი on May 5, 2009 | 27 Comments »
ეს პოსტი არის სამხედრო გადატრიალებების, ჟურნალისტების ცემის, დადგმული სპექტაკლების, პრეზიდენტის მიერ ჯარისკაცების პატარა ბავშვებივით ტუქსვის და სხვა უამრავი ნეგატივის იგნორი, რაც დღეს ხდება. If I can’t walk there – I don’t want to go. (c) Dr. Dot დოქტორ დოტის შესახებ ალბათ ყველამ იცის საქართველოში – მისი ბლოგი ნამდვილად ყველაზე პოპულარული იყო მთელი წინა თვის მანძილზე. [...]
მხოლოდ საქართველოში
Posted in Just, რა, tagged გურჯისტანი, მახინჯი, პონტი, საქართველო, სექსი, ქალიშვილი, შალვა ნათელაშვილი, playboy on March 22, 2009 | 36 Comments »
უცხოელი მამა ბავშვს ასწავლის ფულის შოვნას, ქართველი – გინებას. ამიტომაცაა რომ უცხოელები ფულს შოულობენ… ზატო ქართველები ამ ფულიანებს ვაგინებთ… (c) Spieler დილით კიბორგას დრახადრუხმა გამაღვიძა (სტრაიკზე მიდიოდა) და ძილბურანში ვიფიქრე, აუ რა კარგი საბლოგე ფიქრია-მეთქი. რა იყო “კარგი საბლოგე ფიქრი”, კარგად ვეღარ ვიხსენებ, იმიტომ რომ ეგრევე ჩამეძინა, თუმცა კავშირში იყო ლამაზ ქალთან, მახინჯ ცოლთან და [...]
ევროვიზიაზედ
Posted in Just, რა, tagged ბილეთი, ევროვიზია, პროტესტი, რუსეთი, საზოგადოება, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველო, ტიმოტი, წურწუმია on February 6, 2009 | 20 Comments »
ეს დღეები აქტიურად ვარ გადაშვებული თარგმნაში, ამის გამო ჩემი ონლაინ-აქტიურობა ცოტა შეზღუდულია (და უფრო იზღუდება მოახლოებულ დედლაინთან ერთად). სკაიპი რამდენიმე დღის შემდეგ პირველად გავუშვი წეღან. ცოტა ხანში ჩემი ერთი ახლო მეგობარი, საბა მწერს: “დოდ, ეს საიტი რომ დააპიარო შენს ბლოგზე, კარგი იქნება მგონი, იქნებ ცოტა აიწიოს ამ საიტის რეიტინგმა, უფრო მეტმა მოაწეროს ხელი: http://www.geoprotest.com/ “ [...]
New Blogs
Posted in Web, tagged ბლოგი, დიზაინი, მილიტარი, რაკუსი, სამხედრო, საქართველო, უცხოური პრესა, ფოტოგრაფია on January 28, 2009 | 14 Comments »
ძლივს მოვიცალე და ბლოგროლის მორიგი უბორკა გავაკეთე. წავშალე ყველა ბლოგი, სადაც ნოემბრის მერე პოსტი არ გაკეთებულა და შევაგროვე ახალი, აქტიური ბლოგები, რომლებსაც ცოტა ხანში დავამატებ და საერთოდ ლინკებს ცალკე გვერდად გავიტან: მეგობარი ბლოგები. ამ პერიოდში რამდენიმე აღნიშვნის ღირსი ბლოგი გაკეთდა (ან გაკეთებული იყო და მე ახლა ვიპოვე). http://militarytheory.wordpress.com პირველ რიგში – აქ ტადააამ-ები და ყვავილების [...]
MindQuake
Posted in Just, რა, tagged არჩევნები, ვირუსი, ვიტამინი, კევა, მიწისძვრა, ოჯახი, საქართველო, სიგარეტი on October 13, 2008 | 14 Comments »
გუშინდელ მიწისძვრაზე მინდოდა დამეწერა. რაღაცნაირად მიყვარს ეს შეზანზარებები – მახსენებს რა უმნიშვნელოა: – 2 კილოთი მძიმე ვარ თუ მსუბუქი; – 6 ლარს მიხდიან ერთ გვერდში თუ 7-ს; – სად დააწეპებს კიბორგა კევას; – დავტოვებ თუ არა საღამოს ჭურჭელს გასარეცხად; – სამი ჯინსი მაქვს თუ ოთხი; – ვსვამ თუ არა ვიტამინებს ყოველდღე; – დავანებე თუ არა [...]
Georgian Husband
Posted in Just, რა, tagged ოჯახი, საქართველო, ქმარი, ცოლი, Georgia on September 6, 2008 | 20 Comments »
ვაგრძელებ ქართული ოჯახის სერიას. პირველი პოსტი იხილეთ აგერ – Georgian Wife. სადღაც ერთი თვის წინ. ფორუმზე გამოკითხვაა – რამდენ ხანში ერთხელ გაქვთ სექსი? ერთ-ერთი იუზერი: ჩვეულებრივ ორ დღეში ერთხელ……თუ ცოლი სახლში არააა მაშინ ყოველდღე
უსახელო გმირები
Posted in War In August, tagged გმირი, ომი, რუსეთი, საქართველო, ცხინვალი on August 11, 2008 | 29 Comments »
სუპერ-პუპერ პვო ჩააბარეს 22-23 წლის ჭკვიან 25 ბავშვს – გეპეიდან თუ რაღაც. მათ შორის 2 გოგოა. ამ ბავშვებმა თავისით იარეს, რაღაც ტექნიკები შეიმუშავეს გაშლა-დაკეცვის, და 6 თვითმფრინავი ამათი ჩამოგდებულია. 4 ღამე არ სძინებიათ. კიბორგამ ნახა, გაჭაღარავებულები არიანო. ახლა უკვე ცდილობენ რომ ეს ერთადერთი პვო მაინც გადაარჩინო. გული დამეწვა რა.
11.01, 12:25 PM
Posted in War In August, tagged გორი, ომი, რუსეთი, საქართველო on August 11, 2008 | 6 Comments »
ნუ, ვინ გაცალა გახარება და ქმრის დასახვედრად ჩულქების ჩაცმა – წეღან ველაპარაკე, დავდივართ აქეთ-იქით მე და კეპაო, ახლა ისევ გორში შევდივართო, უნდა დავზვეროთო. ესეც ექსიდრიდას დილანდელი სმს: Mokled ucham me da kepa davdivart iqit-aqeto. Sruli tavisufleba gvaqo. Gushin serjas gadaveyareto chventan gadmojdoma shevtavazeto da uari gvitxra – chems bichebtan davrchebio.
11.08, 3.23 AM
Posted in War In August, tagged გორი, ომი, რუსეთი, სამაჩაბლო, საქართველო, war on August 11, 2008 | 2 Comments »
წეღან დამიმესიჯა ექსიდრიდამ – 40 წუთის წინ ველაპარაკე კეპას და უჩას, გორიდან მოდიოდნენ, ალბათ თბილისისკენო, მაგრამ ბოლოს რომ ველაპარაკე – სიჩუმე იყო, ან მანქანაში იჯდა ან რაიმე შენობაში, მანამდე აშკარად დარბოდნენ ეგ და კეპაო. მე ვრეკავ და არ იღებს ყურმილს. დავპოსტავ როგორც კი რამეს გავიგებ. ნდა რადგან თბილისისკენ მოდიოდნენ, იქ რაღაც ნაღდად არ ხდება კარგი.
11.08, 00:40 PM
Posted in War In August, tagged გორი, ინფორმაცია, ომი, რუსეთი, საქართველო, ცხინვალი on August 11, 2008 | 7 Comments »
ბოლო ინფორმაციები: უჩა და მისი ნაწილი დადიან გორის ახლომახლოს და ცდილობენ ქართული ჯარის ცოცხალი ნაწილების პოვნას და ევაკუაციაში დახმარებას. გამოხატეს სასტიკი აღშფოთება ქალაქში გამართული ტაშფანდურის გამო, რაც გამოიხატა რამდენიმე ჯარისკაცის ყვირილით რაც ტელეფონში გავიგე – მაგათ შიგ ხოარ აქვთო. რუსები კიდევ ესვრიან ბომბებს. ბოლოჯერ მაგალითად – იმენნა ამათთვის გამიზნული გაზი თუ რაღაც, ვერ გავიგე რა [...]
10.08, 2.20 PM
Posted in War In August, tagged ომი, რუსეთი, საქართველო, news on August 10, 2008 | 10 Comments »
წეღან დამირეკა უჩამ, სადღაც სოფელში არიან, ელოდებიან განკარგულებას. რაც მთავარია – ცოცხალია. შეიძლება თბილისში ჩამოაგდონ ბომბაო, შეშინების მიზნითო – იმისათვის, რომ საქართველოს ხელი მოაწერინონ ოსეთ-აფხაზეთის დათმობაზე. სასურველია მაგ დროს ქალაქში არ იყო, რა იცი სად დააგდებენო. გადი ქალაქიდანო. მოვიფიქრებ-მეთქი. მაგრამ არ ვაპირებ არსად გასვლას. სერჟა კარგადაა, კაპიტანას ველაპარაკე და მოდის ჩვენთანო [ეს სტრაიკერებისთვის საინტერესო ინფოა]



