Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ფეხი’

კიბორგას სტუმარი პოსტის ძალიან მოკლე შინაარსი, ჩემი დღევანდელი წარმატებული გასვლა, “იმედი” და დაბრუნებული ფეხი.

Read Full Post »

ორსულობისას საკმაოდ კარგად შევაგუე თავი მომავალ სირთულეებს და არაფრის არ მეშინოდა, არაფერზე გული არ მწყდებოდა გარდა ერთისა – ვერაფრით წარმომედგინა, როგორ შევძლებდი დილით გაღვიძებას. თან ვიცოდი, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მომიწევდა – ჯერ პატარა სანამაა, მერე ბაღში წასაყვანად, მერე სკოლაში და ა.შ. ჩემი ღამურობა წლობით იკვებებოდა სკოლებში და უნიში მეორე სმენებით, თავისუფალი გრაფიკის სამუშაოებით, [...]

Read Full Post »

Интернет как жизнь: делать нечего, а уходить не хочется. (c) ნინას სტატუსი Facebook-ზე. სიცხის გამოა ალბათ, ტვინი საერთოდ რომ არ მიმუშავებს. ყოველ დღე ვხსნი ბლოგზე ახალი პოსტის საწერ გვერდს და თავს ვერ ვაბამ ვერაფრის დაწერას. სხვა ბლოგებსაც გადავხედე წეღან და დიდი აქტივობა იქაც არ შეინიშნება, ეტყობა ზოგადი სენია. წავიკითხავ ახლა მოტივატორ რაღაცეებს და ნელ-ნელა ვეცდები [...]

Read Full Post »

მესამე კვირა გადის, რაც ფეხი მაქვს მოტეხილი. ვოცნებობ ფეხზე გავლაზე. გუშინ მთელი დღე ვფანტაზიორობდი, როგორ გავასეირნებ ბავშვს გარეთ, ავიდგამ თუ არა ფეხს – თუნდაც ცალი ყავარჯნით (თუ ტროსტი ჰქვია მაგას) რომ შემეძლება სიარული – კალიასკას ჩამატანინებს კიბორგა, მე გავასეირნებ “ბლიადსკი პარკში”, რომელიც აქვეა გზის გადაღმა, მერე გამოვასეირნებ უკან, დავურეკავ და ამატანინებს ისევ. თან მთელ დეტალებში [...]

Read Full Post »

მე და კიბორგამ რამდენიმე დღის წინ ერთი შეხედვით ბრუტალური ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ. ექსპერიმენტს აქვს კოდური სახელწოდება – слабо?! ექსპერიმენტის შინაარსი: შეუძლიათ თუ არა დახმარების გარეშე გადარჩენა მამრს, ახალშობილს და ფეხმოტეხილს. პირველ რიგში უარი ვთქვით დედაჩემის მიერ მოძიებულ დამხმარე ქალზე, რომელიც წესით ჩემი სამშობიაროდან გამოსვლისთანავე უნდა მოსულიყო. ზოგი პირველ თვეს ისედაც დაიხმარს ხოლმე დედას, ბებიებს ან [...]

Read Full Post »

ბევრი ფიქრის, აწონ-დაწონვის და ორიოდე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე საკეისროს გაკეთება. ამ მომენტიდან ირგვლივ თითქმის ყველა იქცა გამოცდილ მეან-გინეკოლოგად და “საკეისრო ცუდია! იმშობიარე!” ან ცოტა შერბილებული: “შენი საქმის უკეთ იცი, მაგრამ მე ბუნებრივად გირჩევდი” რეპლიკები დაიწყო. კიბორგაც კი არ ჩამორჩა. მხოლოდ ფორუმზე არსებულმა ორსულებმა გაამართლეს ჩემი გადაწყვეტილება 100%-ით, რადგან მათ იციან, ჯერ ისედაც რა საშიშია [...]

Read Full Post »

ასკურავამ თაბაშირი მომხსნა და თავისი რაღაცეებით გამიხვია ფეხი. ძალიან ბედნიერი ვარ, ისე მაწუხებდა, ყველგან მაწვებოდა თაბაშირის სიმძიმე და მოსახერხებელი პოზა არ არსებობდა – ახლა ცოტა მეტხანს მძინავს და პირველად მომშივდა და ვჭამე ნორმალურად ამ პერიოდის მანძილზე. ფეხის მოტეხვის დადებითი მხარეები: – რამდენიმე დღეა ახალ ბინაში გადმოვედით და ჯერ ისევ პარკებში ეყარა ჩვენი ბარახლო, დღეში 3-4 [...]

Read Full Post »

მას შემდეგ, რაც დილიდან მესამე ადამიანმა მიხსენა ჯადოსნური სიტყვა “ასკურავა” – თბილისში თურმე ძალიან ცნობილი ექიმბაშის გვარი – გადაწყდა, რომ ამოვიყვანდით და ვანახებდით ფეხს. “ექიმბაშზე” ლოლ-ებს არ ვართ, ხალხური მედიცინის დიდ ტრფიალს ვერ დავიჩემებ, უფრო პირიქით, კოლბებიან-წამლებიან-საოპერაციოებიანი ექიმები უფრო მესიმპატიურებიან, მაგრამ ახლა ფაქტიურად სხვა გზა არ არის, ოპერაციას ვერ გამიკეთებენ [ვინტის მიხრახვნა არის საჭიროო, ცოტათი [...]

Read Full Post »

სახლიდან გასვლის წინ პიკოსთვის ფეისბუქზე მიწერილი უწყინარი “კიბორგას მობილი მექნება”-ზე ლილიანს რატომღაც მოუფრიკინა, რომ სამშობიაროში უნდა ვყოფილიყავი და ატეხა რეკვა. რამდენიმე საათის შემდეგ მართლა აღმოვჩნდი სამშობიაროში [თუ საავადმყოფოში] – ფეხის ორჯერადი მოტეხილობით [კოჭთან], მაგრამ მაინც მხნედ, იმიტომ, რომ სასწრაფო პირველად გამოიძახეს ჩემთვის ცხოვრებაში, პირველად მოვიტეხე რაიმე და პირველად დამაწვინეს საკაცეზე. არადა რა კარგი დღე იყო [...]

Read Full Post »